როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტი ერთი კაცია, ანუ როცა ქვეყანაში ისეთი ძვირი არაფერია, რომ ივანიშვილმა გადახდა ვერ შეძლოს
როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტი ერთი კაცია, ანუ როცა ქვეყანაში ისეთი ძვირი არაფერია, რომ ივანიშვილმა გადახდა ვერ შეძლოს
Young Citizen -ის ბლოგი

"ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ დღეს ქვეყანაში ისაა გარანტი, მშვიდობიანობის, სტაბილურობისა და იმისა, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ", - ეს განცხადება შეუცვლელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბატონი ბიძინა საქართველოსთვის შეუფასებელია, დანარჩენ ყველაფერს კი ჩვენს ქვეყანაში თავისი ფასი ადევს - ოღონდ ისეთი ძვირი არაფერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადახდა ვერ შეძლოს. როგორც ჩემი ბავშვობის ერთ
ცნობილ სიმღერაშია "ყველაფერი იყიდება, თავის ფასი აქვს" - ოღონდ მყიდველი ერთია, "გამყიდველი" ბევრი, მოთხოვნა არის და შესაბამისად, მიწოდებაც.
როგორც ამბობენ, ბაზარი ყველაფერს არეგულირებს. მშვიდობიანობა, სტაბილურობა და სუვერენიტეტი ყველა ქვეყნისთვის უმთავრეს მონაპოვარს წარმოადგენს. პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო სისტემა ამ ყველაფრის გარანტია, უფრო სწორად უნდა იყოს გარანტი, მაგრამ
თურმე, რა ტყუილად ხარჯავენ დროს, ენერგიასა და რესურსს განვითარებული ქვეყნები, რა ტყუილად შეიმუშავებენ ქვეყნის მართვის სხვადასხვა მოდელებს-ხოლმე, ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ერთი კაცი ყოფილა საჭირო, როგორც ეს საქართველოშია.
ჩვენ, ქართველები ხელგაშლილი ხალხი ვართ, ამიტომ არ გვენანება მსოფლიოს გავუზიაროთ ქვეყნის მართვის ჩვენეული მოდელი, რომელიც ერთ კაცზეა დაფუძნებული:

1. მიდიხარ რუსეთში და შოულობ დიდ ფულს;

2. წლების განმავლობაში, შენი სახელი ბურუსით მოცულია და შენზე ლეგენდებს თხზავენ;

3. ხელფასს უნიშნავ ყველას, ვინც კი ოდესმე ტელევიზორში გამოჩენილა;

4. მთავრობას აძლევ ფულს;

5. გწყინდება მთავრობისთვის ფულის მიცემა და გინდა შენ იყო მთავრობა;

6. ელოდები, სანამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა რეალურად გაუსაძლისი არ გახდება;

7. ბრუნდები ქვეყანაში და მართავ პრეს-კონფერენციას (ტრიპოლსკისთან ერთად);

8. მოდიხარ მთავრობაში იმ ხალხთან ერთად, ვისაც ოდესმე რამე ცუდი უთქვამს, წინა ხელისუფლებაზე;

9. მიდიხარ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან, მაგრამ არ მიდიხარ ჩვენი "გულიდან და გონებიდან";

10. უშვებ იმ ხალხს სახლში, ვისაც ოდესმე რამე ცუდი უთქვამს წინა მთავრობაზე და ხელისუფლებას აბარებ იმ ხალხს, ვინც ფულს სწირავდა წინა მთავრობის პარტიას ან ასრულებდა მათ დავალებებს, ან კაცმა არ იცის რას აკეთებდა;

11. ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და სტაბილურობამ - შენ დაატარებ ხეებს;

12. ხეებთან ერთად 89 დეპუტატთან დაატარებ მოსამართლეთა ათკაციან სიას და ასწავლი, რომელ ღილაკს უნდა დააჭირონ, რათა სია გავიდეს;

13. შიგადაშიგ გისუსტდება "სუვერენიტეტი", მაგრამ ძველი გვარდია მზადაა "სუვერენიტეტი" 48-ჯერ გააძლიერონ;

14. ხანდახან, შენი სუვერენიტეტი ძალიან უბადრუკად და საცოდავად გამოიყურება, მაგრამ ისე გამძლეა, შენ გამო ტანკსაც კი შეუვარდება;

15. ქვეყანას ალაპარაკებ ევროკავშირსა და ნატოსთან, ხოლო პრეზიდენტის სახელით, სახელმწიფოს ცხინვალის დაბომბვაში ადანაშაულებ;

საბოლოოდ, ერთი მსახიობის თეატრში ვართ, სადაც თეატრიც ეს მსახიობია. ასე ხდება, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტიც და ზოგადად, ეს ქვეყანაც ერთი კაცია.. კაცი, რომელსაც დღემდე ოპონენტიც და მომხრეც ბატონ ბიძინად მოიხსენიებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ნონი
11 ივლისი 2019 09:43
აბსოლუტურად ვეთანხმები ბლოგის ავტორს. საუბედუროდ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა.
პატრიოტი 2
17 აპრილი 2019 12:23
ძალიან საინტერესო პუნქტებია, ყველას ვეთანხმები, დავამატებ1. თვლი რომ ხალხი უკვე გამოთაყვანდა ან გამოთაყვანების წკიპზეა იმიტომ რომ სერიალებს უყურებს.2.ახალ სერიალებს და ისტორიულ ფილმებს დააფინანსებ და ქვეყანაც გადარჩება.3. ყიდულობ,ყიდულობ,ყიდულობ.........გაუთავებლად ყველაფერს თან წუწუნებ წამგებიან ბიზნესზე. 4. 7 წელია ხელისუფლებაში ხარ და უკან-უკან მივდივართ, ალბათ გამოსაქანებლად ვემზადებით მთელი ერი. მოკლედ კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მთავარი ერთია: მთელი ერი უნდა დაირაზმოს და ეს კოშმარი დაასრულოს!!!!
27 მარტი 2019 13:08
ბატონო ბიძინა ეს რა ძვირფასი ხალხი მოიყვანე კარგად დამდიდრდნენ ახლა ერთმანეთის კადრებს დასდევენ საქმე ვის ახსოვს ქვეყანას მიხედონ უთხარი მაინც თქვენი დაპირებები წელი გადის
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები