#გურამშენთანვარ... მე ვარ ის ერთი გულშემატკივარი, ვის გამოც უნდა ითამაშო საქართველოს ნაკრებში...
#გურამშენთანვარ... მე ვარ ის ერთი გულშემატკივარი, ვის გამოც უნდა ითამაშო საქართველოს ნაკრებში...
"ტრაგიკულია, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი სპეციალურად ცდილობს, თავი აარიდოს ნაკრებში ჩამოსვლას. არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის ტანკს უვარდებიან, მაგრამ არიან ისეთები, ვისაც ნაკრებში ფეხბურთის თამაშიც არ უნდა", - ეს სიტყვები რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ და მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა.

ყველასთვის ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი ნაკრებში სათამაშოდ არ ჩამოდიოდა. უმეტესობა ტრავმას იმიზეზებდა, მაგრამ მეორე დღეს კლუბში თამაშობდა. მათი უმეტესობა, თუ ყველა არა, გურამ კაშიაზე დაბალი დონის ფეხბურთელია და
ეროვნულ გუნდში თამაში არაფრად უღირთ. კაშია ყველა ამხანაგურ და ოფიციალურ თამაშზე ნაკრების გვერდითაა და ბოლომდე იცავს ქვეყნის ღირსებას.

ეტყობა, ზოგიერთისთვის ქვეყნისთვის ტანკში შევარდნა სამკლავურის გაკეთებაზე უარის თქმაა. ამიტომ, ეს ზოგიერთი უვარდება სხვას ტრაკში და მის ცხოვრებაში აფათურებს ხელებს. ნაკრებში თამაშსა და ქვეყნის ღირსების დაცვაზე უარის
თქმა პატრიოტიზმია და სამკლავურის გაკეთება ქვეყნის ღალატი? სამკლავური, რომლის გამოც გურამ კაშიას უეფას გალა დაჯილდოვებაზე გადასცეს პრიზი. ის გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც EQUAL GAME-ის ჯილდო მიიღო. კაშიას წყალობით, საქართველოს სახელი გააჟღერეს უდიდესი ფეხბურთელებითა და ფეხბურთის მთავარი ჩინოსნებით გადავსებულ დარბაზში. ცერემონიალს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადევნებდნენ თვალს.


ტოტი, მოდრიჩი, რონალდუ, კაკა, ზეედორფი, რამოსი და ა.შ.
- უდიდესმა ფეხბურთელებმა, ყველა დიდი ევროპული კლუბების წარმომადგენლებმა, უეფას პრეზიდენტმა და მაღალჩინოსნებმა დააჯილდოვეს კაშია, მადლობა გადაუხადეს მას და ტაში დაუკრეს. იმის ნაცვლად, რომ ვიამაყოთ, მეთორმეტე მოთამაშემ სტიმული მისცეს ფეხბურთელს, არნემის "ვიტესის" ლეგენდამ მუქარისა და ძალადობის შემცველი გზავნილების გამო, "ფეისბუკი" გააუქმა და ყოველდღე ახსნა-განმარტების გაკეთება უწევს. ამის შემდეგ ვთხოვთ, რომ ითამაშოს მაღალი დონის ფეხბურთი?

"ქართული მარში" და საზოგადოების ნაწილი 9 სექტემბერს გასამართი მატჩის წინ კაშიას ჯოჯოხეთს პირდებიან. ისინი აცხადებენ, რომ საქართველო არასოდეს იქნება "პიდარასტების სავანე" და კაშია მათ ქართველობას ვერ წაართმევს. პირდაპირ მუქარაზე, რომ არავის რეაქცია არ აქვს გასაგებია, მაგრამ რონალდუს, მესის, კაკას, მთლიანად უეფას და ა.შ. ჯილდოსა და მადლობის საპირწონედ რომ "ქართული მარში" დგას, ეს ზედმეტ სიტყვებს არ საჭიროებს.


ნაწილობრივ კაშიას მხარდამჭერების დამსახურებაა უეფას ჯილდო და მისი სიტყვებიც: "სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ქვეყანაში, ამ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში სათამაშოდ". ჰოდა, დაწყებულ საქმეს დასრულება სჭირდება. კაშიამ ნაკრებში თამაში უნდა განაგრძოს. 9 სექტემბერს მას სტვენის ნაცვლად, გვერდში დგომა უნდა დავანახოთ.

ძალიან კარგია, რომ კაშიას არა ერთი მოქმედი და ყოფილი სპორტსმენი დაუდგა გვერდით და არა მარტო სპორტსმენი. სოლიდარობა ყველაზე მთავარია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ხვალ ანალოგიურ სიტუაციაში მარტო არ აღმოჩნდებიან, ხოლო ზეგ სამკლავურის გაკეთების შემდეგ, მსგავსი ვითარება აღარ შეიქმნება.

მინდა, რომ ქართველ ფეხბურთელს ლეგენდები ტაშს უკრავდნენ და ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღება სხვების აზრიდან არ გამომდინარეობდეს.

კაშია მოედანზე გასვლის წინ არ უნდა ფიქრობდეს თუ რას იტყვიან მის სამკლავურზე მორგოშიები. გურამს მხარდაჭერა სჭირდება...

#გურამშენთანვარ... მე ვარ ის ერთი გულშემატკივარი, ვის გამოც უნდა ითამაშო საქართველოს ნაკრებში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

neo
03 სექტემბერი 2018 14:28
რისიტვის უნდა გადაუხადო მადლობა? უმცირესობას რო იცავს? :D

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები