ბაბუშერას ტრაგედიიდან 20 წელი გავიდა
22-09-2013
ბაბუშერას ტრაგედიიდან 20 წელი გავიდა
დღეს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში, სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა ძალებმა, ჩამოაგდეს ქართველებით სავსე თვითმფრინავი, რომელშიც ბევრი იყო ქალი და ბავშვი... ომის საშინელებისგან თავის დაღწევის მსურველები, ისევ ომის საშინელებაში დააბრუნა მტრის სისხლმოწყურებულმა ტყვიამ. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მძიმე და დრამატული ფაქტი და დღემდე რჩება ასეთად. თვითმფრინავის ჩამოგდებას ბევრი შეეწირა, მათ შორის ჩვენი ოჯახის ახლობელი, შესანიშნავი ვაჟკაცი, ერეკლე დანელია. თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ის გადარჩა და ქალების და ბავშვების
ხომალდიდან გამოყვანას ცდილობდა, მაგრამ ისიც გავარვარებულ რკინაში ჩაიფერფლა... დღეს, თბილისის საკრებულოს წევრებმა, სწორედ ერეკლეს და იმ ადამიანების ხსოვნას მივაგეთ პატივი, ვინც 20 წლის წინ გარდაიცვალა. იმედი მაქვს, მათი გაღებული მსხვერპლი იქნება ერთ-ერთი საფუძველი მშვიდობიანი საქართველოს არსებობისთვის, რომელსაც თავისი მოქალაქეების შესაძლებლობლები სისხლის დასაღვრელად არ დასჭირდება და
განვითარებისთვის, წინსვლისთვის გამოადგება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით