რეიტინგსშეწირულები- 2
რეიტინგსშეწირულები- 2
რეიტინგსშეწირულ ადამიანებზე ადრე უკვე დავწერე ბლოგი და სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არაერთხელ მომცემს ქართული მედია საბაბს, რომ მსგავს თემებზე გამოვთქვა ჩემი აზრი. ადრე ლაპარაკი ტელეკომპანია "იმედის" წამყვან ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამას ეხებოდა, ახლა კი მთავარი მოქმედი გმირი, ასევე "იმედის" ასევე წამყვანი ჟურნალისტი ეკა ხოფერია და სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ძალადობის მსხვერპლი გოგონაა.

ორივე შემთხვევაში დემოკრატიული საზოგადოების უზენასი ღირებულება, ადამიანი და ამ ადამიან(ებ)ის ინტერესები და გრძნობები მედიარეიტინგს
შეეწირა, ხოლო ჟურნალისტებმა, სავარაუდოდ, არხის მესვეურებისგან მადლობაც დაიმსახურეს. რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა, რეიტინგსშეწირულების რაოდენობა წარმოუდგენლად იზრდება და ეს უკვე ჩვეულებრივ ფაქტად იქცა.
ცოტა ხანში კვლავ გაკეთდება მსგავსი სიუჟეტი და მას ცოტა სერიოზული მედიასაშულება საპასუხო ბლოგს დაახვედრებს, ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია კვლავაც შეშფოთდება და სინანულით თავს გადააქნევს,
საზოგადოების ნაწილიც აღშფოთდება და გამოვა ლოზუნგით - მეტი განათლება! რას მიკეთებენ გრანტიჭამია არასამთავრობოები! ყელში ამოვიდა ეს თოქ-შოუები! საწყალი გოგო და ა.შ. თუმცა, ვალს მოიხდიან და კვლავ ძველებური ცხოვრება გაგრძელდება - "ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო". თუმცა, ძველებურად ცხოვრება აღარ გაგრძელდება იმ ისედაც დაზარალებული ადამიანებისთვის ვინც მედიამ და საზოგადოებამ კიდევ მეტი ზიანი მიაყენა... იმ საზოგადოებამ, რომლის უმრავლესობაც ანგარიშმიუცემლად აზიარებს ერთი გოგოს ტრაგედიის ისტორიას და ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს ადამიანის კიდევ მეტად განადგურებას.

აღსანიშნავია, რომ თავად ჟურნალისტებსა და ადამიანთა ნაწილს ერთი არგუმენტი აქვთ, რომლითაც სიუჟეტის ეთერში გასვლას ამართლებენ - თავად მსხვერპლმა ისურვა, რომ სიუჟეტი გასულიყო ისე, რომ მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ნებისმიერმა ჟურნალისტმა იცის, რომ ინფორმაციის ასეთი ფორმით მიწოდებამ ყველანაირი ეთიკის ნორმა დაარღვია. გარდა ამისა, საეჭვო გოგონას ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეძლებოდა ან მისი შედეგები გაეანალიზებინა - მთელი სიუჟეტის განმავლობაში ერთი კომენტარიც კი არ გაუკეთებია მას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, - მთავარი ის კი არ არის, ზუსტად დაიცავს თუ არა ჟურნალისტი მედიასტანდარტებს, არამედ ის რისთვის არღვევს მას: სტერეოტიპების ნგრევისთვის? ადამიანის უფლებების დაცვისათვის? საზოგადოების თვითმმართველობისათვის აუცილებელი ინფორმაციის გავრცელებისათვის? თუ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პოტენციური ჩაცუცქული მოძალადეებისაგან ათობით კომენტარი ჩაწეროს, დოკუმენტაცია წარმოადგინოს და სიუჟეტი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ელემენტები გააჯეროს ერთადერთი ჭეშმარიტების დასადგენად, იყო თუ არა ძალადობის მსხვერპლი ქალიშვილი?
ბოლო წუთამდე ველოდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჟურნალისტი ეტყოდა დედას, დას, მეზობელს, ადვოკატს და ფრენბურთის მოთამაშე ბიჭებს - რომ ამ შეკითხვაზე პასუხს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატის სიტყვებს მოვიშველიებ - ერთი-ორი შემოლაწუნება კანონდარღვევა არ არისო. ადამიანების პირადი ცხოვრება კი არ უნდა გამოვფინოთ ამის განსასჯელად, არამედ ძალადობას უნდა აღვუდგეთ წინ. ეს "ერთი-ორი შემოლაწუნება", რომ ბუნებრივ ქმედებადაა მიჩნეული, სწორედ ამას უნდა ვებრძოლოთ და კიდევ იმას, ქალიშვილობა ქორწინების სიმყარის გარანტი რომაა მიჩნეული...

DINO_ZAUR
07 აგვისტო 2015 12:11
არცერთი ჩამოთვლილი გადაცემა არ მინახავს, არც თქვენ გირჩევთ და თავისით დაიხურება რომ არავინ ნახავს. თუ არადა რას იშლით ნერვებს, მადლობა ღმერთს 500 არხია , თან ძალიან საინტერესოები...
ell-s
07 აგვისტო 2015 10:03
კარგი სიუჯეტი იყო ხომ? გოგოს რომ ცხოვრება დაენგრა ეგ არაფერი ხო?
nima
06 აგვისტო 2015 14:19
ხ ა ლ ხ ოოოოოო. როგორ მოგეწონათ სიძე პატარძლის ოტახის გვერდით სიძის 2 დის წოლა. ლამფას უნათებდნენ ძმას ამხნევებდნენ თუ ჭუჭრუტანიდან უყურებდნენ. მაგარი კაცი ყოფილა, თუ რამე მოახერხა საერთოდ, გამახსენდა ახაშენში ერთი დებილი დანიშნეს და მამიდა კარნახობდა რა უნდა ექნა. ამ უბედურს ამდგარიც ჩამოუვარდებოდა, როცა იცოდა 2ძროხა თავთით რომ ეწვა,მარტო ამის გამო ნუ გექნება კაცობაზე პრეტენზია ძმაო. გ ა ი გ ე ბ ი ჭ ოოოოოოოოოოო

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?