პატარა ჩანაწერი 100 000 მოწამის მოედნის საკითხზე
16-08-2013
პატარა ჩანაწერი 100 000 მოწამის მოედნის საკითხზე
გამიკვირდა- თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ, ველოდი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ-ამხანაგთა და მათთან დაახლოებულთა წრე გნიასითა და ხმაურით შეხვდებოდა ჩემს ინიციატივას 100 000 ქრისტეს მოწამის სახელობის მოედანთან დაკავშირებით. აფუთფუთდა და აიშალა წინა ხელისუფლების ფსევდო-ლიბერალური ფრთა თავიანთი ინტელექტუალური (იდეოლოგ-ჟურნალისტ-მესვეტე-რედაქტორ-ექსპერტ) ნაწილით.

მათთვის ძალიან მძიმე აღსაქმელი აღმოჩნდა ის, რომ ჩვენს დედაქალაქში ჩვენი ისტორიის, წინაპრების, 100 000 ქრისტეს მოწამის და საკუთრივ ამ მოვლენის უკვდავსაყოფად მათივე სახელობის მოედანი იარსებებს. მთელი დღის მაძილზე სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ჩემზე
"თავდასხმას" მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამაოა და სიზიფეს შრომაა ეგ თქვენი ფუთ-ფუთი. თქვენ მხოლოდ საპარლამენტო და სამთავრობო ბერკეტებს კი არა, იდეოლოგიურ სადავეებსაც ჩამოშორდით უკვე და ტყუილად ცდილობთ ხელის ფათურს იქ, სადაც ჩვენი საზოგადოებისთვის წმინდა და ფასეული დევს.

ჩვენი ისტორია, ჩვენი წარსული იქნება დაფასებული და იქნება
საძირკველი იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო ახალ გამოწვევებს გაუმკლავდეს. სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებს ეფუძნება ჭეშმარიტი, არა შეურყვნელი, არა დამახინჯებული, არამედ ნამდვილი ევროპული აზროვნება. ჩვენი წინაპრების ქრისტიანული იდეალებისთვის დაღვრილი სისხლი ტყუილად რომ არ დაღვრილა და რომ ევროპული ოჯახია ჩვენი ადგილი, ამიტომ იქნება საქართველოს დედაქალაქში გვერდიგვერდ ევროპის სახელობის პარკი და 100 000 მოწამის მოედანი.
სავსეა ევროპა წმინდანების სახელობის მოედნებით: წმინდა მარკოზის მოედანი ვენეციაში, წმინდა პეტრესი რომში, წმინდა მაურისიოსი შვეიცარიაში, წმინდა ანასი გერმანიაში, წმინდა ლუის საფრანგეთში, წმინდა ისიდორესი ესპანეთში და ასე შემდეგ დაუსრულებლად.
მაგრამ თქვენ გსურდათ რაღაც თქვენებურად იმპროვიზირებული "ევროპელობა" შემოგეჩეჩებინათ, დაცლილი ტრადიციებისგან, აღიარებული ფასეულობებისგან. არ გამოვიდა და არ გამოგივიდოდათ რადგან ეს უკვე ნაცადი გეგმა გაცილებით მძლავრ, ბოლშევიკურ მანქანას ჩაუვარდა, თქვენი "მანქანა" იმასთან შედარებით რა მოსატანია, სასაცილოა!

მოკლედ, არ იდარდოთ და ეცადეთ შეეგუოთ, რომ ცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც შესაძლოა, თქვენგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ. ეს მოთმინება კი ნამდვილად იქნება თქვენს მიერ შეტანილი წვლილი სახელმწიფოს შენების პროცესში.
ჩვენ გვჭირდება წონასწორობის დაცვა და ოქროს შუალედი. ჩვენ არ გვჭირდება რეტროგრადულობა და შავრაზმელობა, ჩვენ გვჭირდება ზომიერება და ბალანსი. ისტორიის პატივისცემა და ყურადღების არ მოდუნება, როცა საქმე სახელმწიფოს და საზოგადოების მომავალს ეხება.
შავი ჯიპი
26 დეკემბერი 2013 23:36
ფსევდორელიგიური კამსამოლაა ეგ კაცი.
კახა
12 სექტემბერი 2013 17:50
ეს აურელიანო არამარტო პირწავარდნილი მატერიალისტია, არამედ ნამუსწავარდნილი კონსპირატოლოგიც. ბევრი ვიცინე მის "არგუმენტებსა" და დაშვებებზე :დ
aureliano buendia
12 სექტემბერი 2013 14:26
კიდევ ერთი სისულელე, რომელიც ანაფორიანმა და წვერგაბურძგნულმა სატანის მოციქულებმა ჩვენამდე მოიტანეს, სწორედ ეს მითია, რომლია თანახმადაც, თითქოს თბილისში ასი ათასი ქრისტიანი გაწყვიტეს. ჯერ ერთი, საქართველოს დედაქალაქში მაშინ ამდენი ხალხი არც ცხოვრობდა და მერე მეორეც, თვითონ მტერს არაფრით აწყობდა ამდენი ხალხის დახოცვა და მერე მათ დასაფლავებაზე ზრუნვა. ეს ჭკუამოკლე გაბუნია შემეკამათება, დასაფლავებით ტავი რატომ უნდა მოეკლათო, ამიტომ წინასწარ ვუპასუხებ, სუნი შეაწუხებდათ ბატონო, თეოლოგო და საპატრიარქოს მიერ ქართულ პოლიტიკაში შეგზავნილო აგენტო, სუნი.

რედაქტორის რჩევით