მშვიდობით, ლენინ!
მშვიდობით, ლენინ!
2004 წელს, ოქროს გლობუსის 61-ე დაჯილდოებაზე, საუკეთესო უცხოენოვან ფილმთა კატეგორიაში წარდგენილი ფილმებიდან ერთ-ერთი ვოლფგანგ ბეკერის "მშვიდობით ლენინ" იყო. ფილმში რეალისტურად და ჯანსაღი იუმორით არის აღწერილი კომუნიზმის დასასრული და ის, თუ როგორ ამახინჯებდა საბჭოთა კავშირის იდეოლოგია ადამიანის სულს.
ფილმს ფონად გასდევს ის ცვლილებები, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოციალისტურ ქვეყნებში ხდებოდა და ნათლად აჩვენებს საბჭოთა კავშირის ღირებულებებთან შე
დარებით დასავლური ფასეულობების უპირატესობას, იმ უპირატესობას, რომლის გამოც განვითარებისა და წინსვლის მსურველმა ქვეყნებმა ერთხელ და სამუდამოდ თქვეს - "მშვიდობით, ლენინ"...

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ფრაზის ერთსულოვნად და მარტივად თქმა, ყველა ქვეყანაში არ შეძლებიათ. 9 მაისს ომის ვეტერანებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე იზეიმეს, ის დღე იზეიმეს, როდესაც ერთმა ბოროტებამ დაამარცხა მეორე ბოროტება. ბოროტების დამარცხებაში შეტანილი წვლილი, რა თქმა უნდა, მაინც პატივმისაგებია,
თუმცა ეს დღე საზეიმო უფრო რუსეთის იმპერიისთვისა, რომლისთვისაც მეორე მსოფლიო ომში 300 000 ქართველის დაღუპვა სოციალიზმის გამარჯვებისთვის შეწირული აუცილებელი მსხვერპლი იყო. ამ დღეს გორში კომუნისტური პარტიის წევრებიც შეიკრიბნენ - კომუნისტური დროშებითა და სტალინის სურათებით. აღსანიშნავია, რომ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ხალხი მთელი საქართველოდან იყო ჩასული. აქციის მონაწილეების მთავარი ლოზუნგი იყო - "ჩვენ არ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა რუსეთი - რუსები ჩვენი ძმები არიან". ისინი გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებასაც ითხოვდნენ. ეს მოხდა გორში, რომელსაც ასე საყვარელი "უფროსი ძმა" რუსეთი სულ რამდენიმე წლის წინ ბომბავდა, ამის გათვალისწინებით, სავალალოსთან ერთად, საოცარიც კია მომხდარი და ოკუპანტისთვის კიდევ ერთხელ გამჟღავნებული სიყვარული...

გარდა ამისა, ამ დღის აღსანიშნავად, რუსეთიდან საქართველოს გეორგიევსკის ლენტით დამშვენებული ბაიკერები - "ღამის მგლებიც" ეწვივნენ. მათ გამოჩენას საზოგადეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოყვა, მაგრამ, მაგალითად, "ევრაზიული კავშირი" აღფრთოვანებას ვერ მალავდა პუტინის მეგობრების სტუმრობით. სხვათა შორის, ეს ის ბაიკერები არიან, რომლებიც პოლონეთმა საკუთარ ქვეყანაში არ შეუშვა.
9 მაისს რუსული და საბჭოთა კავშირის სიმბოლოთი მოფრიალე ადამიანების ადგილი საქართველოში არ არის, მაგრამ პოლონეთისგან და კიდევ სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველომ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ეთქვა - "მშვიდობით, ლენინ"... ჩვენს ქვეყანაში ვუშვებთ ბაიკერებს, რომლებსაც სხვაგან არ უშვებენ, რადგან "იმ სხვაგან" იციან რას ნიშნავს ქვეყნის ღირსება, ჩვენს ქვეყანაში 1937 წლის რეპრესიების გამტარებელისა და მილიონობით ადამიანის დახვრეტის შემოქმედის ძეგლის აღმართვას ითხოვენ, ჩვენს ქვეყანაში კვლევებში მონაწილე ადამიანების 31%-ს ევრაზიულ კავშირში შესვლასა და ისევ რუსეთის წიაღში დაბრუნებას ელტვის... ვიმეორებ, ისე, რომ 2008 წლის ომი და ჩვენს ტერიტორიებზე ტორდადებული ოკუპანტი არ ახსოვთ...

ზოგიერთი, ადამიანების ასეთ ქცევას "სტოკჰოლმის სინდრომსაც" უწოდებს. აღნიშნული სინდრომის დროს მჩაგვრელს მჩაგვრელი უყვარდება. ასეთ დროს დაჩაგრული ფიქრობს, რომ ჯობს იყო მოძალადესთან და ამით თავიდან საფრთხე აირიდოს, ვიდრე გაემიჯნოს მას. თუმცა, ვფიქრობ, აქ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც თანახმა არიან რუსეთის მიმართ მონურ მორჩილებაში იყვნენ, ოღონდ კვლავ დაუბრუნდეთ "ათ მანეთად მიღწეული შედეგები".

