არჩევნების კანონზომიერება და ბულგაკოვის სიბრძნე
26-10-2017
არჩევნების კანონზომიერება და ბულგაკოვის სიბრძნე
არ არსებობს არჩევნებზე უფრო დიდი, რთული და ფართო გავლენის ღონისძიება, რომლის შედეგობრივი ღირებულება თანაბრად მნიშვნელოვანია ნებისმიერი პლატფორმის პოლიტიკური ძალისთვის და ხალხისთვის, იმის მიუხედავად, ვის მისცეს მათ ხმა ან საერთოდ იყვნენ თუ არა არჩევნებზე, რადგან არჩევნები, მასთან დაკავშირებული ყველა დეტალით, განვითარების სხვადასახვა, მოკლე, საშუალო თუ გრძელვადიან ეტაპზე პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყანაზე.

რა უნდა აიმედებდეს და აძლევდეს კმაყოფილების განცდას საქართველოს მოქალაქეს დღეს ამ დიდ საკითხთან მიმართებით.

2012 წლის შემდეგ ქვეყნის განვითარებაზე და
მათ შორის არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა "ქართულმა ოცნებამ" აიღო და დემოკრატიის გამყარების და მისი არსებობისათვის აუცილებელ სხვა ფაქტორებთან ერთად, არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარებასაც უდაოდ დიდი ყურადღება ექცევა. შედეგად, ძლიერდება ტრადიცია საქართველოში არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისა, რაც ძალიან მოსაწყენია სენსაციის მოყვარულთათვის, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული
სახის კიდევ უფრო გამოსაკვეთად, ქვეყნის დემოკრატიული შინაარსის გასაღრმავებლად.

შედეგად, სახეზე გვაქვს ისეთი სიახლეები, რასაც არ იცნობს ხელისუფლების ცვლილებამდელი საარჩევნო ქრონიკები.

მაგალითად, არცერთი სერიოზული ფიგურა ან ორგანიზაცია აღარ საუბრობს საარჩევნო სიების გაუმართაობაზე. პარტიებსა და კანდიდატებს აქვთ სრული თავისუფლება კამპანიის წარმატებულად წარმართვისთვის. ყველა მედიასშუალება გახსნილია საარჩევნო სუბიექტებისათის და გადაწყვეტილებას სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაზე, პრიორიტეტების ჩამოყალიბებაზე იღებს მხოლოდ მედია და არავინ სხვა.

იზრდება ონლაინმედიის როლი. ოპოზიციური პარტიები მოიპოვებენ და ფლობენ ფინანსურ რესურსებს. მათი არცერთი დამფინანსებელი არ ექვემდებარება წნეხს. მოქალაქეები თავისუფლად იღებენ გადაწყვეტილებებს და აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებში.

კამპანიის პერიოდში სულ უფრო თვალშისაცემია შეჯიბრებითობა და კონკურენცია ოპონენტებს შორის, რაც გამოიხატება იმაში, რომ მეტი ყურადღება ეთმობა იდეებს და მათ ვინც ამაზე აქცენტირებს, შესაბამისად, აქვთ კიდეც მეტი წარმატება, ვიდრე ტრივიალური, გაცვეთილი დოქტრინის პარტიებს, რაც ამ რაკურსიდანაც აჩვენებს იმას, რომ მოქალაქე გაცნობიერებულ არჩევანს თავისუფლად აკეთებს და მასზე არავინ და არაფერი მოქმედებს ნეგატიურად.

არჩევნებში იმარჯვებენ ან ძლიერი პარტიული სტრუქტურების კანდიდატებზე უფრო მაღალ შედეგს აჩვენებენ დამოუკიდებელი კანდიდატები. სასამართლო, თავისუფალ გარემოში, კარნახის და ზეწოლის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს, სტატისტიკა და ფაქტები კი აჩვენებს, რომ სახელისუფლებო კანდიდატების საწინააღმდეგოდაც, რაც წარმოუდგენელი იყო წინა პერიოდში.

ეს მცირე ჩამონათვალი ჩემგან, იმის შესახებ, რაც საქართველოში არ იყო და ახლა არის და მიუხედავად პარტიული შეზღუდულობისა, ამ პოზიტიურ გარღვევებზე აქცენტის გაკეთება ამომრჩევლის თვალში მხოლოდ ერთი ორად აამაღლებს ობიექტურ შემფასებელს.

მანამდე კი, სანამ ჩვენი ანუ პოლიტიკოსების და პარტიების კულტურა გაიზრდება და სინამდვილის აღიარებას შევძლებთ, ნებისმიერს შეუძლია ნახოს ობიექტური შემფასებლების აზრი და დასკვნა. საერთაშორისო ორგანიზაციებს ვგულისხმობ, რომელთა აზრით, არჩევნებზე დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები და კანდიდატები თავისუფლად აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას; საკანონმდებლო გარემო იძლეოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას; ცესკომ იმუშავა პროფესიონალურად და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა; მნიშვნელოვნად დაიხვეწა საარჩევნო სია; საარჩევნო გარემო მთლიანობაში იყო მშვიდი; ყველაზე ცხადი პროგრესი კი, მედია გარემოს კუთხით ფიქსირდება. წინასაარჩევნოდ სხვადასხვა არხებზე გამართული დებატები, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
ამასთან, მათ აქვთ შენიშვნებიც, რომელთა გათვალიწინება მნიშვნელოვანია მომავალში საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო დახვეწისა და გაუმჯობესებისათვის, იმ ტექნიკური დარღვევების პრევენციისთვის დამატებითი ზომების გატარების მიზნით, რასაც ვიღებთ რეკომენდაციის სახით და რისთვისაც სამუშაოები ჩატარდება.

