რატომ ჩავარდა თბილისის ბიუჯეტი ანუ საფრთხეები თბილისისთვის თუ "ნაცმოძრაობისთვის"
03-01-2014
რატომ ჩავარდა თბილისის ბიუჯეტი ანუ საფრთხეები თბილისისთვის თუ "ნაცმოძრაობისთვის"
2010 წლიდან ანუ მას შემდეგ რაც თბილისის საკრებულოს წევრი გავხდი, საკრებულოში მერიას შემოჰქონდა ბიუჯეტის პროექტები, რომელიც შეიცავდა უდიდეს შესაძლებლობას საბიუჯეტო ფულის პარტიული ამოცანებისთვის ხარჯვის, რასაც აკეთებდა კიდეც და ეს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის.

რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც მე არცერთ შემოთავაზებულ ბიუჯეტს მხარს არ ვუჭერდი.

ამა წლის 10 დეკემბერს, მერიამ შემოიტანა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც აბსოლუტურად იდენტურია იმისა, რაც წინა წლებში იყო. ამის
გამო ბიუჯეტის ხსენებულმა პროექტმა საკრებულოს მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ახლა განვმარტავ იმას თუ რატომ არ დავუჭირეთ მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი ბიუჯეტს:

1. ბიუჯეტის პროექტი შეიცავდა პოლიტიკური კორუფციის მაღალ რისკებს და თანხების 2014 (საარჩევნო) წელს პარტიული ამოცანებისთვის ხარჯვის საფრთხეს.
მაგალითად, იყო მცდელობა ბიუჯეტს გაეგრძელებინა გიგი უგულავას
პარტიული მეგობრების, ყოფილი მაღალჩინოსნების დაფინანსება, მთელი რიგი მუხლები იყო გაუმჭვირვალე (მაგ: მუხლი: 1.2.1; მუხლი 6.2.11; მუხლი 6.2.18; 6.2.20), რაც ფულის არამიზნობრივად ხარჯვის შანსს აძლევდა მერიას.
2. ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული მოქალაქეების სოციალურ ინტერესებზე. მოვიყვან ერთ და ყველაზე ცხად მაგალითს. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის, რომელსაც უსახლკაროები წარმოადგენენ, ბიუჯეტის პროექტში იყო 300 000 (სამასი ათასი) ლარი, ხოლო სატელევიზიო ანძის განათებისთვის, 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი. ეს იმ ფონზე, როცა მე შევთავაზე მერიას, რომ 2014 წელი თბილისში უსახლკარობასთან ბრძოლის წლად გამოცხადებულიყო. ვფიქრობ მოტანილი მაგალითი ნათლად აჩვენებს რამდენად არიან მართლები მერიის ხელმძღვანელები, როცა ამბობენ, რომ პროექტი სოციალურად ორიენტირებული იყო.

რაც შეეხება ტყუილებს. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შევეხოთ კიდევ ერთ სიცრუეს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს, რომ თითქოს ბიუჯეტის ჩავარდნით საფრთხე ექმნება მოსახლეობის ინტერესებს.

ერთია რას ამბობს "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ მეორეა რას ამბობს საბიუჯეტო კოდექსი, რომლის 78-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ იმ შემთხვევაში თუ წარმომადგენლობითი ორგანო უნდობლობას გამოუცხადებს ბიუჯეტს, ასეთ შემთხვევაში აღმასრულებელ უწყებას აქვს უფლება, რომ წინა წლის (ამ შემთხვევაში 2013 წლის) ასიგნებების 1/12 დახარჯოს ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თბილისის მერიას შემდეგი ერთი თვის მანძილზე ექნება 60 მილიონ ლარამდე, რომ უზრუნველყოს ყველა პროგრამა, მათ შორის ვაუჩერების გაცემა და სხვა. არ ექნება საფრთხე არც ოლიმპიური სოფლის პროექტს, რადგან ამ თვის შუა რიცხვებში ამ საქმისთვის გადარიცხულია 15 მილიონი ლარი, რისი ათვისებაც სწორედ მომდევნო თვეებში უნდა მოხდეს.

მაგრამ ყოფილი მმართველი პარტიის განცხადებები უკავშირდება არა საზოგადოებრივ საფრთხეებს, რომელიც არ არსებობს, არამედ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება მათ პარტიას შეექმნას, რადგან მათი შეშფოთების მიზეზი ის გახლავთ, რომ ბიუჯეტის პროექტისადმი მხარდაჭერის არ გამოცხადებით მოიხსნა რისკები ბიუჯეტიდან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარტიული მიზნებისთვის თანხების ხარჯვის.

სხვათაშორის, საფრთხეებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული განცხადების გვერდით კიდევ ერთი უსუსური ტყუილი გამახსენდა, რომელიც იგივე გუნდის აწ უკვე არაფორმალურ ლიდერს ეკუთვნის. კერძოდ, გიგი უგულავას უთქვამს, რომ სასამართლოს მიერ სეფარდებული გირაოს გადასახდელად, სახლის დაგირავება მომიწევსო...

მოდი ახლა ისიც ვთქვათ, რა უნდა გააკეთოს მერიამ იმისთვის, რომ ბიუჯეტი დამტკიცდეს. პირველ რიგში გაიშიფროს ყველა გაუმჭვირვალე მუხლი, გაუქმდეს სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც წინა ხელისუფლების მინისტრები და პარლამენტარები არაფერში იღებენ ხელფასს, გაიზარდოს უსახლკაროთათვის და სხვა სოცილაური ჯგუფებისთვის თანხების ოდენობა, ასეთ შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ რომ ბიუჯეტი პარტიული საფულიდან, ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტად გადაიქცევა, ასეთ სემთხვევაში დიდი სიამოვნებით გამოვუცხადებთ ნდობას და ყველა მნიშვნელოვან წამოწყებას


mayvala
04 იანვარი 2014 15:00
ბიუჯეტის თანხების გიჟობანაში და ცეტობანაში ხარჯვას კეთილი ინებედ და ყველა ხარჯვის მუხლი დეტალურად გაშიფრედ და წარუდგინედ მოსახლეობას ინტრენეტით და თუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაეთანხმება ან შენიშვნას ჩაამატებს კეთილი ინებედ და გასწორედ და შემდეგ დაამტკიცედ. რადგან ქვეყანაში ასეთი მდგომერეობაა ძველი ჩინოვნიკები სახელ გატეხილები არიან ქურდობაში, ახლები კი უნიათონი მაშინ მოგვეცით ნეიტრალურ ხალხს საშუალება, ვინც არც ხელფასით და არც სხვა რაიმე სარგებლით არის დაინტერესებული თბილისის ბიუჯეტის ამჟამინდელი პროექტის შეფასების და შესწორების და რა შეფასებასაც ხალხი მისცემს ის მუხლები დამტკიცდეს.
Lali
04 იანვარი 2014 12:26
ე.ი. სწორად მოქცეულხართ. კარგია

რედაქტორის რჩევით