ვფიქრობ, საჭიროა, ამ ადამიანების მეტი ინფორმირებულობა, იმის ახსნა, რას მოუტანს საქართველოს 21-ე საუკუნეში შუა საუკუნეების ღირებულებებითა მოაზროვნე და მოქმედ სახელმწიფოსთან "ძმურ კავშირში" ყოფნა... და ბოლოს და ბოლოს იქნებ ჩვენში დადგეს დროს, როცა ყველა ერთად ვიტყვით: "მშვიდობით, ლენინ!"

მკითხველის კომენტარი (16)
beriberi
31 ივლისი 2015 10:23

”ძალაუფლება რყვნის რყვნის ადამიანს, აბსოოლიტური
ძალაუფლება -აბსოლიტურად რყვნის”
ჯერ არავინ არ მოსულა ცხვირსახოცის ფრიალით,
თუ მოსულა მაინც გახდა, ძალადობის ტრფიალი,
ყველას ჰქონდა თავის ნაკლი ”მეფესაც” და ”ლენინსაც”,
მაგრამ ხალხი, თავის ხალხი, ფეხებზე არ ეკიდათ.
შეიცვლება დრო ეპოქა, კი იქნება მცდელობაც,
თუმცა არა ეშველება შურს და გაიძვერობას.
ეს სიცოცხლის თვისებაა- მთავარია ხარისხი,
მეფემ, მწყემსმა, პრეზიდენტმა,უნდა შესძლოს მაინც ის,
გულით გაისიგრძეგანოს- გაზაფხულიც გაივლის,
რომ ყოველთვის არ იქნება, აპრილი და მაისი,
შეიცოდოს, შეიყვაროს ხალხი სხვისიც, თავისიც.
. . . თორემ ხალხმა თუ ინება, სახელსაც კი წაართმევს,
ბაგრატიონიც რომ იყოს ავგიორგის დაარქმევს.
*
ალექს
30 ივლისი 2015 06:25
იდეოლოგია იმ სისტემის პროპაგანდით ლეგალიზების ინსტრუმენტია,რომელსაც ამ იდეოლოგიასთან არაფერი აქვს საერთო,სტალინიზმის სისტემა იფუთებოდა სუპერდემოკრატიული იდეოლოგიით,ფარავდა კია სისტემას,რომლის ბაზისი სტალინთან ერთად ბრძანდებოდნენ ტროცკიც,ეჟოვიც,ძერჟინსკიც და ძმანი მისნი.
ერთი კაცი არაა სისტემა.
კლანი,კი ბატონო,სისტემის ბაზაა!
ჩვენი ნაცები არ მინდა იმ მასშტაბს შევადარო,მაგრამ სისტემა სტალინის იდენტურია და შეფუთულია სუპერდემოკრატიული იდეოლოგიით(უფრო უგვანო უტიფარი პიარით).
სინამდვილეში ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ერთპიროვნულ დიქტატორ ტირანთან და მის გარემოცვასთან-დემოკრატია და მაღალი ზნეობრივი ნორმები აქ სად დაინახეთ ?
eh
13 მაისი 2015 20:19
რა სტალინის ჰუმანურობა, რეებს წერთ :/
omaras da napos
13 მაისი 2015 18:55
მაგ სიმართლით იარეთ,ომარა და ნაპო!
omar
13 მაისი 2015 16:39
napoleon,მართალი ხარ:მილიონობით დახვრეტილი 1934 წლამდე მოდის,როცა სტალინს ჯერ სრული ძალაუფლება არ ჰქონდა და ამ დახვრეტების მთავარი შემოქმედები ტროცკი,ბუხარინი და ძმანი მათნი იყვნენ,ოჯახებიანად „ხარჯში რომ უშვებდნენ“ მოწინააღმდეგეებს.სწორედ მათ წინააღმდეგ წამოაყენა სტალინმა ცნობილი ფორმულა: Сын за отца не отвечает ("შვილი მამის გამო პასუხს არ აგებს"). ისიც ხომ ცნობილია(სხვათა შორის,ხრუშჩოვისგან),რომ სტალინი იყო ერთადერთი, ვინც დემონსტრაციულად ხელი არ მოაწერა ტროცკის დეკრეტს,მეფის ოჯახის დახვრეტის შესახებ!რაზე მეტყველებს ეს ფაქტი,სტალინის ჰუმანურობაზე ხომ არა?!აი,რატომ არ მოაწერა მწერალმა ვლადიმირ სოლოუხინმა ხელი „იმ წერილს“! 37-38 წლებში კი,როცა სტალინმა სრული ძალაუფლება მოიპოვა,სწორედ იმ დახვრეტების მთავარი შემოქმედები მოიშორა.რაც შეეხება ახმეტელის,ტიციან ტაბიძის,მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვების მიმართ რეპრესიებს,ჯერ ის უნდა გავარკვიოთ,რისთვის ებრძოდნენ ისინი კრემლში მჯდომ თავიანთ თანამემამულეს? შეიძლება მწერალი იყო,მაგრამ,„ჯაყოს ხიზნების“ ჯღაბნითა და „თავადაზნაურულ სისხლზე“ ლაყბობით,ფეხებში ებლანდებოდე ადამიანთა თანასწორობის სახელმწიფოს მშენებლობას.