მშვიდობით, ლენინ!
მშვიდობით, ლენინ!
2004 წელს, ოქროს გლობუსის 61-ე დაჯილდოებაზე, საუკეთესო უცხოენოვან ფილმთა კატეგორიაში წარდგენილი ფილმებიდან ერთ-ერთი ვოლფგანგ ბეკერის "მშვიდობით ლენინ" იყო. ფილმში რეალისტურად და ჯანსაღი იუმორით არის აღწერილი კომუნიზმის დასასრული და ის, თუ როგორ ამახინჯებდა საბჭოთა კავშირის იდეოლოგია ადამიანის სულს.
ფილმს ფონად გასდევს ის ცვლილებები, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოციალისტურ ქვეყნებში ხდებოდა და ნათლად აჩვენებს საბჭოთა კავშირის ღირებულებებთან შე
დარებით დასავლური ფასეულობების უპირატესობას, იმ უპირატესობას, რომლის გამოც განვითარებისა და წინსვლის მსურველმა ქვეყნებმა ერთხელ და სამუდამოდ თქვეს - "მშვიდობით, ლენინ"...

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ფრაზის ერთსულოვნად და მარტივად თქმა, ყველა ქვეყანაში არ შეძლებიათ. 9 მაისს ომის ვეტერანებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე იზეიმეს, ის დღე იზეიმეს, როდესაც ერთმა ბოროტებამ დაამარცხა მეორე ბოროტება. ბოროტების დამარცხებაში შეტანილი წვლილი, რა თქმა უნდა, მაინც პატივმისაგებია,
თუმცა ეს დღე საზეიმო უფრო რუსეთის იმპერიისთვისა, რომლისთვისაც მეორე მსოფლიო ომში 300 000 ქართველის დაღუპვა სოციალიზმის გამარჯვებისთვის შეწირული აუცილებელი მსხვერპლი იყო. ამ დღეს გორში კომუნისტური პარტიის წევრებიც შეიკრიბნენ - კომუნისტური დროშებითა და სტალინის სურათებით. აღსანიშნავია, რომ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ხალხი მთელი საქართველოდან იყო ჩასული. აქციის მონაწილეების მთავარი ლოზუნგი იყო - "ჩვენ არ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა რუსეთი - რუსები ჩვენი ძმები არიან". ისინი გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებასაც ითხოვდნენ. ეს მოხდა გორში, რომელსაც ასე საყვარელი "უფროსი ძმა" რუსეთი სულ რამდენიმე წლის წინ ბომბავდა, ამის გათვალისწინებით, სავალალოსთან ერთად, საოცარიც კია მომხდარი და ოკუპანტისთვის კიდევ ერთხელ გამჟღავნებული სიყვარული...

გარდა ამისა, ამ დღის აღსანიშნავად, რუსეთიდან საქართველოს გეორგიევსკის ლენტით დამშვენებული ბაიკერები - "ღამის მგლებიც" ეწვივნენ. მათ გამოჩენას საზოგადეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოყვა, მაგრამ, მაგალითად, "ევრაზიული კავშირი" აღფრთოვანებას ვერ მალავდა პუტინის მეგობრების სტუმრობით. სხვათა შორის, ეს ის ბაიკერები არიან, რომლებიც პოლონეთმა საკუთარ ქვეყანაში არ შეუშვა.
9 მაისს რუსული და საბჭოთა კავშირის სიმბოლოთი მოფრიალე ადამიანების ადგილი საქართველოში არ არის, მაგრამ პოლონეთისგან და კიდევ სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველომ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ეთქვა - "მშვიდობით, ლენინ"... ჩვენს ქვეყანაში ვუშვებთ ბაიკერებს, რომლებსაც სხვაგან არ უშვებენ, რადგან "იმ სხვაგან" იციან რას ნიშნავს ქვეყნის ღირსება, ჩვენს ქვეყანაში 1937 წლის რეპრესიების გამტარებელისა და მილიონობით ადამიანის დახვრეტის შემოქმედის ძეგლის აღმართვას ითხოვენ, ჩვენს ქვეყანაში კვლევებში მონაწილე ადამიანების 31%-ს ევრაზიულ კავშირში შესვლასა და ისევ რუსეთის წიაღში დაბრუნებას ელტვის... ვიმეორებ, ისე, რომ 2008 წლის ომი და ჩვენს ტერიტორიებზე ტორდადებული ოკუპანტი არ ახსოვთ...

ზოგიერთი, ადამიანების ასეთ ქცევას "სტოკჰოლმის სინდრომსაც" უწოდებს. აღნიშნული სინდრომის დროს მჩაგვრელს მჩაგვრელი უყვარდება. ასეთ დროს დაჩაგრული ფიქრობს, რომ ჯობს იყო მოძალადესთან და ამით თავიდან საფრთხე აირიდოს, ვიდრე გაემიჯნოს მას. თუმცა, ვფიქრობ, აქ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც თანახმა არიან რუსეთის მიმართ მონურ მორჩილებაში იყვნენ, ოღონდ კვლავ დაუბრუნდეთ "ათ მანეთად მიღწეული შედეგები".

ვფიქრობ, საჭიროა, ამ ადამიანების მეტი ინფორმირებულობა, იმის ახსნა, რას მოუტანს საქართველოს 21-ე საუკუნეში შუა საუკუნეების ღირებულებებითა მოაზროვნე და მოქმედ სახელმწიფოსთან "ძმურ კავშირში" ყოფნა... და ბოლოს და ბოლოს იქნებ ჩვენში დადგეს დროს, როცა ყველა ერთად ვიტყვით: "მშვიდობით, ლენინ!"

beriberi
31 ივლისი 2015 10:23

”ძალაუფლება რყვნის რყვნის ადამიანს, აბსოოლიტური
ძალაუფლება -აბსოლიტურად რყვნის”
ჯერ არავინ არ მოსულა ცხვირსახოცის ფრიალით,
თუ მოსულა მაინც გახდა, ძალადობის ტრფიალი,
ყველას ჰქონდა თავის ნაკლი ”მეფესაც” და ”ლენინსაც”,
მაგრამ ხალხი, თავის ხალხი, ფეხებზე არ ეკიდათ.
შეიცვლება დრო ეპოქა, კი იქნება მცდელობაც,
თუმცა არა ეშველება შურს და გაიძვერობას.
ეს სიცოცხლის თვისებაა- მთავარია ხარისხი,
მეფემ, მწყემსმა, პრეზიდენტმა,უნდა შესძლოს მაინც ის,
გულით გაისიგრძეგანოს- გაზაფხულიც გაივლის,
რომ ყოველთვის არ იქნება, აპრილი და მაისი,
შეიცოდოს, შეიყვაროს ხალხი სხვისიც, თავისიც.
. . . თორემ ხალხმა თუ ინება, სახელსაც კი წაართმევს,
ბაგრატიონიც რომ იყოს ავგიორგის დაარქმევს.
*
ალექს
30 ივლისი 2015 06:25
იდეოლოგია იმ სისტემის პროპაგანდით ლეგალიზების ინსტრუმენტია,რომელსაც ამ იდეოლოგიასთან არაფერი აქვს საერთო,სტალინიზმის სისტემა იფუთებოდა სუპერდემოკრატიული იდეოლოგიით,ფარავდა კია სისტემას,რომლის ბაზისი სტალინთან ერთად ბრძანდებოდნენ ტროცკიც,ეჟოვიც,ძერჟინსკიც და ძმანი მისნი.
ერთი კაცი არაა სისტემა.
კლანი,კი ბატონო,სისტემის ბაზაა!
ჩვენი ნაცები არ მინდა იმ მასშტაბს შევადარო,მაგრამ სისტემა სტალინის იდენტურია და შეფუთულია სუპერდემოკრატიული იდეოლოგიით(უფრო უგვანო უტიფარი პიარით).
სინამდვილეში ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ერთპიროვნულ დიქტატორ ტირანთან და მის გარემოცვასთან-დემოკრატია და მაღალი ზნეობრივი ნორმები აქ სად დაინახეთ ?
eh
13 მაისი 2015 20:19
რა სტალინის ჰუმანურობა, რეებს წერთ :/

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?