ჯერ ერთი ძმის სახლზე თავდასხმა, შემდეგ მეორე ძმის მკვლელობა - ანგარებით ჩადენილი დანაშაული თუ შურისძიება?!
ჯერ ერთი ძმის სახლზე თავდასხმა, შემდეგ მეორე ძმის მკვლელობა - ანგარებით ჩადენილი დანაშაული თუ შურისძიება?!
17-02-2016
პაატა ჩუბინიძეს, გიორგი ფიჩხაძესა და მერაბ აბესაძეს ახლობლები 3 დღე-ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. ისინი ხორცის ბიზნესით იყვნენ დაკავებული, სოფლებში მოსახლეობისგან ცოცხალ პირუტყვს ყიდულობდნენ და მარნეულის ბაზარში ყიდდნენ.
(ფოტოზე: ძმები ჩუბინიძეები, მარცხნივ მოკლული პაატა ჩუბინიძე)
9 თებერვალს, პაატა ჩუბინიძეს უცნობმა პირმა დაურეკა და უთხრა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში პირუტყვი ჰყავდა გასაყიდი. 10 თებერვალს, დილით ადრე, პაატა მეუღლის ბიძაშვილთან, გიორგი ფიჩხაძესთან ერთად თავისი მიკროავტობუსით ზესტაფონიდან სამეგრელოში წავიდა. ხობში ახლობელს, მერაბ აბესაძეს შეუარა, რომელიც საქმიანობაში ეხმარებოდა და სამივენი ზუგდიდში ჩავიდნენ, სწორედ ამის შმედეგ გაქრა მათი კვალი...

მომხარ დანაშაულზე ჟურნალი "გზა" სტატიას 18 თებრევლის ნომერში აქვეყნებს და მკვლელობის მეტად საინტერესო დეტალებზე უყვება მკითხველს, რომლის ამონარიდებსაც გთავაზობთ:

"დანაშაული გახსნილად გამოცხადდა და სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სოფელ ნარაზენში მცხოვრები, ყოფილი სპეცრაზმელი, 40 წლის დავით ბეჭვაია დააკავეს.
დავით ბეჭვაია

ოფიციალური ინფორმაციით, საქმე დავით ბეჭვაიას წინააღმდეგ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღიძრა. ისიც დადასტურებულია, რომ წინადღეს პაატა ჩუბინიძის ტელეფონზე ბეჭვაიამ რამდენჯერმე დარეკა და ზუგდიდში ჩასვლა სთხოვა.
...
მთავარი კითხვა მაინც ტრიალებს საზოგადოებაში, - როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა სამი ადამიანის მოკვლა და შემდეგ ცხედრების დამარხვა. ჰყავდა თუ არა დამნაშავეს თანამონაწილე, ამაზე ჯერჯერობით გამოძიება არაფერს ამბობს.

მართალია, მომხდარს ფულის გამოძალვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა, მაგრამ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. ისიც ირკვევა, რომ ეს ძმებ ჩუბინიძეებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ამ შემზარავ ტრაგედიამდე თვე-ნახევრით ადრე, პაატა ჩუბინიძის უმცროსი ძმის, კახას სახლი დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს. მაშინ ოჯახმა მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა, მაგრამ კახა ჩუბინიძის სახლზე თავდასხმაც დღემდე გამოუძიებელია. ჩუბინიძის საახლობლოში იმასაც ამბობენ, რომ მათზე თავდასხმა წლების წინაც მომხდარა, სწორედ ზუგდიდის ტერიტორიაზე.
მაშინ ძმების დაყაჩაღება უცდიათ. იმასაც ამბობენ, ძმებმა დამნაშავეები ამოიცნეს და ისინი პოლიციამ დააკავაო.
ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმაში დადანაშაულებული პირები ოჯახს ემუქრებოდნენ. რაღაც გზებით, მათ ციხიდან გამოსვლაც მოახერხეს და თურმე დღეს თავისუფლებაში არიან. როცა კახას სახლი დაიცხრილა, ეჭვი გაჩნდა, რომ ციხიდან გათავისუფლებულებმა ამ გზით იძიეს მათზე შური. თუმცა, რამდენად აქვს ზესტაფონში მომხდარ ფაქტს კავშირი სამი ადამიანის მკვლელობასთან, უცნობია. იმედია, სამართალდამცავები ამ მიმართულებითაც იმუშავებენ, რადგან საეჭვოდ ემთხვევა ჯერ ერთი ძმის სახლზე თავდასხმა და შემდეგ - მეორე ძმის მკვლელობა. ჭირისუფალთან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შევძელით და ჩვენთვის უცნობია, აქვთ თუ არა სხვა ვერსია მომხდარზე ან ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ადრე მომხდარ თავდასხმასთან დავით ბეჭვაიას".

