ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის ბორტგამცილებელმა საკუთარი მომავალი იწინასწარმეტყველა? - კვირის პალიტრა

ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის ბორტგამცილებელმა საკუთარი მომავალი იწინასწარმეტყველა?

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი Airbus A320, რომელიც ასრულებდა რეისს პარიზი - ქაირო, 19 მაისს რადარებიდან ქაიროს დროით დაახლოებით 02:45 წუთზე გაქრა. თვითმფრინავის ძებნის მასშტაბური სპეცოპერაცია დღემდე მიმდინარეობს.

გამოცემა Aviation Herald-ის ინფორმაციით, Airbus A320 -ის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე თვითმფრინავის სალონში ამუშავდა კვამლის დეტექტორი. საავიაციო სისტემის სპეციალური სისტემის (ACARS) მონაცემებით, რასაც გამოცემა ეყრდნობა, კვამლის დეტექტორი ჯერ ამუშავდა ლაინერის ერთ-ერთ ტუალეტში, რის შემდეგაც კვამლი გაჩნდა რადიოელექტრონულ განყოფილებაში, რის შემდეგაც თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა.

იხილეთ ასევე: "სავარაუდოდ, ბორტზე ხანძარი იყო, ეს იყო ტექნიკური აალება თუ ბომბის აფეთქება, ჩვენ არ ვიცით" - Airbus A320 -ს ძებნა გრძელდება

სამარ ეზელდინი გამქრალი თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრია. EgyptAir-ის თვითმფრინავის A320-ის ბორტგამცილებელმა კატასტროფამდე ორი წლით ადრე "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო ჩაძირული თვითმფრინავის ფონზე. ფოტოზე ჩანს, რომ სტიუარდესა ზღვიდან სველი ტანსაცმლით ამოდის, ხელში ჩემოდანი უჭირავს, უკანა ფონზე ჩაძირული თვითმფრინავი ჩანს. მისი მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ სამარმა თავისი მომავალი წინასწარ იწინასწარმეტყველა.

გოგონამ ფოტო 2014 წლის 26 სექტემბერს, ჯერ კიდევ მუშაობის დაწყებამდე გამოაქვეყნა. (წყარო)