ღმერთი და პოლიტიკა
ღმერთი და პოლიტიკა
პოლიტიკაში პარტიები მუდმივად ცდილობენ, საიმედო და რაც მთავარია, ძლიერი მოკავშირეები იპოვონ. საქართველოში ყველაზე ძლიერი მოკავშირე ერთია - უფალი, კონკრეტულად კი საპატრიარქო.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს "ნაციონალურმა მოძრაობამ" არანორმალურად გაზარდა ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსება. ამით, ერთგვარად ცდილობდა, პარტიის წინააღმდეგ არსებულ კამპანიას დაპირისპირებოდა. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი სულიერ ფრონტზე მუდმივად ცდილობდნენ ხელისუფლების დისკრედიტაციას და პერმანენტულად ისმოდა ფრაზები - ბოკერია სატანა, მიშა მახათას მთაზე პატრიარქთან განგრეულ "კაიფში" მივიდა, პატრიარქს უყვიროდნენ ბოკერია და სააკაშვილი და ა.შ.
ზოგადად, პატრიარქი, მეუფე თუ რიგითი მოძღვარიც კი ყველაზე დიდი პოლიტიკური ქულების დამწერები არიან.

სწორედ ამან ათქევინა ერთ დროს ყველაზე დიდ მეგობარზე მიხეილ სააკაშვილს შემდეგი სიტყვები: "რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ
ჯვარს. ბოკერია არის ყველაფერი რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული". რა შუაში იყო, მაგრამ სააკაშვილმა ყოველი შემთხვევისთვის ახსენა ჯვარსაც ვატარებო. მიშამ ყველაზე კარგად იცის, რომ საქართველოში მთავარია ამომრჩეველმა ირწმუნოს, რომ რელიგიური ხარ და პატრიარქთან კარგი "ატნაშენია" გაქვს, პოლიტიკური პროგრამები კი მეორეხარისხოვანია. თუმცა, ისიც იცის, რომ მისი მხრიდან ჯვარზე აპელირება დაგვიანებულია.

ჩვენს ქვეყანაში ხომ შეიძლება მამაოებმა და დედაოებმა იმდენი ძალა მოგცენ, რომ ქალზე ძალადობაში ბრადებული სასამართლოდან გირაოთი გამოძვრე.
"ქართლის მამაც", რომელსაც ცალ ხელში კომბალი და მეორეში ჯვარი უჭირავს, ძალადობასაც ხომ ეკლესიის სახელით ამართლებს. აბა, აქციაზე რომაული ცრუღმერთების პანთეონის ავენტინური ტრეადის პლებეური ცრუღმერთის წარმომადგენელ 1-2 ლიბერს თუ ქამარი არ გადაარტყი რა ქართლის მამა იქნები. ჩვენს ქვეყანაში ხომ შეიძლება პაატა ბურჭულაძე და ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში შესასვლელად ერთ პარტიაში გაერთიანდნენ. შემდეგ კი, როცა ჯაფარიძე ერთი ნაფაზით მთვარეზე ჩუსტებით დადის, მეორე, ოდნავ დაბლა ღრუბლებში ღვთისმშობლის ხატებს თბილისსა და მცხეთას ვერტმფრენით ატარებდეს. ჩვენს ქვეყანაში ხომ შეიძლება ბანკირი მამუკა ხაზარაძე პატრიარქს შეხვდეს და თქვას - ჯერ მსხვილი ბიზნესი არ დამიწყია, პატრიარქთან არ მოვსულიყავი და არ დაველოცეო. ნეტავ, "თიბისი ბანკის" უზარმაზარი პროცენტებით ადამიანს სული რომ ძვრება, ზოგი თავს იკლავს, ზოგი შიმშილით კვდება, ზოგი უსახლკაროდ რჩება და ა.შ. მაშინ თუ გლოცავთ პატრიარქი?

არც ერის მამას ავიწყდება-ხოლმე ერის სულიერ მამასთან შეხვედრა. აი, იმ ერის მამას სამების გუმბათი მაგან რომ ჩასვა ოქროში და პერიოდულად, 1-2 ეკლესიას რომ სტუმრობს-ხოლმე. განსაკუთრებით გასაჭირის ჟამს. ისე, გაჭირვება მანახეო და წმინდა ნინოს გზას ჯვრით ხელში შემოვლილს განახებთო.

მოკლედ, აი, ამ გულისამრევ აბსურდის თეატრს ვუყურებთ ყოველდღე. ამ სიყალბის ყურება გვიწევს.

ბლოგს კი გიგა ბოკერიას სიტყვებით დავასრულებ - ღმერთმა და ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს .

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ნეტა ვინაა ანგელოზი
22 ოქტომბერი 2019 15:51
პოლიტიკაში ანგელოზს ვერ იპოვი . ბინძური საქმეა პოლიტიკა და ყველას თავისი სარგებელი აქვს .ხალხმა ვერ გაიგო, რომ თავისი ჯიბიდან არავინ არ ამოიღებს ფულს და არავის არ დაურიგებს ....თან ისე კიარა... თავზე ხელის გადასმით. ნურავისგარ ნუ ელით ნურაფერს .. თქვენ რომ იყოთ ბიძინა ან მიშა დაურიგებდით ქონებას ხალხს ? კაი რაა .. ბიძინა რომ ანგელოზი ყოფილიყო ან რომელიმე ფულს თავის დღეში ვერ დაინახავდნენ.. ასე კიარ იგრიალენდნენ და მიიღებდნენ ფულის აბაზანებს . ჰა იოცნებეთ ახლა ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა