"დამეხმარეთ"! - რისთვის მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ქართველი ქალს საბერძნეთში?! - კვირის პალიტრა

"დამეხმარეთ"! - რისთვის მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ქართველი ქალს საბერძნეთში?!

ქართველ ქალზე, რომელსაც საბერძნეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს სტატიას გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს. როგორც გამოცემასთან ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ლედი ტუკვაძე აცხადებს:

"ხათუნა გოგსაძე წლების განმავლობაში ბერძნების ოჯახში მოხუცს უვლიდა. მისი ქმარიც საბერძნეთში მუშაობდა. ერთ დღეს მათ ქმრის, სოსო კარანაძის ნათესავი ეწვია და ცოლ-ქმარს დასაქმება სთხოვა. როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა მიზანი ჰქონია. ერთხანს ცოლ-ქმრის ცხოვრების წესს, მათ მიმოსვლას აკვირდებოდა და ინფორმაციას ქართველ ყაჩაღებს აწვდიდა. სწორედ მაშინ, როცა სოსო კარანაძე თავისი საქმის მოსაგვარებლად (პოლიციის განყოფილებაში მანქანების გასაფორმებლად) იყო წასული, ხათუნა გოგსაძე კი ინტერნეტკაფეს სტუმრობდა, ყაჩაღები იმ ბერძენი მოხუცის ოჯახს თავს დაესხნენ. მოხუცი შემოაკვდათ და ვერც ძვირფასი ნივთებისა და თანხის წაღება მოახერხეს. როცა ხათუნა შინ დაბრუნდა, მოხუცის ოჯახის წევრებს სასწრაფოდ აცნობა ეს ამბავი. გაირკვა, რომ კარანაძეების ნათესავი ყაჩაღური ჯგუფის წევრი ყოფილა.

- ცოლ-ქმარი რა სამხილით დააკავეს?

- რეალური დამნაშავეები დანაშაულს აღიარებდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ ხათუნა გოგსაძემ და სოსო კარანაძემ მათი გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, ეს არც მოსამართლისთვის და არც პროკურატურისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი(?!). სასამართლო პროცესი შეძახილებისა და ქუჩაში გამართული აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ოჯახი, სადაც ხათუნა გოგსაძე მომვლელად მუშაობდა, საკმაოდ გავლენიანია და მათი მხარდამჭერები დამნაშავეების მკაცრად დასჯას მოითხოვდნენ. სასამართლომ მათ უმაღლესი ზომა - სამუდამო პატიმრობა ისე მიუსაჯა, არც დაინტერესებულა, ჰქონდათ თუ არა ეჭვმიტანილებს ალიბი".

რა ჯოჯოხეთურ პირობებში იხდის ქალი სასჯელს და რას სთხოვს საქართველოს ხელსუფლებას და საზოგადოებას?

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" მე-18 ნომერში, ანაც გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად