"ბახალა", "მამულიჩა", ელიტური საზოგადოება და ჩამპალი ნარკოპოლიტიკა
24-01-2018
"ბახალა", "მამულიჩა", ელიტური საზოგადოება და ჩამპალი ნარკოპოლიტიკა
0,3726 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" (სუბოტექსის) შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი = 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სამი ადამიანის დაჭრა, აქედან 1 პოლიციის მაღალჩინოსნის, = 30 000 ლარის გირაოსა და თავისუფლებას. გაუპატიურება = 6-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გიორგი გიორგანაშვილს, იგივე "ბახალას" ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს - შეძენა-შენახვისთვის და არა გასაღებისთვის. "ბახალას" ჩხრეკას არავინ დასწრებია პოლიციელების გარდა და სწორედ მათი ჩვენების გამო მიესაჯა გიორგანაშვილს 8 წელი.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან დაკავებულის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. "ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს", ანუ ჯერ დაიჭირეს და ახლა არკვევენ, ადამიანს 8 წელი ხომ არ "ჩაუდეს".

"8 წელი? ღადაობთ, ხალხნო?" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" "ბახალასთვის" 8-წლიანი პატიმრობის
მისჯას?


აუცილებლად აღსანიშნი ამბავია, რომ საქმე ისევ შერჩევითობასთან გვაქვს - აქამდეც ბევრი "ბახალა" წასულა გრამების გამო ციხეში, მაგრამ არც "თეთრი ხმაური" გამოჩენილა და არც ცუნამი აგორებულა. თუ ხმაურია, ყველასთვის უნდა იხმაუროს და თუ ტალღაა, ყველასთვის უნდა აგორდეს. ვინმე რუსთაველი გიზო და ვარკეთილელი ჯემალა არავის აინტერესებს. უნდა იყო "ბახალა", "მამულიჩა", ელიტური საზოგადოების წევრი და ა.შ. ყველა ფაქტზე უნდა მოხდეს რეაგირება, თორემ ერთი ბახალა გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ვერც ერთი ტალღა და ცუნამი იხსნის უამრავ ადამიანს დაღუპვისგან. მოსამართლე დაარტყამს ჩაქუჩს, გაიხდის მანტიას და მორჩა - ის სისტემის ნაწილია. ერთი წამით წარმოიდგინეთ "ბახალა", რომ არაცნობადი ადამიანი იყოს.

თუმცა, ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ცნობილსა და არაცნობილს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სისტემა სასწრაფოდაა შესაცვლელი, რათა ჯემალაც გადარჩეს და "ბახალაც". ამას კი საზოგადოების აზრზე მოსვლა სჭირდება. გამოფხიზლებაში სოციალურ ქსელში აგორებული მრავლისმთქმელი და შორსმჭვრეტელი კომენტარების ბალ-მასკარადი და მორიგი მსხვერპლის შემდეგ ატეხილი ერთკვირიანი ბუმი არ იგულისხმება. "დდშვც, ბიჭოოო, რეებს აკეთებენ", "რა ბიჭი გაფუჭდა", "ნწ ნწ, ეს რა ხალხია ბიჭს 8 წელი წაართვეს", "ნაციონალების" დროსაც იყო და სულ იქნება "ჩადება" და ჩვენ ამას ვერ შევცვლით", "გაუპატიურებაზეც 8 წელი და რამდენიმე გრამზეც?!", "ცნობილს რა უქნეს სხვას რას უზავენ" და მსგავსი კომენტარების დაწერა ვალის მოხდა და გამოფხიზლება არაა.

ამ ჩამპალ ნარკოპოლიტიკას, ამ კანონს, ამ სისტემას სწორედ ჩვენ, ხალხმა მივეცით ხმა და სწორედ ჩვენვე უნდა ჩამოვშალოთ ის. ამასობაში ხელისუფლება კი ეკლესიასთან კეკლუცში დროს გაიყვანს და მორიგი ბახალები გაფრინდებიან 8-8 წლით ციხეში. მართალია, ერთი გიორგანაშვილი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ... მაგრამ როგორც "ბირჟა მაფიის" მაგალითიდანაც გამოჩნდა, ადამიანების ძალუმად და არაერთჯერადი გამოფხიზლებისთვის ელიტურია მსხვერპლია საჭირო. მსხვერპლი კი უკვე შეწირულია და ამან უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს.

პ.ს. "ბახალა" "ბახალად", მაგრამ სასამართლოს შენობებს ქვები რომ არ უნდა ვესროლოთ, ამაზეც შევთანხმდეთ...


8-წლიანი პატიმრობა "ბახალას" - რატომ დააკავეს ქეთი დოლიძის ვაჟი?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
თამაზ57-ს
02 თებერვალი 2018 10:31
ჩემო თამაზ, ელიტების ტელევიზიებში, ელიტების ცვენაა.
lia
02 თებერვალი 2018 10:08
მგონი ქართველები სულ გადავირიეთ,აბა რატომ ვეძახით ნარკოტიკების გამსაღებლებს და მომხმარებლებს "ელიტას", ან იქნებ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ გვესმის,თანახმა ვარ მათ ასე თუ ისე "ცნობილები" ვუწოდოთ მაგრამ ელიტა?, არავითარ შემთხვევაში. ( და კიდევ - არავის ვადანაშაულებ, მაგრამ ცეცხლის გარეშე კვამლი ვინმეს გინახავთ?)
Qartveli mama
27 იანვარი 2018 08:52
Nulovani tolerantoba narkomanebc.kvelani cixeshi.aqciebi xo gadaiget da suratebi gaqvt.gaushvit kvela cixeshi eris winashe terorizmis braldebit.egeni saqartvelos gupaven.

რედაქტორის რჩევით