ია ბაგრატიონ მუხრანელს,მაგალითად,დღესაც არ უნდა შეიგნოს,რომ მენშევიკური მთავრობის მიერ გატაცებული ქონების დაბრუნება სტალინის ძალისხმევით მოხდა და არა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ.ირმა ინაშვილიც ჯიუტობს,„ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველოო“ და სტალინის დამსახურებას „ექვთიმე ღვთისკაცს“ მიაწერს.კოტე ინაშვილის „აზრით“ კი, სტალინიც თურმე ისეთივე ფაშისტი ყოფილა,როგორიც ჰიტლერი!!!ბაგრატიონ-თარხანმოურავებისა და რატიშვილ-ინაშვილებისა და მათი „პატრიოტთა ალიანსელების“„აზრები“ გასაგებია,მაგრამ ამ ბონდო მძინარაშვილს რაღა რჯის,რომ აუგად იხსენიებს სტალინს,რომელი თავადაზნაური ეგა გვყავს?!.
brrrrrrrrrrrrr
13 მაისი 2015 16:16
ყველაფერი გასაგებია.ქვეყანაში ძალიან მძლავრობენ ბოროტის მიმდევრები.მათ ამერიკა მამად მიაჩნიათ და მის ხატზე იფიცებენ.კიდევ ვერ გაიგეთ,რომ ქვეყანა იღუპება მათი გადამკიდე?სამშობლო არ ექნება თქვენს შვილებს,გადაგვარდებიან და კოსმოპოლიტებად იქცევიან.გადარჩენა გინდა არგინდა რუსეთშია და მათთან ერთად არის შესაძლებელი.რატომ არ ეკიტხებით მოსახლეობას?ჩაატარეთ რეფერენდუმი და ნახავთ 90-10 იქნება.ამ ათი პროცენტის გამო,უნდა გავწყდეთ?ვიიიკუსი!
vaja 18-ians
13 მაისი 2015 14:27
სწორედ,რომ თქვენზე,რუსეთუმეებზე, არამარტო შავი და ბნელი,არამედ უდანაშაულოთა სისხლით გაჯერებული სტალინიზმის "ველიკოდერჟავნული" იდეებით მოწამლული მასა,მთელს მსოფლიოში(ჩრდილოეთ კორეის გარდა) მართლაც არ არსებობს!
vaja 17
13 მაისი 2015 14:14
ნაპოლეონო, იცი რა არის ყველაზე რთული? ამ ზოგიერთ "ისტორიკოსს" სერიოზულად და თავაზიანად რო უხსნი, რაც უნდა იცოდნენ და ეგენი მაინც გაიძახიან, დაგვანებე თავი, ცხვრები წაგვივიდნენო! ამ ქართველ "ზაპადნიკებზე" მეტად შავი და ბნელი მასა არ არსებობს!
napo-s
13 მაისი 2015 14:09
ნაპო,რატომ ამჟღავნებ უვიცობას? ჯერ ერთი დახვრეტების ძირითადი ტალღა სწორედ 1934 წლის მერე დაიწყო 1937-1938 წლებში,მეორეც ტროცკი სსსრ დან 1929 წელს გააძევეს და სანამ გააძევებდნენ ,მას 1925 წლიდან არავითარი ძალაუფლება აღარ ჰქონდა და შესაბამისად,ვეღარც ვერავის ვეღარ დახვრეტდა,ასე რომ შენი სტალინია დახვრეტების მამამთავარი 1934 წლამდეც და 1934 წლის შემდეგაც! ასე რომ შენ ნაპო,სწორედაც,რომ სტალინის, ამ საქართველოს გამყიდველის აპოლოგეტი გამოდიხარ,რადგან სწორედ მისი თანხმობით დავკარგეთ ქართული მიწები საინგილოში და ლორეში,ასევე სოჭის ოლქი,ამ მიწების გადაცემას თვითონ ქართველი ბოლშევიკებიც კი ეწინააღმდეგებოდნენ(მაგ. ბუდუ მდივანი და სხვები) რომლებიც ამის გამო შენმა სტალინმა დახვრიტა! შენ კი, მის ძეგლს მისტირი ნაპო....
Kaxa
13 მაისი 2015 11:59
ყველაფერი ეს (ლენინს და რუსეთი კალთას რომ ვერ ელევიან) გაუნათლებლობისა და მოკლე მეხსიერების ბრალია! 2008 წელი რომ დაავიწყდება კაცს... თუმცა ზოგი ალბათ ნატრულობდა რუსის შემოსვლას თბილისში. ვერ ეღირსებიან. No pasaran!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები