თავისუფლებისა და ბედნიერი სახეების სამი დღე
თავისუფლებისა და ბედნიერი სახეების სამი დღე
მუსიკა ათავისუფლებს - მუსიკალური ფესიტვალის "OPEN AIR"-ის ეს დევიზი LISI WONDERLAND-ზე არსებული სიტუაციის ზუსტი შესატყვისია. ღია სივრცე, თავისუფლება, სამ სხვადასხვა სცენაზე მუსიკა მთელი დღის განმავლობაში, ლუდი(არაყიც და კოქტეილიც), მომღიმარი და ბედნიერი ადამიანები - ეს იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რის გამოც ხალხი ფესტივალს წლიდან წლამდე ელოდება და ზოგიერთები წლის მოვლენადაც კი მიიჩნევს.

წლევანდელი "OPEN AIR"-ი სამდღიანი იყო და მისი მთავარი ჰედლაინერები ჯგუფები: "ANATHEMA", "LENINGRAD" და "ARCHIVE" იყვნენ. მათ გარდა, განსაკუთრებულად ველოდით
ირანელი მუსიკოსის SEVDALIZA-ს, რამოდენიმე ქართული ჯგუფისა და ნინო ქათამაძის გამოსვლას. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ყველა სიკეთესთან ერთად "OPEN AIR"-ი ძალიან ბევრ ქართველ მუსიკოსსა და ჯგუფს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ.

თუმცა, პირველ დღეს სიტუაციაში ამინდი ჩაერია და ცოტა არ იყოს, წვიმამ ხასიათი
ბევრს გაუფუჭა. თუმცა, 20:00-დან "GOLDEN STAGE"-ზე სცენის ტურფამ, ნინო ქათამაძემ, ჩვეულებისამებრ, ამინდი გადაფარა და ხალხიც ნელ-ნელა ხასიათზე მოვიდა, ხოლო შემდეგ "MAIN STAGE"-კენ გადაინაცვლეს, სადაც მათ ირანელი მომღერალი SEVDALIZA ელოდათ. აღსანიშნავია, რომ თანამემამულის მოსასმენად არაერთი ირანელი იყო მოსული. მათი დროში ფრიალმა და შეძახილებმა მუსიკოსის გამოსვლა კიდევ უფრო SEV-დიანი გახადა. "თეირანში დავიბადე და ახლა აქ თავს სახლში ვგრძნობ", - ასე მიმართა მომღერალმა თანამემამულეებს და შემდგომ სცენა დღის მთავარ ჰედლაინერს ბრიტანულ პროგრესულ როკ-ჯგუფ "ANATHEMA"-ს დაუთმო. როკ-ჯგუფის ახალ სიმღერებს ხალხი მაინცდამაინც აღფრთოვანებით არ შეხვედრია, რასაც თავად "ANATHEMA"-ს წევრებიც მიხვდნენ და ძველი სიმღერებითა და ცოცხალი შესრულების ხარისხით მსმენელს შესაბამისი განწყობა შეუქმნეს.

ფესტივალის მეორე დღე ქართული ბენდების სიმრავლით გამოირჩა. ამინდმა, "EKO & VINDA FOLIO", "LOUDSPEAKERS" და განსაკუთრებით "SOFT EJECT"-მა დღის მთავარ ჰედლაინერამდე სცენა გაახურეს და გააკეთეს ის "რაც მსმენელს უნდა". აღსანიშნავია, "SOFT EJECT"-ის დაბრუნება - ჯგუფი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სპეციალურად "OPEN AIR"-თვის აღდგა და განსაკუთრებით "PLEASE JUST CARRY ON"-ის შესრულების დროს, შეზარხოშებული და ისედაც ემოციამოზღვავებული საზოგადოება "ბნელ და ტკბილ" ბავშვობაში დააბრუნა.

ბოლოს კი რუსულმა ჯგუფმა "LENINGRAD"-მა მსმენელებს ცოცხალი შესრულების მაღალი ხარისხით, შემართებითა და აუდიტორიასთან უშუალო ინტერაქციით დაუვიწყარი საღამო აჩუქა და უნდა ითქვას, რომ ხალხი ყველაზე მეტად მეორე დღეს გაერთო. სწორედ ამ "ლაივზე" გამოჩნდება თუ რატომ უსმენს ქართველი ხალხი "რუსულებს".

სწორედ აუდიტორიასთან კონტაქტი აკლდა მესამე დღისა და ზოგადად, მთლიანი ფესტივალის მთავარ მონაწილეს, ჯგუფ "ARCHIVE"-ს. მათ რომ "LENINGRAD"-ის შემართება და "ANATHEMA"-ს უშუალობა ქონოდათ, იქ შეკრებილი უამრავი ადამიანი კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებდა, თუმცა, უკვე სცენიდან გასულები მოტრიალდნენ და ადამიანებს დაუვიწყარი 3 წუთი აჩუქეს - იმღერეს მათი ყველაზე ცნობილი ჰიტი "AGAIN". ტირილი, ღრიალი, კივილი, არანორმალური სიყვარული - ყველა ისე გამოხატავდა იმ წუთებში არსებულ უდიდეს სიხარულსა და ბედნიერებას, როგორც შეეძლო.. ეს იყო ფესტივალის დასკვნითი აკორდი, ფესტივალისა, რომელიც ორგანიზების მხრივ, ერთ-ერთ საუკეთესო "OPEN AIR"-ი იყო და იმედია, "AGAIN" და "AGAIN" ასე იქნება...

აღსანიშნავია, რომ სამივე დღის განმავლობაში 00:00-დან 08:00-მდე ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვისაც იყო სცენა განთავსებული.

თუმცა, "OPEN AIR"-ი მხოლოდ მუსიკა არ არის. ეს თავისუფლება და ადამიანთა ბედნიერი სახეებია, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე ძალიან გვაკლია. 3 დღის განმავლობაში თავისუფლდები ყოველდღიურობისგან და ტკბები თითოეული წამით.

საზოგადოებას სწორედ ასეთი დღეები აკლია, რათა იყოს მეტი ბედნიერი სახე და ნაკლები აგრესია და ზიზღი - მუსიკა ათავისუფლებს.

პ.ს. ბილეთში 40 ლარი რომ გაქვს გადახდილი, ტაქსის მძღოლი ლისიდან დელისის მეტრომდე 20 ლარს არ უნდა გთხოვდეს და სიამაყით არ უნდა ამბობდეს, რომ ამ მანძილზე უცხოელს 80 ლარი გამოართვა. მათაც სჭირდება "OPEN AIR"-ი.

პ.ს.პ.ს. და კიდევ... საპირფარეშოების პრობლემა უნდა მოგვარდეს...
ჯავახელი
22 ივნისი 2017 10:05
:) ნწ ნწ ნწ ეს რა მოგსვლიათ :)
ლუკა
21 ივნისი 2017 04:01
უნდა დაწესდეს მაქიმუმი ზღვარი თბილისის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე ტაქსით მგზავრობის ფასზე! ასეთი განუკითხაობა და სიხარბე კლავს ბიზნეს და ტურიზმს! აზიანებს მოქალაქეების კეთილდღეობას. ეს არის დანაშაული. თბილისის საზღვრებში ტაქსით მაქსიმუმი გზავრობის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ₾20!
ალესიო
20 ივნისი 2017 17:00
ცოტაა, ცოტააა 3 დღე .
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები