აი, სინამდვილეში რას უკავშირდება 1 აპრილის ტყუილი - კვირის პალიტრა

აი, სინამდვილეში რას უკავშირდება 1 აპრილის ტყუილი

გადავწყვიტე, პოლიტიკური საკითხების შემდეგ ბლოგი 1 აპრილის თემაზეც უნდა დამეწერა, რომ მსურველს გაეგო, თუ რეალურად რა ისტორიულ კონტექსტთან არის ეს თარიღი კავშირში.

ამ დღეს ზოგი ''მოტყუების'', ზოგიც კი ''სულელებისას'' უწოდებს, რომლის საფუძვლადაც სხვადასხვა ვერსია სახელდება, მათ შორის არის ძველი ბრიტანული სახალხო ფესტივალები, შოტლანდიური გუგულზე ნადირობა და სხვა. ინგლისური ლიტერატურის მამად წოდებული ჯეფრი ჩოსერის ერთ-ერთ მოთხრობაში კი სწორედ თანამედროვე საპირველაპრილო სიუჟეტს ვხვდებით.

ახლო წარსულში ამ თარიღით კომერციული მიზნებით მანიპულირების და აუდიტორიის ყურადღების მიქცევის მიზნით, კარგი მაგალითები აჩვენეს სხვადასხვა კომპანიებმა. მაგალითად,"ბიბის იმ" 1957 წლის 1 აპრილს ეთერში გამოაცხადა რომ თბილი ზამთრის გამო შვეიცარიელმა ფერმერებმა სპაგეტის დიდი მოსავალი მიიღეს. ტექსტს თან ფალსიფიცირებული ფოტომასალაც ახლდა, სადაც შვეიცარიელი გლეხები სპაგეტის გროვ-გროვად ხსნიდნენ ხეებიდან. ხუმრობამ უამრავი მაყურებელი ჩაითრია. ოფისში ზარები არ წყდებოდა - ყველას აინტერესებდა, თავად როგორ უნდა გაეზარდათ სპაგეტის ხე. მსგავს კითხვებზე "ბიბისი" პასუხობდა - ერთი ღერი სპაგეტი პომიდვრის საწებელში მოათავსეთ და უკეთესის იმედი გქონდეთო.

1976 წელს იმავე "ბიბისის" რადიო 2-ის პირდაპირ ეთერში სტუმრად მიწვეული იყო ასტრონომი პატრიკ მური. მან პირდაპირ ეთერში მთელ ბრიტანეთს აცნობა, რომ ზუსტად 21:47 წუთზე მოხდებოდა უნიკალური ასტრონომიული მოვლენა, რომლის განცდა ყველა მსმენელს შეეძლებოდა სახლიდან გაუსვლელად. ამ მომენტში პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან ჩაივლიდა, რაც გამოიწვევდა დროებით გრავიტაციულ სწორებას. ეს მოვლენა, თავის მხრივ, გავლენას მოახდენდა დედამიწის გრავიტაციაზე. მურმა მსმენელებს უთხრა, რომ თუ ზუსტად ამ დროს ისინი ჰაერში ახტებოდნენ, იგრძნობდნენ უცნაურ ფარფატს და რამოდენიმე მილიწამით გაჩერდებოდნენ ჰაერში. 21:47-ის შემდეგ, სტუდიაში უამრავი ზარი გაისმა, ნაკადი არ წყდებოდა... ხალხი ამტკიცებდა, რომ მათ მართლაც შეიგრძნეს ფარფატი. ერთმა ქალმა კი ისიც მოყვა, როგორ აიწიეს ჰაერში ერთად, მან და მისმა 9 დაქალმა.

2005 წელს ნასა-მაც გადაწყვიტა ხუმრობა. ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ თავის საიტზე სენსაციური სიახლე განათავსა - სტატიის მიხედვით, ნასას მკვლევარებს მარსზე წყალი აღმოუჩენიათ. ფოტოების ნახვა დამატებით გალერეაში იყო შესაძლებელი. შოკირებულ მკითხველებს კი გალერეაში მხოლოდ ერთი ფოტო ხვდებოდათ - წყლიანი ჭიქა შოკოლად მარსზე.

თუმცა ყოფილა შემთხვევები,როცა საპირველაპრილო აურზაურის გამო რეალურად მომხდარი ამბებიც კი არ დაუჯერებია ხალხს. მაგალითად, 1946 წლის 1 აპრილს ჰავაის კუნძულებზე მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამიმ 165 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათი უმრავლესობა კი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ რადიოგამოშვებებში მოსმენილი გაფრთხილებები საპირველაპრილო ხუმრობა ეგონათ და არ დაემორჩილნენ. 2005 წელს კი კომიკოსს მიტჩ ჰედბერგის გარდაცვალება ასევე ხუმრობად ჩათვალეს.

ახლა კი გეტყვით იმას, თუ რეალურად რასთან არის კავშირში ეს დღე. სინამდვილეში არც სახალხო სანახაობები, სპორტული ღონისძიებები თუ მწერლის ფანტაზია არ უდევს საფუძვლად 1 აპრილის ტრადიციას.

რეალურად, ეს დღე იესო ქრისტეს უკავშირდება. ალბათ ყველას გახსოვთ ეპიზოდი სახარებიდან, როდესაც ჯვარცმული და საფლავად დადებული ქრისტე უკვე მესამე დღეს (რომელიც სწორედ კალენდარული 1 აპრილი იყო) აღარ დახვდებათ გამოქვაბულში. მაშინ სინედრიონის წევრებს, ანუ მათ ვისი მოთხოვნითაც ჯვარს აცვეს იესო, გაახსენდებათ ქრისტეს სიტყვები, რომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა. იუდეველი მღვდელმთავრები მიხვდნენ, რომ თუკი ეს ამბავი გახმაურდებოდა და ხალხი გაიგებდა, რომ იესო ქრისტე მართლაც აღდგა, იგი გახდებოდა ძლიერი საფუძველი მაცხოვრის მიმდევართა კვლავ კონსოლიდაციის. ანუ კაცისმკვლელი სინედრიონის წევრებისათვის არსებული საფრთხე, რომელიც მათი აზრით ჩავლილი იყო, კვლავ ცხადი ხდებოდა. ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, კონტრ, რა თქმა უნდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა. კერძოდ, საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფ ჯარისკაცებს მისცეს დავალება, რომ მთელ იერუსალიმში გაევრცელებინათ ხმა, რომ ქრისტე მკვდრეთით კი არ აღდგა არამედ მისმა მოციქულებმა მოიპარეს. აი რომელი ტყუილი უდევს საფუძვლად ამ ერთი შეხედვით უწყინარ ტრადიციას. ტყუილი ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ჭეშმარიტება და სიმართლე კი სწორედ ის გახლავთ რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა!

ზაზა გაბუნია, თბილისის საკრებულოს წევრი