ფონიჭალაში მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - კვირის პალიტრა

ფონიჭალაში მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია ფონიჭალაში, 22 თებერვალს მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი, სავარაუდოდ, დაკავებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 11:00 საათზე დაგეგმილი ბრიფინგი სწორედ აღნიშნული საქმის გახსნას უკავშირდება. თავად უწყებაში ბრიფინგის თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

22 თებერვალს, ქვემო ფონიჭალაში, 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს.

იხილეთ: "29 ჭრილობა დედას მიაყენა, 16 - მის მცირეწლოვან შვილს" - სასტიკი მკვლელობა გახსნილია

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "თუ კარი გააღო, მაშინ ნაცნობი ყოფილა..."