რა შგვიძლია ვთქვათ, ყველა წინა და მათ შორის 20017 წლის არჩევნების შემდეგ.

პირველ რიგში ის, რომ ქვეყანაში, სადაც სიტყვის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დაცულია და საარჩევნო პროცესი ზოგადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, საარჩევნო პროცესები არის ტრანსფარენტული და ღია, არჩევნები კარგად არის ადმინისტრირებული და ამომრჩეველთა ზუსტი რეგისტრაცია პირდაპირ პროპორციულად ზრდის პროცესის ხარისხს. სადაც აქცენტები კეთდება შშმ პირების ჩართულობის უზრუნველყოფაზე. ეროვნული უმცირესობების სულ უფრო აქტიურ მონაწილეობაზე. სადაც მედიის თავისუფლების გაზრდილი ხარისხი ხელს უწყობს პოლიტიკურ დებატებს, რაც მნიშვნელოვანია მოქალაქეთა გაცნობიერებული არჩევანისათის, ასეთ ქვეყანას ნამდვილად აქვს მომავალი, თან ევროპული სტანდარტის, მაღალი ხარისხის მომავალი.

დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები როგორც გონივრული მმართველობის შესაძლებლობა, საქართველოში ყოველთვის იქნება გამოყენებული მოქალაქეების მიერ, როგორც ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ქვეყნის განვითარების მხარდაჭერის, საკუთარი პოზიციის გამოხატვის და სამოქალაქო კონტროლის დაწესების საშუალება. ჩვენ ასეთ მიდგომებს ვუჭერთ მხარს, რაც აძლიერებს დემოკრატიულ ტონალობას ქვეყანაში.

ხალხის ძალა ეფექტურად ვლინდება არჩევნებში. ქართული პოლიტიკის ღამის კოშმარის გენერლები სულ უფრო ცოტა მხარდაჭერას იღებენ, თუნდაც სადავო, მაგრამ მაინც იდეებზე მოსაუბრე დამოუკიდებელი კანდიდატი მათზე მეტს, ხოლო ის ვისაც აქვს შინაარსობრივად ყველაზე მაღალი ცენზის პროგრამა, ფასეული შეთავაზებები, დამაჯერებელი კონცეფცია, ის იგებს არჩევნებს. ეს არის და ეს და არჩევნების შედეგების გადაბრალება, ვფიქრობ არასერიოზულია, მით უმეტეს მაშინ როცა საკუთარი პარტიის მიღმა, არავინ იზიარებს ასეთ შეფასებას, რადგან ისინი ვინც არჩევნების შემდეგ გამოხატავს მრისხანებას, ბულგაკოვს რომ დავესეხოთ, ეს საკუთარი უძლურების განცდით გამოწვეული მრისხანებაა და არა სხვა რამ.

ამ პოზიტიური შტრიხების გათვალისწინებით, რომელიც აშკარად გამოიკვეთა ქვეყნის საარჩევნო სურათზე, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები გახდა ასპარეზი პარტიებისთვის და პოლიტიკოსებისთის, მოსახლეობას აჩვენონ რა შეუძლიათ, რამდენად თანამედროვეა მათი ხედვები და ტაქტიკა, მიდგომები და ფილოსოფია. ეს არის არჩევნების კანონზომიერება, რომ როგორც სარკემ აჩვენოს საარჩევნო კომპოზიციის შემადგენელი ძალების რიტმიკა, ვინ ძლიერდება და ვინ მილევად რეჟიმშია, ვინ ნოვატორია და ვინ ყავლგასული, ვინ რეფორმატორი და ვინ წარსულის ლანდებს ადევნებული.

ამასთან, არჩევნები ჩვენში მეტად და მეტად ავითარებს კანონზომიერებას, იმის შესახებ, რომ ამომრჩევლის სიმპათია მიდრეკილია საქმიანი, მომღიმარი, ოპონენტის პატივისმცემელი კანდიდატისკენ და არ სწყალობს ბინძური მეთოდებით მოთამაშეს, სკანდალისტ, მყვირალა, მსუბუქ და უიდეო ვარიანტს, ამიტომ, მართებული იქნებოდა მეტი ყურადღება დაეთმოს ამას, რადგან არჩევნების შედეგების განსაზღვრაში სწორედ ეს კანონზომიერება ასრულებს საკუთარ პრინციპულ და ორიგინალურ როლს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

რეზო
29 ოქტომბერი 2017 20:30
ზაზა უნდა იყოს რიგითი პარლამენტარი და კალაძე თბილისის 1მერი?(((
გიო
28 ოქტომბერი 2017 11:05
ამ ადამიანს თავის პოლიტიკურ ძალაზე კარგის თქმა უნდა და ამბობს, მაგრამ მისი პათოსი არასწორია. მისი დღევანდელი პოლიტიკური ძალის დამსახურება თითქმის ნულია იმაში, რომ ხალხი პოლიტიკურად ცოტათი გაიზარდა და საარჩევნო გარემოც ცოტა უკეთესია, ვიდრე 10 ან 5 წლის წინ. ვერ ვხდები, რეალურად რაში გამოიხატება ოცნების პროგრესულობა, იმაში, რომ დანარჩენი პარტიები ანკროტები არიან?
მარეხი
27 ოქტომბერი 2017 16:12
ძალიან მომწონს ზაზა!

რედაქტორის რჩევით