წარმოიდგინეთ, არასრულწლოვანი გოგო ზის ტაქსიში და მის წინ მძღოლი მასტურბირებს. ეს არ არის ძალადობა?
წარმოიდგინეთ, არასრულწლოვანი გოგო ზის ტაქსიში და მის წინ მძღოლი მასტურბირებს. ეს არ არის ძალადობა?
სექსუალური შევიწროება - უზრდელობა თუ კანონდარღვევა?

"გუშინ ვარაზისხევზე ჩავედი, მარტო მივდიოდი და მიწისქვეშა გადასასვლელში კაცი იყო, უცებ ამოიღო ასო და ჩემსკენ წამოვიდა..." "სახლში გვიან ვბრუნდებოდი, სადარბაზოსთან ვიღაც ტიპი იყო, რომ დამინახა გამიცინა და ონანიზმით დაკავდა.." - თსუ-ში ვსწავლობდი და მსგავსი ისტორიები ყოველდღე მესმოდა. სტუდენტი გოგონებისთვის ვარაზისხევის მიწისქვეშა გადასასვლელი შიშის 2 წუთი, ყოველდღიური შიშისა და სტრესის 2 წუთი იყო.

3 მაისს, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული.
სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ თქვენს მიმართ ადგილი აქვს სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას.

თუმცა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაჯარიმებას, გამოხატვის თავისუფლების სახელით ეწინააღმდეგებიან და ლამის დიქტატურის მომხრებაად შეგვრაცხონ ყველა, ვისაც გვინდა, რომ გოგონებმა სკოლიდან ან უნივერსიტეტიდან სახლამდე მიმავალი გზა შიშისა და დაუცველობის საშინელი განცდის გარეშე გაიარონ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ძალიან ბევრი გოგო ყვება და ყვებოდა, მაგალითად, ვარაზისხევის მიწისქვეშა გადასასლველზე, დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ შეიძლება სულაც ერთი ადამიანი იყო, რომელმაც ათასობით გოგოს მიაყენა ტრავმა, იმიტომ, რომ მისი ქმედება არ ისჯებოდა და თქვენ გინდათ, რომ ასე გაგრძელდეს?

ირონიული კომენტარებიც ბევრი ვნახე - "აბა, ქალმა რომ მკერდი დამანახოს, უნდა დამაჯარიმონ?". ან ტოლობის ნიშანს როგორ სვამთ ამ ორ საქციელს შორის ან კონტექსტის შეგრძნება როგორ გაქვთ ასე განულებული.

კანონი მათემატიკა არ არის და არც ფორმულები აქვს, ის კონტექსტის გათვალისწინებით იქმნება. არავის არასდროს არავინ რომ არ მოეკლა, არ იარსებებდა კანონში სასჯელი მკვლელობის შესახებ მანამ, სანამ პირველი მკვლელობა არ მოხდებოდა. გინახავთ სადმე მიწისქვეშა გადასასვლელებში ქალები იდგნენ და პატარა ბიჭებს შიშვლები დასდევდნენ? ჰქონია ვინმეს მსგავსი გამოცდილება? და როცა ყველა გოგოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაუტანია ასეთი საშინელი რამ, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხის დარეგულირებაა საჭირო, თუნდაც იმ რისკის ფასად, რომ ეს კანონი ვინმემ შეიძლება ბოროტად გამოიყენოს.

წარმოიდგინეთ, არასრულწლოვანი გოგო ზის ტაქსიში და მის წინ მძღოლი მასტურბირებს. ეს არ არის ძალადობა? ამის შედარება შეიძლება ძუძუებამოგდებულ ქალთან? საინტერესოა, თქვენმა დედამ, დამ ან ცოლმა მსგავსი ისტორია რომ მოგიყვეთ რას იზამთ, ამ ამბავს სიცილ-ხარხარში გაატარებთ?! ცოტა ძაან მეეჭვება.

შეუძლებელია ამ ქვეყანაში ცხოვრობდე და არ გქონდეს მოსმენილი ძალიან ბევრი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ აედევნა გოგოს ვიღაც კაცი ქუჩაში, როგორ მოკიდა ვიღაცამ საჯდომზე ხელი ავტობუსში, როგორ დახვდა სადარბაზოში, მიწისქვეშა გადასასვლელში ანანისტი. ეს არის ძალიან სახიფათო ვითარება - ბევრი მინახავს, ვინც ამ ყველაფრისგან ისეთი ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო, დღესაც კი ვერ გამოსულა შოკიდან.

ვფიქრობ, ჯარიმა გასაზრდელია და კიდევ - სოლიდარობა ყველა იმ გოგონასა და ქალს, ვინც მგსავსი ფაქტი გამოუცდია.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


ნნნნნ
11 ივნისი 2019 14:44
რა უფლება აქვს ნებისმიერ ინდივიდს, "ნორმალურად" შესთავაზოს გოგონას თუ ნებისმიერ ქალს სექსი.ამ შემთხვევაში ნებისმიერ შემთავაზებელს ტყვია უნდა დაახალო შუბლში. ქალებო შეიძინეთ იარაღი, ტქვენი თავი ტქვენ დაიცავით.
mariami
11 ივნისი 2019 11:38
მე თუ მკითხავთ მიწისქვეშა გადასასვლელში ისეთი სიბინძურეა, მაგიტომაც არ შეიძლება იქ ჩასვლა, მერე ხომ იცით უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო,ამიტომ რა გასაკვირია,რომ იქ ათასი რჯულის ტვინარეული არსება ვიხილოთ განსაკუთრებით ღამის საათებში. საინტერესოა, ასეთ რაღააცეებს რომ აქცევთ ყურადღებას, მიწისქვეშა გადასასვლელების სიბინძურე რატომ არ გაღელვებთ, რატომ არ იღებთ ხმას, არანაკლები საფრთხე ემუქრება იქ შემსვლელს, რომ რაიმე ინფექცია არ აიკიდოს, ამიტომ იარეთ განათებულ და სუფთა ადგილებში და თუ ასეთის ნაკლებობაა , მოთხოვეთ მერიის სამსახურებს რომ დაასუფთავონ და მიხედონ.
pesimisti
10 ივნისი 2019 13:12
ეგრე მე მახსოვს ბარნოვის ქუჩაზე მივდიოდი ჩემთვის. უცებ წინ მიმავალმა ქალმა ყვირილი ამიტეხა, რატომ დამდევ, ეხლავე მომშორდიო. მაშინ 16 წლის ვიყავი. ახლაც მახსოვს მისი არეული თვალები, უეჭველი ვერ იყო თავის მატორზე. სხვათაშორის უბნელი ყოფილა, და ნორმალურის სახელი ქონდა. გამოდის ის უფრო ახალგაზრდა ან მე უფრო ასაკოვანი რომ ვყოფილიყავი დამიჭერდნენ. არადა ნაღდად ვერ იყო დალაგებული. ამ შემთხვევაში რა ვქნათ? ექიმი იმ ქალს ვერ დაუმტკიცებს ავადმყოფობას თუ თვითონ არ მიმართა. (სპეციალისტებს კითხეთ თუ არ გჯერათ). გამოდის უდანაშაულო ადამიანი ვიღაცის ფსიქოპრობლემების გამო ციხეში უნდა წავიდეს?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები