"ანჟელას საქართველოში დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი, ქმარი კი შარიათის კანონით ემუქრებოდა" - რატომ დაიწვა თავი ისრაელის მოქალაქემ? - კვირის პალიტრა

"ანჟელას საქართველოში დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი, ქმარი კი შარიათის კანონით ემუქრებოდა" - რატომ დაიწვა თავი ისრაელის მოქალაქემ?

გასულ კვირას ხობის ერთ-ერთ სოფელში ოჯახური კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა - ისრაელიდან მეუღლესა და შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოსულმა არაბმა, 53 წლის იოსეფ ამარმა, მეუღლის მშობლების სახლის წინ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მისი გადარჩენა სცადეს, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, მაგრამ...

ამ ფაქტს წინ უსწრებდა ცოლ-ქმრის კონფლიქტი და ამის შესახებ ხობის პოლიციის თანამშრომლებიც ინფორმირებული იყვნენ - სიდედრი მოძალადე სიძისგან ქალიშვილისა და შვილიშვილების დაცვას ითხოვდა, მამაკაცი კი სიდედრს უჩიოდა და შვილების ნახვის უფლებას მოითხოვდა.

ხათუნა ბეჭვაია, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტის ხელმძღვანელი: - კაცი ცოლს სცემდა, ბავშვები ცდილობდნენ, დედა დაეცვათ და მამა მათაც სცემდა. ანჟელას მშობლები ჰყავს სამეგრელოში და მათთან იყვნენ სტუმრად. ანჟელა ამბობს, ბოლო 10 წელი ქმართან ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, მაგრამ შვილების გამო ვიტანდიო. მიუხედავად იმისა, რომ ქალის მშობლების სახლში იყო, ქმარი აქაც სცემდა. ამ ფაქტს სიდედრი შეესწრო და სიძეს ქალიშვილსა და შვილიშვილებთან ურთიერთობა აუკრძალა. ამის გამო სიძემ პოლიციაში იჩივლა... არაბი მოქალაქის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გაიცა, მაგრამ მაინც მიუვარდა ცოლ-შვილს სახლში, მერე კი შვილების თვალწინ ბენზინი გადაისხა.

ანჟელას საქართველოში დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი, ქმარი კი შარიათის კანონით ემუქრებოდა. როგორც ვიცი, მისი ოჯახის წევრებიც ურეკავდნენ ისრაელიდან და მოითხოვდნენ, სასწრაფოდ დაბრუნებულიყო ბავშვებთან ერთად ისრაელში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც ემუქრებოდნენ.

- ამბობენ, ცოლს ჩადრის ტარებას სთხოვდაო.

- ალბათ, სთხოვდა. აქ ქალი, ეტყობა, უფრო თავისუფლად იქცეოდა და ეს ვერ აპატია ქმარმა

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: რატომ მოიკლა თავი ისრაელის მოქალაქემ?