ბლოგები
რამდენიმე ათეული წლის წინ ქართველ ათლეტებს ზღაპრული პირობები არ ჰქონიათ. ისინი მოყვარულ სპორტსმენებად მიიჩნეოდნენ და როგორც სოციალისტურ წყობაში მიღებული გახლდათ, საკუთარი შრომის სანაცვლოდ საბჭოთა მშრომელების ტიპურ ანაზღაურებას იღებდნენ. მართალია ჰქონდათ გარკვეული შეღავათები, მაგრამ მათი იმდროინდელი საზღვარგარეთელი კოლეგებისგან განსხვავებით ეს მაინც ზღვაში წვეთი იყო.
23-05-2018
დაწვრილებით...
ამ დღეებში ინტერნეტში რაღაც მასალებს ვეძებდი, თუმცა იქ ისეთ რამეებს წავაწყდი, გადავწყვიტე ის საქმე გვერდზე გადამედო და ამ საკითხს გავცნობოდი.
22-05-2018
დაწვრილებით...
ორი წლის წინ თმა შევიღებე ტონიკით და ატყდა ისტერიკა, კაცს რათ გინდოდა ეს მზისფერად მოელვარე დალალებიო.
22-05-2018
დაწვრილებით...
- ყავას მეც მიკეთებ? - ვეკითხები დილაუთენია დერეკს. მგონი, არ აპირებს, მიპასუხოს, რადგან ცოტა ხნის წინ, დერეფანში, როცა ერთმანეთს მივესალმეთ, მითხრა:
21-05-2018
დაწვრილებით...
ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა ერთი ძველი ანეკდოტი გაიხსენა: "ყვავები ისხდნენ ხეზე, თან პლანს ეწეოდნენ, ერთს ზედოზირებით მოუწია ნაფაზის დარტყმა, "ხარისხიანად" დაბოლდა და ძირს ჩავარდა. ხის ძირას ნიანგი იწვა, ჩამოვარდნილი ყვავი ჩაახრამუნა და ყვავით დაკაიფებული ხეზე აძვრა, მეორე ყვავის გვერდით ჩამოსკუპდა, რომელმაც უთხრა: "შე ჩემა, დოზის დაცვას გეუბნები, მაგრამ არ გეყურება, ხომ ხედავ, რას დაემსგავსე?!" ასეთი სიტუაცია გვაქვს ახლა დაახლოებით.
18-05-2018
დაწვრილებით...
1989 წლის 9 აპრილს ამ სტრიქონების ავტორი მთავრობის სასახლის წინ იმყოფებოდა და იმ ტრაგიკული ღამის თვითმხილველიც შეიქმნა. იქვე, მთაწმინდაზე ვცხოვრობდი და სადღაც, ღამის 12 საათზე დედამ ჩამომაკითხა - "შვილო, გავიგე მიტინგის დაშლას აპირებენ და სანამ დროა სახლში წამოდიო".
15-05-2018
დაწვრილებით...
დღეს დიდი და პატარა გოგონების დღეა. დიდები, დედაჩემი და მამიდაჩემი, სამოცდაათს გადაცილებული არიან, პატარები კი ჩვენ ვართ, 70-ს ქვევით - მე, ლიკა, ნატა და დღეს არც ერთს არ გვიწერია დილის ძილი, რადგან მამიდაჩემი, როგორც ყოველთვის, ჩვენი ძილის, ქცევის, ბოლოს და ბოლოს, ბედის სადარაჯოზეა.
14-05-2018
დაწვრილებით...
ვინ გაცდის მშვიდ ცხოვრებას და მოსვენებას? ჯერ იყო და "პაპიროსის" მწეველთა უფლებებზე იყო მოთქმა-გოდება, ეს რა გვიყო "კუკუშკა" მაღრაძემ, სად ვნახოთ ჩვენ კატერი ან უსახურავო, უკედლო და უიატაკო შენობები ნიკოტინის საბოლებლადო?!
10-05-2018
დაწვრილებით...
აპრილის შუა რიცხვებიდან, არცთუ ისე მოულოდნელად, თბილისში ნარკოტიკული ქაოსი დაიწყო. უმართავი სტიქია, სახელად "კლუბური ნარკოტიკი", ათეულობით თბილისურ ოჯახში მოურიდებლად შევარდა და მათი ტრაგედიის მიზეზად იქცა.
09-05-2018
დაწვრილებით...
წინა კვირის ქართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება განსაკუთრებით "მჩქეფარე" გამოდგა და ამისი უმთავრესი გმირი, პრეზიდენტის გარდა, რა თქმა უნდა, პარლამენტარი გუგული მაღრაძე აღმოჩნდა.
07-05-2018
დაწვრილებით...
5 მაისს რუსეთში გამართულ აქციებზე ქვეყნის მასშტაბით 1600 ადამიანი დააკავეს. 1-ლ მაისის აქციაზე კი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მსვლელობისთვის, ერთ პირს 27 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.
07-05-2018
დაწვრილებით...
ზუსტად იმ მზიან დღეს დილაუთენია მივაშურე ოფისს. კარი ამირანმა გამიღო, სახეზე ბალიშის "ნაკვალევით, ოფისი კი თევზის კონსერვის, სიგარეტის და ლუდის სუნით ყარდა.
07-05-2018
დაწვრილებით...
კოალიციის მიზანი რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სანქციების გაფართოვება და სხვა აქამდე თავშეკავებული ქვეყნების მიერთება იქნება.
05-05-2018
დაწვრილებით...
გიგიმ არჩევნებში წააგო. წააგებდა, აბა, რა იქნებოდა? მაგას ხონელები და ვანელები მოკლე მახსოვრობის ხალხი ეგონა, იოლად დასაბოლებელ-მოსატყუებელი.
05-05-2018
დაწვრილებით...
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად შეიცვლა საერთაშორისო ვითარება. დასავლეთი პოლიტიკურ კონტრშეტევაზე გადავიდა. რუსეთი უცნაურად დადუმდა. მთავარი თემა ირანია.
04-05-2018
დაწვრილებით...
წელს, მარტში მუშების სიკვდილის სტატისტიკას კიდევ რამდენიმე ფაქტი რომ შეემატა, შეგნებულად არაფერი ვთქვი და დავწერე, რადგან ვიცოდი, ეს "ხმაური" პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების მხრიდან მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა და მერე, მუშების მომავალ სიკვდილამდე არავის გაახსენდებოდა ტრაგიკულად დაღუპული ადამიანები.
30-04-2018
დაწვრილებით...
2015 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: - "მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას, რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის". ამ სიტყვებიდან სრული სამი წელი გავიდა და მოსახდენიც მოხდა - ივანიშვილი დიდ პოლიტიკას დაუბრუნდა.
30-04-2018
დაწვრილებით...
ყოველთვის დილაუთენია რეკავს, რადგან თვლის, რომ ზედმეტი ძილი ასუქებს. რამდენიც უნდა ვეცადო, მაინც ვერ გადავარწმუნებ, არც იმის მტკიცებას ვაპირებ, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა და არა შრომამ. მამიდა 82 წლის არის.
30-04-2018
დაწვრილებით...