როდესაც მოვლენილ განსაცდელში უფლის გარდა სხვა მფარველიც გყავს...
როდესაც მოვლენილ განსაცდელში უფლის გარდა სხვა მფარველიც გყავს...
რამდენიმე დღის წინ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მორიგი ცნობილი სახე, რომელიც განწირული გვეგონა, სიტუაციიდან გამოძვრა.

პირველი ეჭვი მაშინ გაჩნდა, როდესაც ჯიბღაშვილის ყვირილის ხმა გავრცელდა - კახას დაურეკეთო. ჯერ კალაძე ეგონათ, მერე აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე ყოფილა საუბარი. მალე ჯიბღაშვილისა და კახა საბანაძის ერთობლივი ფოტოც გამოფინეს სოცალურ ქსელში.

მართალია ჯიბღაშვილს განსაცდელი განსაცდელზე ემატებოდა, მაგრამ როდესაც სასამართლოზე არ გახმაურდა თუ რა რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს დაკავებულს, ყველა მიხვდა,
რომ "სელებრითის" ცხოვრებაში მოვლენილი განსაცდელი დაძლეულ იქნებოდა.

ბოლოსდაბოლოს, პროკურატურამ თქვა - მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისგან ამოღებულია 0,5659გ კოკაინი და 0,1921გ ექსტაზი (MDMA), რაც არაფერია, 0.6 გრამი ყოფილა დიდი ოდენობაო. რა კარგია რაციონალური პიროვნება რომ ხარ, ჭკვიანი და დაფიქრებული. ალბათ, საკუთარი სასწორით დადიოდა. სხვა ქართველებივით კი არ
არის, ზომა-წონა არაფერში რომ არ იციან.
კახა საბანაძე და ლევან ჯიბღაშვილი
ზოგადად, ჯიბღაშვილი კი არ უნდა დაიჭირო, ვინც ამაზე და უფრო ნაკლებ რაოდენობაზე იხდის სასჯელს, ის უნდა გამოუშვა ციხიდან. აგერ "გირჩის" ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, ეგ დოზა არაფერია, ყოველ ჯერზე უფრო მეტს ვიღებო.

თუმცა, თუ ადამიანები ნახევარ ტაბლეტზე წლობით ციხეში სხედან, ჯიბღაშვილი კი 10 000 ლარით გამოდის, ცოტა ძალიან უცნაურია. ეკა გეხსომებათ ყუშიტაშვილი, დათოს რომ დაურეკა და პატრულს დედა აგინა.

აგერ "ბასიანის" სპეცოპერაციის დროს დაკავებული გოგოს დედა ამბობს, მაშინ, როდესაც "ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოთი ტონა ნარკოტიკზე გარეთ გამოუშვეს, ჩემს 22 წლის გოგოს "ფრუკოსზე" არ უნდა წირავდნენო". თუმცა, როდესაც მფარველი გყავს, ვისთვის ტონაა ეგ ნარკოტიკი და ვისთვის გრამები.

ზოგადად, "ლევან ჯიბღაშვილი" ყველგანაა, მისი არსებობის მანკიერებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ვგრძნობთ. ეს კოლექტიური მოვლენაა, "კოლექტიური ჯიბღაშვილი", რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საშუალებას არა და არ იძლევა.
როგორ ფიქრობთ, რომ არა მფარველი და შერჩევითი სამართალი, საკანში მყოფი ჯიბღაშვილი განსაცდელის მოვლენისთვის უფალს მადლობას გადაუხდიდა? არა, დამიჯერეთ, არ გადაუხდიდა.

ჯიბღაშვილი უფალს იმაზე უხდის მადლობას, მის გარდა სხვა მფარველიც რომ მოუვლინა ქვეყანაზე - ხორციელი და მიწიერი, ამა ქვეყნის ძლევამოსილთა შორის მყოფი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (8)
გიო
28 აპრილი 2019 01:12
მე ძალიან მინდა რომ შევაქო თქვენი მშოვბლები ასეთი კარგები რომ გაგზარდათ .......
ტოტო
26 აპრილი 2019 10:39
გიორგის-რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა თქვა,მთავარია ვინ რა გააკეთა.
ამას უთხრეს თქვი ,აღიარე და გაგიშვებთო,იმას არ უთხრეს როგორ მოქცეულიყო და დაიჭირეს.
ორივეს ერთნაირი დანაშაული აქვს ჩადენილი.
პუტანკას,ზოგს კარგად აცვია,კარგი მანერები აქვს,ზოგს ცუდად აცვია და ცუდი მანერები აქვს,მაგრამ ორივე პუტანკაა,გასაგებია!!!
maiam
25 აპრილი 2019 23:59
ისე კანონი თანაბარი უნდა იყოს ყველასთვის ,მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზარი ახლობელთან ისევ გრძელდება.
როცა ყველა ჯიბღაშვილს-ათასი გიორგი ყავს(და კახა)
25 აპრილი 2019 22:07
აი ამაზე მეტი რა უნდა ინატრო, გიორგი კაცი ვარო შენ უნდა თქვა. ეხლა ზუსტად ვიცი რო არაფერი არ გვეშველება.
იზა
25 აპრილი 2019 17:58
ის გოგო ყიდდა ნარკოტიკს. ეს ნარკოტიკის რეალიზაციის გამო დაიჭირა პოლიციამ? განსხვავება ეს არის. რა თქმა უნდა ნარკოტიკის ოდენობაც გასათვალისწინებელია აღკვეთის ღონისძიების შერჩევის და სასჯელის დანიშვნის დროს.
ნანკა
25 აპრილი 2019 16:33
არ ჭირდება ლევანს ხორციელი მფარველი.ენები ნუ აილესეთ ვისაც არ გეზარებათ ილანძღებით უაზროდ.არ ვიცნობ ამ ბიჭს და ყოველთვის მსიამოვნებს მისი დანახვა ეკრანზე.ნეტავ ბევრი ყავდეს ჩვენს ქვეყანას ლევანისნაირი"ნარკომანი" და თქვენივე სულელური ეჭვით"ბარიგა".ვაი თქვენს პატრონს,როგორ გახრჩობთ სხვისი კარგი ცხოვრება.მე ამერიკაში ვცხოვრობ მთელი ოჯახით და სულ დაბრუნებაზე ვფიქრობ მაგრამ რაც დრო გადის ვრწმუნდები რომ შეცდომას ჩავიდენთ თუ დავბრუნდით ამ ჩასაფრებულ და ღვარძლიან ხალხში,შურით შეიძლება სახლებში შემოგვივარდნენ,
გიორგის
25 აპრილი 2019 16:24
კაი ერთი პირადი მოხმარებისთვის არაააა, აშინ რაოდენობა რეტომ დამალეს?
giorgi
25 აპრილი 2019 15:40
ლევანს პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა და ის 22 წლის გოგო რეალიზაციაზე დააკავეს. მეორე განსხვავება ისაა რომ ლევანმა აღიარა დანაშაული, ხოლო იმ გოგოს თქვა ციტრამონს ვყიდდიო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?