"ქალი ნაწამები იყო" - დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი შურისძიების მიზნით მოკლეს?!
"ქალი ნაწამები იყო" - დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი შურისძიების მიზნით მოკლეს?!
23-02-2016
"კარი შეამტვრიეს და ეს საშინელება ნახეს, - ქალი ძირს ეგდო, პატარა საძინებელში იყო გამომწვარი"

"ოთარმა და ნონამ კი შეძლეს ბინა რაღაცითვის დაემსგავსებინათ, ბავშვების გაზრდისთვის ნორმალური პირობები ჰქონოდათ"


22 თებერვალს, ზემო ფონიჭალაში საზარელი დანაშაული მოხდა - დედა-შვილი გაუგონარი სისასტიკით დახოცეს. 42 წლის ნონა რომანაძეს ყელი გამოჭრეს, მისი 3 წლის გოგონა კი დაწვეს. მოკლული ქალბატონი ახლობლებისა თუ მეზობლების დახასიათებით შესანიშნავი დედა და ადამიანი იყო.

მეხანძრეებმა, რომლებიც მეზობლებმა მას მერე, გამოიძახეს, რაც ბინიდან გამოსული კვამლი დაინახეს, ქალი მისაღებში იპოვეს, ხოლო მცირეწლოვანი გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფრმაცია, რომ დანაშაული ძარცვის მიზეზით მოხდა და ბინიდან 7 000 ამერიკული დოლარი და დიდი ოდენობით ოქრო იყო წაღებული, თუმცა მოგვიანებით შსს- მ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. მათი თქმით, ორმაგ მკვლელობაში ძარცვის მოტივი არ იკვეთება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, თანხა და ოქროულობა სახლში გამოსაჩენ ადგილას იყო განთავსებული და წაღებული არ არის.

მ.ო; გარდაცვლილის მეზობელი:
- მომხდარით შოკში ვართ ყველა, ნონასნაირი დედა და დიასახლისი სანთლითაა საძებარი. ქალს შინ 8 წლის გერი დახვდა და ისე შეიყვარა, ისე ამოუდგა მხარში, ამას ზოგჯერ საკუთარი დედაც ვერ ახერხებს. მერე თავადაც გაუჩნდა შვილი და ბავშვებს ერთმანეთისაგან არ არჩევდა. გერს სკოლაში ხშირად დაჰყვებოდა, ეკლესიაშიც ერთად დაჰყავდა ბავშვები. და-ძმასაც გაგიჟებით უყვარდათ ერთმანეთი.
ეს პატარა ბიჭი მომხდარს როგორ გადაიტანს, არ ვიცი. სკოლიდან დაბრუნდა და სახლი - დამწვარი, და და ნინო კი დახოცილები დახვდნენ. ეს შოკისმომგვრელი უბედურება, სადღაც 12 საათზეა მომხდარი, - მეზობლებმა დაახლოებით პირველ საათზე შენიშნეს ბინიდან გამოსული ბოლი და სახანძრო გამოიძახეს. კარი შეამტვრიეს და ეს საშინელება ნახეს, - ქალი ძირს ეგდო, პატარა საძინებელში იყო გამომწვარი.

- თავდაპირველად ითქვა, რომ დედა-შვილი ძარცვის მიზნით დახოცეს, თუმცა შემდეგ შსს-მ ეს ინფორმაცია უარყო…
- კი, თავდაპირველად ქმარს - ოთარ მამფორიას უთქვამს, შინ 7000 დოლარი და ოქროულობა გვქონდაო, თუმცა ის შემდეგ ხელუხლებელი ნახეს თურმე.
ოთარ მამფორია მონურად, დღედაღამ მუშაობდა მანქანების სამრეცხაოზე და ყველაფერს იკლებდნენ, რომ საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინათ. ჩვენს კორპუსს "არაშენდა" იმიტომაც ჰქვია, რომ ბოლომდე აშენებული არ იყო, როცა ხალხი შესახლდა და ბევრს დღესაც ბინა საკუთარ სახელზე არ აქვთ დარეგისტრირებული. უმეტესობა საშინელ პირობებში ვცხოვრობთ, ზოგ სადარბაზოში კიბის მოაჯირები და ლიფტიც კი არ არის;

ოთარმა და ნონამ კი შეძლეს ბინა რაღაცისთვის დაემსგავსებინათ, ბავშვების გაზრდისთვის ნორმალური პირობები ჰქონოდათ.

თავიდან ყველამ ვიფიქრეთ, რომ ვიღაც ნაძირლებმა ეს დაინახეს და ყაჩაღობა გადაწყვიტეს, მაგრამ ახლა ყველა ძალიან დაბნეულია. ითქვა, რომ დანაშაული შესაძლოა შურისძიების გამო იყოს ჩადენილი, მაგრამ ვის რა დაუშავა საწყალმა ქალმა, რომელმაც აქაურებს თავი მხოლოდ სიკეთით დაგვამახსოვრა, ასეთი რამ როგორ დამართეს?!

ქალი და ბავშვი ბინიდან გამოასვენეს და კინაღამ ჩვენც იქვე დავიხოცეთ, - ზეწრის ქვეშაც ჩანდა, რომ ნინო შიშველი და აშკარად ნაწამები იყო, ცალი მუხლი დასისხლიანებული ჰქონდა; არ
ვიცი, ამის ჩამდენი სიკვდილით არ უნდა დაისაჯოს?!

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარი დანაშაულის ძიება 109 -ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ასევე: "ბოლოს მითხრეს, შენ ხომ არ მოკალიო? - რას ამბობს ფონიჭალაში მოკლული ქალის მეუღლე



inga
25 თებერვალი 2016 21:08
ძალიან ბევრი დადის ნიღბით. ნათქვამია -"გველი გარედან არის ჭრელი, კაცი შიგნიდან". ბევრი უწყინარ შთაბეჭდილებას სტოვებს, საქართველოში არ იშოვება თუნდაც მანქანების რემონტზე იმდენი ბინაც გაარემონტო ოთხმა სულმა იცხოვროს და ფულები კეცო-თუ შენი კერძო საკუთრება არ არის . ამ ქალს არ ყავდა პირველი ქმარი ეწერა შსს ინფორმაცია. მეორე, ახალი დაწყებული არ არის ემიგრაცია. ყველამ კარგად იცის, რომ როგორ რთულია ემიგრანტის ცხოვრება. მითუმეტეს ახალი ჩასულისთვის. თუ ასე შოულობდა სადღა მიდიოდა. მე მგონი უნდა გამოიძიონ ამ კაცს რა დამოკიდებულება ქონდა პირველი ცოლთან და მის ნათესავებთან, ამ კაცის წარსული. ბევრი დანაშაული ხდება, რასაც არ აცხადებენ და შურისძიებას ირჩევენ. იჩივლებ , თუ ასეთი დანაშაული არ არის, გირაო, ციხე. მერე ამინისტია. ყაჩაღობის დროს და შელაპარაკების დროს ჩადენილ მკვლელებს არ ვამართლებ. და არც მანიაკებს. ფაქტია, ეს ჩაიდინა ძალიან გამწარებულმა.
maiaM
24 თებერვალი 2016 18:31
გადავედი ჭკუდან ,რა უბედურება გვჭირს ყველას ერთად ,მეშინია უკვე ადამიანების მეშინია ,ვინს უნდა ენდო უცნობს ხომ არ გაუღებდა კარს
სხვა სიახლეები
"სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა, როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყლის ქვეშ"
დაწვრილებით...
"პატრულის ეკიპაჟი რომ მოვიდა, ეჭვმიტანილი უკვე გაქცეული იყო... ამბობდნენ, მკვლელი ნასვამი იყო და გიჟივით იქნევდა დანასო"
დაწვრილებით...
9 წლის ირაკლი ცალაგოვი კასპის სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ დედამ უმცროს ძმასთან ერთად გაუშვა.
დაწვრილებით...
ჟურნალმა "გზამ" ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა ვოვა არუთინიანის ციხიდან გამოგზავნილ წერილს.
დაწვრილებით...
ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება შავ ზღვაში დაკარგული ორი ახალგაზრდის ძებნა. რამდენიმე დღეა, ქართველ მაშველებს თურქეთიდან გამოძახებული ბრიგადა ეხმარება, მაგრამ იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ცხედრებს ვერ პოულობენ.
დაწვრილებით...
რუსეთის ქალაქ კრასნოდარში უცნობი პირი ცნობილ ქართველ ბიზნესმენს, მინდია გულუას თავს დაესხა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ქართველი ბიზნესმენი დაჭრა.
დაწვრილებით...
"საქმეში დევს მასალები, რომლის თანახმადაც, ვარაუდობენ, რომ სამი ბრალდებული ვაჰაბიზმის მიმდევარია"
დაწვრილებით...
გონიოში დაკარგული ორი ჯარისკაცის საქმის გამოძიებაში იკვეთება გარემოებები, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები,
დაწვრილებით...
საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ხშირად ჩადიოდა უკრაინაში,
დაწვრილებით...
ქირავდება ან იყიდება 65 კვ.მ
სასწრაფოდ! იყიდება გოთუას ქუჩაზე 84,
სასაწრაფოდ! იყიდება ბინა 39000$-ად, ამ
სასწრაფოდ! იყიდება ბინა სანდრო ეულის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები