"ჩემთვის ის ერთი რიგითი ქალი იყო... არასოდეს მიფიქრია მასთან ბავშვის ყოლა" - რა ჩვენება მისცა ოთარ ბერძენიშვილმა გამოძიებას? - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ის ერთი რიგითი ქალი იყო... არასოდეს მიფიქრია მასთან ბავშვის ყოლა" - რა ჩვენება მისცა ოთარ ბერძენიშვილმა გამოძიებას?

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმის განხილვა გრძელდება - განსასჯელს მეუღლისა და 5 წლის შვილის, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. პირველი მოწმე, ვინც სასამართლოზე დაიკითხა, ოთარ ბერძენიშვილი იყო.

ბრალდების მტკიცებით, სწორედ მასთან სასიყვარულო ურთიერთობის გამო დახოცა პაპიძემ ქმარ-შვილი. 10 ივნისს მისი დაკითხვა პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა, რადგან პროცესზე მათი პირადი ცხოვრების დეტალებზე უნდა ესაუბრათ... დაკითხვის შემდეგ ის დაცვის თანხლებით გააპარეს შენობიდან.

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოახერხა და მოიპოვა წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული ოთარ ბერძენიშვილის ჩვენება, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებიდან:

"...თბილისში მშობლებთან და დასთან ერთად ვცხოვრობ. ძირითად დროს უბანში ვატარებ, რადგან ამჟამად არ ვმუშაობ. ჩემს უბანში მცხოვრებ ომარ ქაფიაშვილს ბავშვობიდან ვიცნობდი. ტოლები ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით და ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ...

...ოთარის მეუღლე მაგდა პაპიძე 2015 წლის ოქტომბერში გავიცანი. იგი ჩვენს უბანში ბენზინგასამართ სადგურ "ლუკოილის" მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. სამ დღეში ერთხელ იყო "სმენაში"... მალევე მაგდას შევატყვე, რომ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი და სიმპათიით განეწყო. მწერდა მესიჯებს. ერთხელაც შემომთავაზა, ჩაი ერთად დავლიოთო. ვამჩნევდი, ჩემდამი ლტოლვა ჰქონდა, ერთხელაც მანქანით გასეირნება შემომთავაზა. წავიყვანე და... სისტემატურად მწერდა მესიჯებს, რომ მე ვიყავი მისი სუნთქვა და ჩემთან თავს ბედნიერად გრძნობდა. როცა მორიგე იყო, ვაკითხავდი, მიმყავდა მანქანით და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. ღამე მუშაობის დროს, როცა გამომყავდა, მაღაზიას უტოვებდა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებს... მას ისე ვუყურებდი, როგორც რიგით ქალს. სხვანაირი გრძნობა არ მქონია. დამირეკავდა, მთხოვდა შეხვედრას, თუ მეცალა, ვხვდებოდი. მაგდასთვის არასოდეს მითქვამს, რომ მასთან ვაპირებდი ახლო ურთიერთობის დამყარებას. მისნაირ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ცოლად არასოდეს მოვიყვანდი...

...რაც შეეხება მის ფეხმძიმობას, მაგდას არასოდეს უთქვამს, რომ ჩემგან ფეხმძიმედ იყო. პირველივე ურთიერთობის დროს შევთავაზე, თავი დაეცვა, მითხრა, რომ სპირალი ედგა და თავს იცავდა. საერთო შვილის ყოლაზე არასოდეს გვისაუბრია. მე არანაირი გრძნობა არ მქონია, კიდევ ვამბობ, ჩემთვის ის ერთი რიგითი ქალი იყო და ნამდვილად არასოდეს მიფიქრია მისი ცოლად მოყვანა და მასთან ბავშვის ყოლა...

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "მაგდა პაპიძისნაირ ქალს ცოლად არასოდეს მოვიყვანდი..."