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 18 თებერვლის ნომერში

ასევე იხილეთ: სამმაგ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დავით ბეჭვაიამ საკუთარ მანქანაში ნაღმი აღმოაჩინა?! - სასტიკი მკვლელობის დეტალები

დალი
29 თებერვალი 2016 18:20
მართლა არ შემიზლია გაჩუმება ,როცა სამშობლოსათვის თავდადებულ ბიჭებს ჯალათებად მოიხსენიებენ, ვითომ არ გაუჭირდებოდაო მოკვლა და გადამალვაო, ვაი თვენ, ვინც ასე ფიქრობს. ერთხელ ერთი საათით დადექით ხურჩა-განმუხურის საგუსაგოზე და ვნახავ მერე რა ვაჟკაცებიც იქნებით. ბეჭვაიას თავის მეგობრებთან სისხლი აქ დაღვრილი საქართველოს მშვიდობის სადარაჯოზე და ვერასოდეს დავიჯერებ, რომ სამი უდანაშაულო ადამიანის მოკვლა შეუძლია. დათოს ისეთები აქ გადატანილი, ვითომ მამააცები რომ აკეთებენ კომენტარებს, არც დაესიზმრებათ, მაშინ არ გაბოროტებულა, მაშინ არავინ მოუკლავს, ახლა უკვე 3 წელია სამსახურიდან რაც დაითხოვეს და ფიზიკურად მუშაობდა, მის ეზო-კარს და მარანს ეტყობა ნამდვილი მშრომელი მაჯა და სტუმართმოყვარეობა. ასე რომ როცა ადამიანს არ იცნობთ, საკუთარი შეხედულებისამებრ ნუ ახასიათებთ
ლილი
29 თებერვალი 2016 15:59
ყველაე საინტერესო ის არის, რომ ბეჭვაიას თურმე ის ტანსაცმელი გახადეს ექსპერტიზაზე გასაგზავნად, რაც დაკავების დღეს ეცვა ანუ 12 რიცხვში, ტყე-ტყე მოარატეს, რაზე მიაკიდებინეს ხელი ღმერთმა უწყის. ანდა თუ ნამდვილად ბჭვაია არის დამნაშავე, რა იცის გამოძიებამ შემთხვევის დღეს ანუ 10 რიცხვში რა ეცვა ამ ადამიანს. შორიდან ამდენი უზუსტობა ჩანს და ახლა წარმოიდგინოს სზოგადოებამ კიდევ რამდენი დეტალია დაუზუსტებელი. და ეს ადამიანი განწირული თუ ყავთ, სამხილების შეთხვზაც არ გაუჭირდებათ
სხვა სიახლეები
"მინდა, მისი მისი ფოტო მოგაწოდოთ, სადაც მასთან­ ერთად მოტყუებული სამი დაქალი ვართ. დიანა მარცხნიდან პირველია. მითხრეს, ახლა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში დადის და მოსახლეობას დუბაიში დასაქმებას ჰპირდებაო"
დაწვრილებით...
მაშველებმა მდინარეში ჩაძირულ ავტომანქანას იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს
დაწვრილებით...
"რუსები მუდმივად აგრესიას გამოხატავენ როგორც აქეთ გადმომსვლელი აფხაზების, ასევე, ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრავი ქართველების მიმართ..."

"გიგა პირველად არ გადადიოდა გალში, მას როგორც აფხაზებთან, ისე რუსებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა..."
დაწვრილებით...
არსებული ინფორმაციით, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, გალის რაიონიდან დევნილი, 1986 წელს დაბადებული გიგა ოთხოზორია მოკლა.
დაწვრილებით...
58 წლის ელზა გელაშვილს ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღე და ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. მოგვიანებით ქალის ცხედარი ქალაქ სიღნაღიდან მოშორებით, სოფელ ერისიმედის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირას იპოვეს. ქალს საფეთქელთან ბლაგვი საგნით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
დაწვრილებით...
ახალგაზრდის დახმარება მეგობრებმა სცადეს, თუმცა წყლიდან მისი გამოყვანა ვერ მოახეხეს.
დაწვრილებით...
"საშინელება ტრიალებდა, აქაურობა პანიკამ მოიცვა, დედები ბავშვებს მიარბენინებდნენ და კიოდნენ. ირაკლის მეუღლე ყვიროდა, - მიშველეთ, მომეხმარეთ, საავადმყოფოში წამაყვანინეთ, იქნებ, გადარჩესო"!
დაწვრილებით...
ე.წ. კაბელების საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.
დაწვრილებით...


"არასოდეს ყოფილა­ მსოფლიო ასე განდგომილი უფლისაგან"

"მითხრა, სისხლის დალევა ძალას­ მმატებსო"
დაწვრილებით...
სოსო ცისკარიშვილი: "რომ ვიცოდე, ვინ დგას მსგავსი რეკლამებისა თუ მესიჯების უკან, თავს გავუტეხდი"

"ონლაინკაზინოების ბადეში გახვეულ თანამედროვე ელიოზებს საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ"
დაწვრილებით...
სააწრაფოდ! იყიდება კორპუსის ბინა ორთაჭალაში
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
იყიდება ერთ ოთახიანი, ახალაშენებულ კორპუსის
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები