"გამოდი გარეთ, გაგინგრევ თავ-ყბას" - აგრესია და პროტესტი შინ და გარეთ... ნიკანორი, ვაშაძეები... ფასების ზრდა
"გამოდი გარეთ, გაგინგრევ თავ-ყბას" - აგრესია და პროტესტი შინ და გარეთ... ნიკანორი, ვაშაძეები... ფასების ზრდა
12 დეკემბერი. 2018 წელი. თბილისი. რა გინდათ გაგანგრიოთ და მოგკლათ?! - საკანონმდებლო ორგანო, დეპუტატი მიმართავს დეპუტატს. პარალელურად, პურის ფასმა მოიმატა.
17 ნოემბერი. 2018 წელი. საფრანგეთი. 280 ათასმა ადამიანმა საწვავის ფასის მატება გააპროტესტა.

2018 წელი. თბილისი. საკანონმდებლო ორგანო. 12 დეკემბერი. მართლა უნდა დაგალეწოთ თავ-ყბა, გამოდი გარეთ! - დეპუტატი მიმართავს დეპუტატს. შოუს წამყვანი პარლამენტის თავმჯდომარე. პარალელურად საწვავის ფასმა მოიმატა.

2018 წელი. საფრანგეთი. პროტესტი გამძაფრდა და აქციის მონაწილეებმა რადიკალური ნაბიჯები გადადგეს - დაწვეს
მანქანები, გრძელდება პოლიციასთან დაპირისპირება, აგებენ ბარიკადებს. აქცია სოციალური ქსელით ორგანიზდება და მათ ლიდერი არ ყავთ. არის მსხვერპლიც. მომიტინგეები უკვე ხელფასებისა და პენსიების მატებასა და სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ.

2018 წელი. საქართველო. სოციალური ქსელი წალეკილია ნიუსებით - უნდა ისროლონ თუ არა თელავში ქვემეხები პრეზიდენტის ინაუგურაციისას. რატომ
ქონდა წამოგდებული მხრებზე სამოსი ბრიფინგზე ვიღაც ქალს და რატომ არ ქონდა ხელები გაყოფილი პიჯაკში. ოპოზიცია და ხელისუფლება კატა-თაგვობანას თამაშობენ - დისკუსიის მთავარი თემაა თუ სად იქნება ინაუგურაცია და სად ოპოზიციის აქცია. ხალხი აღფრთოვანდა „გირჩის“ ჯაფარიძემ ამ თემატიკაზე რა მაგარი ვიდეო ჩაწერა, ცარიელი კრეატივიაო.

2018 წელი. საფრანგეთი. მაკრონი დათმობებზე წავიდა, ფრანგი ხალხი ბედნიერია, მათ მიაღწიეს შედეგს. ახლა წავლენ, ეიფელის კოშკთან მივლენ, ტრიუმფალურ თაღს ჩაუვლიან, თითო ბოთლ შესანიშნავ ფრანგულ ღვინოს დააგემოვნებენ და დაგეგმავენ სად და როგორ გაატარონ შობა - ახალი წელი.

2018 წელი. 16 დეკემბერი.  საქართველო. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თელავში არ შეუშვეს. ათასი მიზეზი მოუგონეს, უფლებები შეულახეს და გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. ოპოზიციის ლიდერები, ძირითადად, პროვოკაციითა და დესტრუქციული განცხადებებით არიან დაკავებული. იმის ნაცვლად, რომ პროტესტი სწორი მიმართულებით წარმართონ, ინაუგურაციის ცერემონიალი გაუხდიათ მსჯელობის მთავარ თემად. მიშა, ნიკანორი, ვაშაძე 1, ვაშაძე 2, დამხობა კანონიერად... ხელისუფლებაც მშვენივრად იყენებს სიტუაციას. ამასობაში პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა, განსაკუთრებით რძე და ყველმა.

2018 წელი. საქართველო. დღე-დღეზე. ახალი-წელი მოდის. ხალხი უყურებს სიუჟეტებსა და ხუმრობებს საახალწლოდ გაძვირებულ პროდუქტებზე. აკეთებს არჩევანს რომელიმე ხორციან საჭმელზე - ინდაური ქონდეს სახლში თუ გოჭი. რთავენ ტელევიზორს და უყურებენ ფილმებს თუ როგორი ახალი-წელი აქვთ საფრანგეთში და ამბობენ - აი, ესაა ცხოვრება.

