10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში
10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში
ბევრისთვის ქვეყნის პირველი ქალბატონი იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელსაც წარმოადგენს და მისი მნიშვნელობა ამით შემოიფარგლება, თუმცა, ეს ქალბატონები უამრავ რუტინულ საქმიანობასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში ქვეყნის პირველი პირების გადაწყვეტილებაზე გავლენასაც ახდენენ და არცთუ იშვიათად სახელმწიფოს მართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამჯერად წარმოგიდგენთ ყველაზე ლამაზ პირველ ქალბატონებს მსოფლიოში.

ფოტოგალერეა

10. დომენიკ ოუატარა (კოტ-დ'ივუარი)
დომენიკ ოუატარა კოტ-დ'ივუარის პირველი ლედია. ის ერთ-ერთი მომხიბვლელი პირველი ქალბატონია არა მხოლოდ აფრიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. დომენიკი პირველად ჯან ფოლოუროხს გაყვა ცოლად, თუმცა მამაკაცი
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაიღუპა, მოგვიანებით კი ცოლად გაჰყვა ალასანე ოუატარას, რომელიც ამჟამად კოტ-დ'ივუარის პრეზიდენტია. დომენიკი ქრისტიანია, ის არის ბიზნესქალბატონი, რომელიც სხვადასხვა საქმიანობით არის დაკავებული.
დედოფალი ჯეცუნ პემა (ბუტანი)
9. დედოფალი ჯეცუნ პემა (ბუტანი)

ერთ-ერთი ახალგაზრდა პორველი ლედი, დედოფალი ჯეცუნ პემა 1990 წელს დაიბადა. გოგონა ლონდონში, რეგენტთა კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც  საერთაშორისო ურთიერთობისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე ისწავლა. მოგვიანებით კი ბუტანის მეფის ცოლი გახდა. როდესაც ჯეცუნი დაკავებული არ არის პირველი ლედის მოვალეობებით, თურმე ხატავით იქცევს თავს.  როგორც ამბობენ, ახალგაზრდა დედოფალი ძალიან კარგად თამაშობს კალათბურთსაც.

8. პრინცესა ლალა სალმა (მაროკო)
პრინცესა ლალა სალმა მეფე
მუჰამედ მეექვსის მეუღლეა. ეს მეტად ლამაზი ქალბატონი ფეზში, მაროკოში, 1978 წელს საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. მამა სკოლის მასწავლებელი იყო. მშობლების დაღუპვის შემდეგ, პრინცესა ლალა ბებიამ გაზარდამ, რომელიც იმ დროს რაბათში ცხოვრობდა. პრინცესა პროფესიით ინჟინერია. ამბობენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულია.

7. სილვია
ბონგო ონდიმბა (გაბონი)

სილვია ბონგო ონდიმბა გაბონის პირველი ლედია. სილვია 1965 წელს საფრანგეთში, პარიზში დაიბადა. როდესაც ის სულ რამდენიმე თვის იყო, მის ოჯახს მოუწია სამუშაოდ კამერუნში წასვლა, სადაც სილვიამ ბავშვობა გაატარა. რამდენიმე წლის შემდეგ, მისი ოჯახი გაბონში გადავიდა, სადაც დედამისი სილვიას მომავალი მეუღლის თანაშემწე გახდა. სილვია 2009 წელს, ცოლად გაჰყვა ალი ბონგო ონდიმბას და გახდა პირველი ლედი, როდესაც მისი მეუღლე გაბონის პრეზიდენტად აირჩიეს.
დედოფალი ლეტიცია (ესპანეთი)
6. დედოფალი ლეტიცია (ესპანეთი)
დედოფალი ლეტიცია ორტის როკასოლანო მეფე ფილიპე მეექვსის მეუღლე და ესპანეთის პირველი ლედია. ლეტიცია ესპანეთში, საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. მამა ჟურნალისტი იყო, დედა კი - მედდა. გათხოვებამდე ლეტიცია ცნობილი ჟურნალისტი გახლდათ.

5. მელანია ტრამპი (აშშ)
მელანია კნაუსი 1970 წლის 26 აპრილს სლოვენიაში, იმჟამინდელ იუგოსლავიაში დაიბადა. ის ერთი პატარა ქალაქის პატარა სახლში, საშუალო სტატისტიკურ ოჯახში გაიზარდა. მელანიამ დიზაინისა და ფოტოგრაფიის საშუალო სკოლა დაამთავრა, მოგვიანებით კი ლუბლიანას უნივერსიტეტში სწავლობდა. ცნობილია, რომ ის 6 ენაზე ლაპარაკობს - ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად, გერმანულად, სერბიულ-ხორვატიულად და მშობლიურ სლოვენურად. მილიონერ დონალდ ტრამპს ცოლად ის ჯერ კიდევ 2005 წელს გაჰყვა, ხოლო პირველი ლედი სულ ახალხანს გახდა, როდესაც აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა.

იხილეთ ასევე: "თუ დონალდს ნომერს მივცემდი, მეც მისი ერთი რიგითი ქალი გავხდებოდი" - აშშ-ის ყველაზე სექსუალური პირველი ლედი


4. ანჟელიკა რივერა (მექსიკა)
ულამაზესი ანჟელიკა რივიერა მექსიკის პრეზიდენტის ენრიკე პენა ნიეტოს მეუღლეა. ანჟელიკა ერტდროულად მსახიობი, მოდელი და ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალია მექსიკაში. პირველად ის პროდიუსერ ხოსე ალბერტო კასტროზე დაქორწინდა, რომელთანაც ანჟელიკას 3 შვილი ჰყავს, თუმცა მასთან დაშორების შემდეგ, ის ცოლად გაყვა გუბერნატორ ენრიკე პენა ნიეტოს, რომელიც მოგვიანებით ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

3. ასმა ალ-ასადი (სირია)
ასმა ალ-ასადი - სირიის პირველი ლედი 1975 წელს დაიბადა. ბავშვობის და მოწაფეობის პერიოდი მან გაერთიანებულ სამეფოში გაატარა, სადაც სამეცნიერო ხარისხი მიიღო კომპიუტერულ მეცინერებაში და დიპლომი ფრანგულ ლიტერატურაში. 2000 წელს ბაშარ ალ-ასადის გაჰყვა ცოლად.
მეჰრიბან ალიევა (აზერბაიჯანი)
2. მეჰრიბან ალიევა (აზერბაიჯანი)
მეჰრიბან არიფის ასული ალიევა (ქალიშვილობის გვარი ფაშაევა) 1964 წლის 26 აგვისტოს, ბაქოში ერთ-ერთ გავლენიან ოჯახში დაიბადა. 1981 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეჰრიბანი ჰეიდარ ალიევის ვაჟს, ილჰამ ალიევზე დაქორწინდა. პირველი ლედი, პროფესიით ექიმია. მამათილის, ანუ ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ, 2004 წელს მეჰრიბან ალიევამ დააფუძნა "ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდი". ახლახანს პრეზიდენტმა მეუღლემ მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.

იხილეთ ასევე: "სილამაზე დედისგან მერგო" - აზერბაიჯანის ყველაზე მოდური და გავლენიანი პირველი ლედი

1. დედოფალი რანია (იორდანია)
იორდანიის დედოფალი რანია ალ-იასინი ქუვეითში 1970 წელს დაიბადა. მან ამერიკული უნივერსიტეტი დაამტავრა კაიროში ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. მას შემდეგ, რაც რანია ცოლად გაჰყვა იორდანიის მეფეს, აბდულაჰ ალ-ჰუსეინს, ის პირველი ლედი გახდა. ის იმდენად ლამაზია, რომ 2011 წელს ჟურნალმა Harpers and Queen მსოფლიოში ყველაზე ლამაზ პირველ ლედად დაასახელა.

იხილეთ ფოტოგალერეა: 10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში

წყარო

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

მკითხველის კომენტარი (8)
ნინი
16 მარტი 2017 12:06
მელანია ტრამპი ულამაზესია და ნურავის ნუ შეადრით მას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
INGA
15 მარტი 2017 13:27
რანიაააა ყველაზე ლამაზიც და საყვარელიც
Nik
15 მარტი 2017 01:15
Chemtvis Sandra aris da ikneba..
gela
15 მარტი 2017 00:35
ჩვენი პირველი ლედი ბევრს სჯობს ამ ათეულში თუ ყველას არა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები