"დილის 5 საათზე სამი ცხედარი შემოასვენეს სოფელში" - კვირის პალიტრა

"დილის 5 საათზე სამი ცხედარი შემოასვენეს სოფელში"

საგანგაშო რეალობაა, ავტოავარიას ისევ ეწირებიან სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები. ამჯერად ტრაგედია სამტრედიის გზაზე, სოფელ დაფნართან მოხდა - ტრაილერს BMW-ს მარკის ავტომანქანა შეეჯახა, იმდენად ძლიერად, რომ დაიღუპნენ BMW-ში მსხდომი ბიძაშვილები, ზაურ, შალვა და გიგი კაცაძეები. ავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

28 წლის შაკო და 20 წლის ზაურ კაცაძეები ვანის რაიონის სოფელ შუამთაში, ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. გიგი კაცაძის სახლიც იმავე ქუჩაზეა. ის თბილისში ცხოვრობდა და ხშირად ჩადიოდა სოფელში. იმ საბედისწერო დღეს ბიჭები სამტრედიიდან სოფელში ბრუნდებოდნენ. მანქანა ზაურის იყო, სავარაუდოდ, საჭესთან სწორედ ის იჯდა.

შორენა ოჩხიკიძე, ზაურ კაცაძის კლასის დამრიგებელი: - ზაურს ცეკვა უყვარდა და სკოლის ბანკეტზე მითხრა, იმდენი უნდა ვიცეკვო, თავი უნდა დაგამახსოვროთო. ერთ ეზოში ცხოვრობდნენ ბიჭები. შაკო ჩვენი ტაძრის სტიქაროსანი იყო, ჯგუფ "არგოს" მომღერალი. გიგი მშობლებთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. ერთ ეზოში ესვენა ორი ცხედარი, საშინელება იყო. იმ უბანში რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ბიჭი დაიღუპა ავარიით, ახლა ეს საშინელება.

ერთი ვერსიით, მანქანის საჭეს შეექმნა პრობლემა, იმასაც ამბობენ, იმ ადგილას ასფალტის საფარი ამობურცულია და ეტყობა, ვერ დაიმორჩილა მძღოლმა მანქანაო.

მიზეზი დადგინდება, მაგრამ მათ აღარაფერი ეშველებათ. ერთად მივაბარეთ მიწას ეს ლამაზი ვაჟკაცები, ტობანიერში დავკრძალეთ, გიგი კი თბილისში.

წაიკითხეთ სტატია სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 22 აგვისტოს ნომერში ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "BMW ტრაილერს საბურავებში შეუვარდა და..."