ევროპაში გამართულ აქციებზე ქართველი პოლიტიკოსის ძირითადი შეფასება არის ასეთი - ნახეთ, ჩვენ რამხელა პოლიტიკური კულტურა გვაქვს, ხოლო ისინი ლეწავენ ყველაფერს, ქართველი ხალხი ბრძენია.

სამაგიეროდ, ქართველს საჭმლის ფული არ ექნება, მოხუცი ქუჩაში ლიმნის გაყიდვით გაიყინება, ბავშვს პური არ ექნება, ქართველი მანქანას სახლში გააჩერებს, რადგან ბენზინს ვერ შეიძენს. არ დაიწყოთ ახლა მითები - შიმშილით მოკვდება და „აიფონს“ იყიდის, წყალს არ დალევს და „იქს პიატით“ ივლის, ქართველი ვაჟკაცია და ა.შ. ფრანგი კი 4 დღე ჩაიცვამს ყვითელ ჟილეტს და გაზრდილი ხელფასითა და დაწეული ბენზინის ფასით იცხოვრებს.

ერთხელ იქნებ მართლა დაბრძენდეს ხალხი და აქცია გამართოს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. თუ საჭიროა დალეწოს, დაამტვრიოს, მაგრამ უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს. პარტიები აიძულოს, რომ არჩევანი გაკეთდეს საარჩევნო პროგრამის მიხედვით.

ა, ხო, გამახსენდა, ჩვენ VALI.GE გვაქვს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


ნინი არ დაბლოკოთ
09 ივნისი 2019 16:10
ძვირფასო მედეა,აღრფთოვანებას ვერ ვმალავ.როგორ კარგად მოახერხეთ ამ პატარა ,საქართველოს ისტორიის ექსკურსით ყველაფერი გეთქვათ.ყოჩაღ.წორედაც ,რომ 90-იანი წლების დროს მოხდა ელვისსისწრაფით ქვეყნის პაუპერიზაცია ,ანუ მომენტალური გაღარიბება.ქალაქების ნგრევა,ფაბრიკა- ქარხნების ძარცვა-ნგრევა, მოიშალა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა,ერთი სიტყვით ,ქვეყანა დაიქცა.ახლა გინდათ,რომ საქართველო შვეიცარიად გადაიქცეს?გიფიქრიათ ამაზე?
სოსო
20 იანვარი 2019 12:35
მედია,ხელისუფლების მეოთხე შტოდ ითვლება და ყველაზე კარგად გამოხატავს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.ჩვენთანაც ასეა და ძალიან სამწუხაროცაა,რომ ასეა.ქართული მედიის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია,რომ დავრწმუნდეთ,უახლოეს მომავალში,არაფერი კარგის მოლოდინი,არ უნდა გვქონდეს.სულ გაყიდული,თავ გაყიდული,ტვინგაყინული,უცოდინარი,სკანდალს გამოკიდებული,წვრილმანზე გამოკიდებული,არა ობიექტური,თავისი სტატუსის გააფთრებით დამცველი და სხვისი უფლების მიმფურთხებელი და რაც მთავარია,სერიოზულად არაფერზე მოფიქრალი,ანალიზის არ გამკეთებელი.ერთი სიტყვით ზუსტი ასლია ხელისუფლების დანარჩენი სამი შტოსი.რა თქმა უნდა არიან გამონაკლისებიც,საბედნიეროდ,მაგრამ ეს უფრო გამონაკლისებია და თან იმდენი და ისეთი გაუნათლებლები საქმიანობენ ამ სფეროში,რომ როცა მათ კომპეტენციას განაზოგადებ ხელისუფლების სხვა შტოებზეც,დარწმუნდები ჩვენი მდგომარეობის უიმედობაში.ქვეყნის მდგომარეობა ამ დასკვნის სისწორეში მარწმუნებს და კიდევ უფრო მიმცირებს მომავლის იმედს.
ომარი
18 დეკემბერი 2018 15:14
ფერი ფერსა - მადლი ღმერთსა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები