ამ არჩევნების ხელისუფლების მიერ დამაჯერებლად მოგება, ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია
21-03-2014
ამ არჩევნების ხელისუფლების მიერ დამაჯერებლად მოგება, ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია
ახალ პოლიტიკურ გუნდს სახელად "ქართული ოცნება", დღეს ხელისუფლების მხოლოდ ნაწილი, ასე ვთქვათ 2/3 აქვს ხელში აღებული და სახელისუფლებო ძალაუფლების სრულად ხელში ასაღებად და ამავე ძალაუფლების მოსახლეობის ინტერესებისაკენ სრულად მისამართად სწორედ 15 ივნისის არჩევნებია საჭირო.

ზოგადად, სიტყვებმა - "თვითმმართველობა", "საკრებულო", "მერი", უკვე 15 ივნისის არჩევნებამდეც ძალიან აქტუალურ და ხშირად გამოყენებად ტერმინებად დაიმკვიდრეს თავი ქართველი ჟურნალისტების და მოსახლეობის ლექსიკონში. ეს ძალიან კარგია, რადგან საზოგადოებამ გაისიგრძეგანა, რომ მხოლოდ პრეზიდენტს ან მთავრობის მეთაურს არ
აწევს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და გადაწყვეტილებებზე მთელი პასუხისმგებლობა და საქმე და თან მნიშვნელოვანი საქმე, ბევრ სხვა პირსაც მოეკითხება. ეს კი იმას აჩვენებს, რომ ხალხის მიერ არსებითად მოხდა გაცნობიერება პოლიტიკოსების მიერ უკვე გაცვეთილი ფრაზის, "ხელისუფლების დეცენტრალიზაცია" და მან კონკრეტული მნიშვნელობა შეიძინა.

ეს უდავოდ არის ერთგვარი სოციალ
- პოლიტიკური ევოლუციის, შესაძლოა ფრაგმენტული, თუმცა მისასალმებელი ნიშანი.
თუმცა, ეს მდგომარეობა უფრო მაღალ სტანდარტს გვიწესებს ჩვენ, იმ ადამიანებს ვინც ახლა ვსაქმიანობთ და მომავალში ვაპირებთ საქმიანობას ისეთ სფეროში როგორიც თვითმმართველობის ორგანოებია.

ეს ახალი გამოწვევაა, რამდენადაც საზოგადოება იქნება უფრო მეტად მომთხოვნი და მაკონტროლებელი. რა თქმა უნდა, ადამიანს არ მოსწონს მაკონტროლებელი და ზოგადად კონტროლი, თუმცა ამის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან შედეგზე ლაპარაკი.

გასული წლის დასაწყისში ვწერდი, რომ საქართველოს მოქალაქეთა, კონსტიტუციის მიერ აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ არჩეული ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, წინა ხელისუფლების პირობებში ისევე იყო მავანთა მიერ საეგზემპლარო თაროზე შემოდებული, როგორც დემოკრატიის სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლები. ჰოდა დღემდე დევს თაროზე და ელოდება გაბედულ, ენერგიულ, ინიციტივიან ადამიანთა ჯგუფებს თუ ადამიანს, რომლიც გაბედავს და ჩამოიღებს მას ამ თაროდან, გაწმენდს მტვრისგან და დაიწყებს თვითმართველობის განხორციელების შესაძლებლობისათვის, მყარი საფუძვლების შექმნას და იქვე გამოვთქვამდი იმედს, რომ ბატონი ნარმანიას და მისი უწყების მიერ შედგენილი კოდექსი ამის წინაპირობებს შექმნიდა.
დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს ასე იქნება, რადგან წარმომადგენლობით ორგანოს, რომელშიც ახლა ვმუშაობ, თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედებისთანავე, ექნება იმის შესაძლებლობა, რასაც ჯერ კიდევ ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელ "ნაციონალურ მოძრაობასთან", საკრებულოში ბოლო 4 წლიანი ბრძოლის და ჭიდილის დასასრულს, ორი კვირის წინ მივაღწიეთ. ანუ, ახალი კოდექსის მიხედვით საკრებულოები გააკონტროლებენ მერებს და ყველას ვისაც ქალაქების, დაბების, სოფლებისთვის მიკუთვნებული ფულის ხარჯვის უფლებამოსილება გააჩნია.

ეს მოგვცემს უფრო ცოცხალ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური ინგრედიენტებით გაჯერებული და რაც უფრო გამჭვირვალეს გახდის ადგილზე გადაწყვეტილების მიღების და შემდეგ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არჩევნები სახელისუფლებო გუნდმა პირწმინდად მოიგოს. რომ მან სრულად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლების ყველა შტოზე. რადგან, ოპოზიციის ხელში არსებული თუნდაც ერთი ქალაქი თუ სოფელი, ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური დაპირისპირების ველად გადაიქცევა. რადგან, ოპოზიციას აინტერესებს ხელში გაუჩნდეს იმგვარი ინსტრუმენტები, რომელიც ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლის საქმეში გამოადგება, ეს კი არ აინტერესებს მოსახლეობას, რომელიც დაიღალა პარტიული იწილო-ბიწილოს ყურება/მოსმენით. ხალხისთვის ამაზე გაცილებით მაღლა საკუთარ დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, წყალგაყვანილობის სისტემის, სკოლების, ბაღების, სამედიცინო პუნქტების, სტადიონების, დასაქმების ადგილების გაჩენაა, რისი მოგვარების შესაძლებლობასაც ოპოზიცია მოკლებულია.
რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება არ მოეწონებათ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ ეს მათი ემოციური მდგომარეობა არ არის მთავარი. რადგან, მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის სურვილს - მთავრობა ყველა დონეზე და ყველა გეოგრაფიულ არეალში იდგეს მის სამსახურში. ეს არის მოსახლეობის ინტერესი, რომლის განხორციელებაში "ქართული ოცნების" მთავარი პარტნიორი ისევ ხალხი იქნება. და სწორედ ამაზე გადის გზა ხსენებული ამოცანის უზრუნველსაყოფად, როცა ზემოთ სრულყოფილი ძალაუფლების მოსახლეობის ინტერესებისაკენ სრულყოფილად მიმართვის აუცილებლობაზე ვსაუბრობდი.

თერგდალეული
25 მარტი 2014 15:12
Kaxa-ს!
"თვითმმართველობის", "საკრებულოს" და "მერის" არჩევნებთან 100 %-თ ხელისუფლების ხელში აღებას არავითარი კავშირი არ აქვს, რამეთუ ამ ორგანოებს ირჩევს ხალხი , ხოლო არჩევნებში გამარჯვებულები და არჩეული პიროვნება თავის ფუნქციებს ახორციელებს კანონის ფარგლებში მთავრობისა და მხელისუფლების ორგანოების კონტროლით! ამიტომ თქვენი აზრი, რომ
მოქმედ პარტიას; ე. ი. ქოცებს ამ მხარდაჭერით “აძლევ მანდატს მათ შორის დემოკრატიის განმტკიცებისთვის, რასაც გაბნეული, არაკონსოლიდირებული ძალაუფლების პირობებში ვერ მოახერხებ“, არის სუფთა წყლის დემაგოგია ან ამ მთავრობის სისუსტე ქვეყნის მართვის არაპროფესიონალური მართვის უცოდინრობის გამო, რამეთუ გაგახსენებთ ერთ კარგ გამოთქმას:
–“ პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა და დაიჩივლა–ეზო მრუდეა“–ო!!!!
ნუ მოატყუებთ დემაგოგობით კიდევ ერთხელ ხალხს!!!!!
Kaxa
24 მარტი 2014 14:17
თერგდალელულს და @-ს! თუ არ არსებობს ნდობა ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ ეს უკვე სხვა საკითხია. სუბიექტური განწყობები თამაშობს ამ შემთხვევაში როლს. თუ გვაქვს ნდობა ხელისუფლების მიმართ (რაც ასევე სუბიექტურია) მაშინ მას აძლევ მანდატს მათ შორის დემოკრატიის განმტკიცებისთვის, რასაც გაბნეული, არაკონსოლიდირებული ძალაუფლების პირობებში ვერ მოახერხებ.
@
24 მარტი 2014 13:13
ჰოდა რომელი უფროა საჭირო ქვეყნისთვის, ძალაუფლების კონსოლიდაცია, თუ დემოკრატიის შემდგომი განმტკიცება.

რედაქტორის რჩევით