"ძალიან მოსწონს საქართველო. გაოცებულია, გაჭირვების დროს როგორ ერთიანდებითო. მოსწონს, საქველმოქმედო კონცერტები რომ ტარდება ან ვიღაცის გადასარჩენად გახსნილია ანგარიში. ჩვენ ზოგიერთის თვალში სხვაგვარი ხალხი ვართ, თითქოს ერთმანეთსაც არ ვინდობთ, მაგრამ ერთმანეთის თანადგომა და ბოლო ლუკმის გაყოფა შეგვიძლია"