დავით გერლიანი: "ველოდი, თბილისის აეროპ­ორტში პოლიცია დამხვდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად "რუსთავი-2"­ დამხვდა" - კვირის პალიტრა

დავით გერლიანი: "ველოდი, თბილისის აეროპ­ორტში პოლიცია დამხვდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად "რუსთავი-2"­ დამხვდა"

ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი (ჩაჩიბაია), საქართველოში 18 ივნისს ჩამოვიდა და 4 დღის შემდეგ დააკავეს. გერლიანს სასამართლომ ბრალი ორი მუხლით - "კანონიერი ქურდობა" და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა წარუდგინა და 50-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ თემაზე სტატიას გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს:

თამარ აბესაძე, დავით გერლიანის ადვოკატი: - დავით ჩაჩიბაია უკრაინის მოქალაქეა, შესაბამისად, ოდესიდან დეპორტს ვერც გააკეთებდნენ. ჩაჩიბაია ამბობს, ველოდი, რომ თბილისის აეროპორტში პოლიცია დამხვდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად "რუსთავი-2"-ის გადამღები ჯგუფი დამხვდაო. შეეცადა, გარიდებოდა სიტუაციას, ჩაჯდა ტაქსიში და შემოვიდა თბილისში. რამდენიმე წუთში მისთვის ცნობილი გახდა, რომ გივი თარგამაძემ გააკეთა განცხადება, რომ ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და სამართალდამცველ ორგანოებს ზომები არ მიუღიათ. ამის შემდეგ ქართველმა სამართალდამცველებმა გერლიანი 22 ივნისს მარნეულის რაიონში დააკავეს და არა, როგორც ითქვა, სომხეთის საზღვარზე. მას თუ გაქცევა უნდოდა, 18-დან 22-მდე ამის გაკეთება ადვილად შეეძლო.

...

ჩაჩიბაიას კითხვა აქვს გივი თარგამაძესთან. წაგიკითხავთ: "სოცქსელებში რომ ავრცელებდა ინფორმაციას, თუ პოლიტიკური ქულების ჩაწერას არ ცდილობდა, რატომ პოლიციაში არ წავიდა და რატომ დამალა დანაშაული? მას შემდეგ, რაც მის ჩვენებას გავეცანი, გამიჩნდა ეჭვი, რომ სავარაუდოდ, გივი თარგამაძე უნდა იყოს კანონს ამოფარებული "კანონიერი ქურდი", - ამბობს ჩაჩიბაია.

ჩაჩიბაიამ თქვა, "ნაცმოძრაობა" ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კიდევ ბევრ ჩემნაირს მოიპარავსო. ვფიქრობ, ჩაჩიბაიას შემთხვევაში უკრაინამ სახელმწიფოთა შორის შეთანხმება დაარღვია. ის არც იძებნებოდა, მასზე არც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და რაც მთავარია, ის არის უკრაინის მოქალაქე და დეპორტის მასალებს ვერ შეკრებდნენ. ჩაჩიბაია არის უკანონო პატიმარი და პროვოკაციის მსხვერპლი. უნდა გათავისუფლდეს და დაბრუნდეს უკრაინაში.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "გერლიანმა თქვა, "ნაცმოძრაობა" ქაოსის შესაქმნელად ბევრ ჩემნაირს მოიპარავსო"