პრიორიტეტები და პრივილეგირებულები - "მუნდირდახეული" პოლიციელი, ილიკოს ცეკვა და გიას ჩოჩორი
პრიორიტეტები და პრივილეგირებულები - "მუნდირდახეული" პოლიციელი, ილიკოს ცეკვა და გიას ჩოჩორი
ზუსტად სამი წლის წინ, 2015 წლის იანვარში დავწერე ბლოგი, რომელიც შეეხებოდა ეკა ყუშიტაშვილს, რომელსაც მას მაღალჩინოსანი სამართალდამცველის, დავით ცინარიძის მფარველობა ყველაფრის გაკეთების უფლებას აძლევდა, ანუ იმჟამად ამ ქვეყანაში ეკა იყო კანონი.

ნაწყვეტი სამი წლის წინანდელი ბლოგიდან: "დაუცველობა, სიბრაზე, შეურაცხყოფა - ეს ყველაფერი პატიოსან მოქალაქეს ერთდროულად ეუფლება, როდესაც კანონის დამცველებს უსუსურ მდგომარეობაში ხედავს. წარმოიდგინეთ, ადამიანს ვისაც დავით ცინარიძის დარი ნაცნობი არ ყავს დაჯარიმების გამო დედას აგინებს პატრულს. საინტერესოა, ისევე შემკრთალი შეეკითხება
კანონის დამცველი კანონის დამრღვევს "რატომ უზრდელობთო?", როგორც ეკას ჰკითხეს?! დღეს "ცინარიძეებს"აქვთ იმის უფლება, რომ "ეკა"კანონზე მაღლა დააყენოს და მის წინაშე კანონის დამცველები უძლურნი გახდნენ". (იხილეთ სრულად: როდესაც "ეკა" კანონია)

კონკრეტულ საკითხზე ვთანხმდებით, საზოგადოება პრიორიტეტებს ისახავს და ამბობს, რომ, მაგალითად, მოზარდებს შორის სასტიკი დანაშაულები დიდი პრობლემაა,
მაგრამ ერთი თვის მერე ილიკო სუხიშვილი ქართული ცეკვის ახლებურ ვარიანტს შემოგვთავაზებს და ხორავას ქუჩაზე დაღუპული მოზარდები ყველას დაავიწყდება, არადა, საქმე კი ჯერაც არ არის ბოლომდე გამოძიებული.
თუმცა, მანდაც ეჭვობენ, რომ პრივილეგიები მოქმედებს და... რომ არა პრივილეგიები, არც ოთარ აბესაძე იქნებოდა დღეს გარეთ. ვინმე დაინტერესებულა რამდენ პატიმარს აქვს კლაუსტროფობია, რამდენის ჯანმრთელობა მოისპო ციხეში და რამდენი ადამიანი უნდა იყოს გათავისუფლებული?!. ნუცუბიძეზე გარდაცვლილი ადამიანიც ეუბნებოდა პოლიციელებს ცუდად ვარო, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ალბათ, რამდენი პატიმარი იხვეწება მიშველეთო, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ, რადგან კანონი მეტ-ნაკლებად ყველაზე ვრცელდება.. ზოგისთვის მეტად და ზოგისთვის ნაკლებად.

ბედის ირონიაა, რომ კლუბ "ბასიანის" შემთხვევისას დაჭრილი პოლიციელი სიმამაცისთვის ჯილდოზე წარადგინეს, ხოლო თავდამსხმელი გაათავისუფლეს. თუმცა, დავუბრუნდეთ პრიორიტეტებს, უბრალო მოკვდავს კლუბ "ბასიანის"დაცვის წევრები სასიკვდილოდ რომ გაემეტებინა და პოლიციელისთვის მუნდირი დაეხია თავზე, წარმოიდგინეთ რაც მოუვიდოდა. თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანი გაცილებით მცირე დანაშაულისთვის ზის ციხეში და პრივილეგირებულები პატრულთან არიან "ატვეჩაები".

რაღა შორს მივდივართ და პარლამენტარის პიჯაკის შემოხევისთვის გაუყენეს მავანი კუდიგორის გზას. ელემენტარულად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღუსრულებია, პარლამენტს და ნარკოტიკების მოხმარებისთვის პატიმრები კვლავ წლობით სასჯელს იხდიან. ზოგადად, ასე ხდება, როდესაც საზოგადოებაში არიან პირები, რომლებიც ყოველთვის ყველაფერს იღებენ, სადაც, როცა და როგორც მოუნდებათ.

შერჩევითი მიდგომა, შერჩევითი სამართალი, კანონზე მაღლა მდგომი ადამიანები და მათი სანაცნობო... რაღაც მომენტში საზოგადოება ამ ყველაფრის წინაშე ილაშქრებს, მაგრამ მხოლოდ რაღაც მომენტში. შემდგომ ასპარეზზე ჩნდება სოფო ბედიას ქმარი და მისი ცეკვა, ია ფარულავას კატა, და ა.შ. და ვიღას ემახსოვრება სამართალზე მაღლა მდგომი ადამიანები. კონსტიტუცია თავზე დაგვახიეს, სამართალი და კანონიც მიაყოლეს თავის მუნდირიანად, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წაგვართვეს.. თუმცა, იას კატა, გია ჯაჯანიძის ჩოჩორი და ა.შ. ყოველთვის შეგვიცვლიან პრიორიტეტებს და გზას გაუხსნის პრივილეგირებულებს.

როგორც ჩანს, მუსიკას ის უკვეთავს, ვისაც ფული აქვს და პატრონი ჰყავს, თუნდაც ეს კლუბი "ბასიანი"იყოს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

123
17 იანვარი 2018 14:58
ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია
saqsani
17 იანვარი 2018 14:50
ტელეკომპანია იმედს მეტი საქმე არ აქვს, ჯაჯანიძის და მისნაირების (სურამელაშვილი და სხვა) კეკლუცობა და მანჭვაგეხა არ ამოუყვანოს ხალხს ყელში?!
marina
17 იანვარი 2018 14:02
საზოგადოებააა ავად და ახლა მართლა კაციჭამიებად ჩამოყალიბებული ბრბო არც კანონს და არც არანაირ ადამიანურ წესებს,აღარ ემორჩილება.უარესობისკენ გზა ნათელია,უფსკრულში მივექანებით.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები