ზოგს გუგავა მოჰყავს და ზოგს ტოტი - შესაბამისად, NO TOTTI, NO PARTY
30-09-2017
ზოგს გუგავა მოჰყავს და ზოგს ტოტი - შესაბამისად, NO TOTTI, NO PARTY
ტოტი, რივალდო, მალდინი, შევჩენკო, ძანეტი, ალბერტინი, ბობანი, ქინქლაძე, კაფუ, ტონი - ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩის ჩასატარებლად შეიკრიბნენ. ამ რაოდენობისა და ამ კლასის ფეხბურთელები საქართველოში ერთად პირველად შეიყარნენ. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები მათი სახელების ჩამოთვლით არასდროს დაიღლებიან.

მართალია, საქართველოს ნაკრებმა მაინც წააგო, მაგრამ კალაძეს ავტოგოლი არ გაუტანია. პირიქით, საღამო შედგა და ნაკრების კაპიტანი მეტოქის კარში "გოლს გოლზე იტანდა". ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინული და მსოფლიო ფეხბურთის
ლეგანდა ანდრეი შევჩენკო იუბილარი იყო - მას 41 წელი შეუსრულდა და ყველანაირად ცდილობდა, კალაძეს მოგებაში დახმარებოდა.

რა თქმა უნდა, ეს იყო წინასაარჩევნო პიარის ნაწილი... რა თქმა უნდა, ეს იყო ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამართული საქველმოქმედო მატჩი, რომელსაც შემოსავალთან ერთად, საკმაოდ დიდი გასავალიც ექნებოდა,
მაგრამ... არსებობს ბევრი მაგრამ... კალაძემ ათი ათასობით ქართველს დაუვიწყარი წუთები აჩუქა, ადამიანებმა მათი კუმირები ცოცხლად იხილეს, ბევრი მათგანის ბავშვობა-ახალგაზრდობა გაცოცხლდა 90 წუთით და ოცნება ხელშესახები გახდა.

კარგად და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ავტოგოლა" საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი იყო და მისი მხოლოდ საკუთარ კარში გატანილი გოლებით გახსენება ქართული და ზოგადად, ფეხბურთის შეურაცხყოფაა. აქვე გაგახსენებთ, რომ რუსებიდან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს ევროპის უპრესტიჟულესი თასი და ისიც მხოლოდ ერთხელ, ხოლო კალაძემ ეს ორჯერ შესძლო, თანაც "მილანთან" ერთად.
ყველა ისე ცდილობს პიარს, როგორც ეს მას ძალუძს და კალაძეც შეძლებისდაგვარად მოქმედებს. ზოგს გუგავა მოჰყავს, ხოლო ზოგს ტოტი... შესაბამისად, NO TOTTI, NO PARTY…

თავად მატჩს რაც შეეხება - ტოტიმ, რივალდომ, კაფუმ, შევჩენკომ, კრესპომ, ალბერტინიმ და ა.შ. გვანახეს, რომ კლასი უკვდავია და კიდევ ერთხელ, ვინ იცის ბოლოჯერ, აჩუქეს ხალხს დაუვიწყარი წამები. ...და რა თქმა უნდა, მოედანზე ქართველი გენიოსის გამოჩენას მთელი სტადიონი ფეხზე წამომდგარი შეხვდა - გიორგი ქინქლაძემ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ფეხბურთელმა, კვლავ დინჯად შეაბიჯა მწვანე გაზონზე.

აღნიშნული მატჩის შედეგად 300,343 ლარი შემოვიდა, რასაც საქართველო - ირლანდიის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული 102,871 ლარი დაემატა და ბორჯომის ტყის რეაბილიტაციის ფონდში საერთო ჯამში 403,214 ლარი გადაირიცხება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხა დაჯდა ვარსკვლავების თბილისში ჩამოყვანა, მაგრამ ათიათასობით ადამიანის გახარება მისასალმებელი ფაქტია და სპორტული მხარე ნამდვილად წონის პიარის კუთხეს.

პ.ს. არჩევნების დროს არჩევანი კანდიდატების პროგრამების მიხედვით უნდა კეთდებოდეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
simartle
05 ოქტომბერი 2017 10:56
ისე ამდენი ჩამქრალი ვარსკვლავის ჩამოყვანის მაგივრად,აგეღოთ ბატონო ნარმანიას მაგალითი და დაგეწერათ-დავრგეთ 1 000000 ხე,მორჩა-წერტილი.ხანდახან ფარული ქოცების "ღრმად გააზრებული" ახსნა-განმარტებების დონე ღიმილს იწვევს,ხანდახან გაკვირვებას,მაგრამ ყველას ერთი საერთო რამ გახასიათებთ-პრიმიტივი.არ ვიცი ეს თქვენი პერმანენტული მდგომარეობაა თუ არჩევნების წინ გააქტიურდება ხოლმე.ისე,სანამ ტოტიზე და კაფუზე დაწერდით რაიმეს,განა უკეთესი არ იყო ფეხბურთის ფედერაციისგან გამოგეთხოვათ ის ციფრები,რასაც თვით სტატიაში კითხულობთ.ვინ იყვნენ სპონსორები და ამ სპონსორებს რა არგუმენტები გააჩნდათ რომ იმის მაგივრად რომ დაეხმარნონ ქართულ სპორტს(თუნდაც იმერთადერთ ქართველ ნიჩბოსანს მცხეთიდან) და არა "პენსიონერების" ჩამოყვანაში გადაეხადათ? სტადიონზე ძირითადად გაყიდული ბილეთები ოყო შეძენილი ისევ "ქართული ოცნების" მიერ (თავისივე "დასპონსორებული" მეწარმეების ხარჟზე) და დარიგებული თავისივე აქტივისათვის.
და ბოლოს,რატომ არ გაიხსენეთ "სისხლიანი" 9 წლის რეჟომი?ეგ ხომ ყველა სტატიაში უნდა დქონდეთ?
P.S.
რატომ ვწერარ ვიცი,მაინც არ გამოაქვეყნებთ.

რედაქტორის რჩევით