"ჩემი შვილი ძალიან გაბრაზდა, როცა დაინახა როგორ კოცნიდნენ მამაკაცები ერთმანეთს" - რას ამბობს ორლანდოს ტერაქტის ავტორის მამა?! - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი ძალიან გაბრაზდა, როცა დაინახა როგორ კოცნიდნენ მამაკაცები ერთმანეთს" - რას ამბობს ორლანდოს ტერაქტის ავტორის მამა?!

ამერიკის უახლეს ისტორიაში მომხდარმა ყველაზე მასობრივმა მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ომარ მატინმა, რომელიც ავღანური წარმოშობის ამერიკის მოქალაქე გახლდათ, ცეცხლსასროლი იარაღით ღამის კლუბ Pulse-ში 49 ადამიანი მოკლა, ხოლო 53-ზე მეტი დაჭრა.

ამერიკის ფედერალური ბიუროს განცხადებით, 29 წლის ომარ მატინი პოლიციელმა მოკლა, თუმცა ჯერ კიდეც დაუდგნელია ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ჩაიდინა ახალგაზრდა მამაკაცმა მსგავსი საშინლება.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მატინი მხარს უჭრდა რადიკალურ ისლამს და 911-ში დარეკვისას, განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერია.

მასობრივი მკვლელობის განხორციელების შემდეგ კი თავად ტერორსტულმა დაჯგუფებამ გააკეთა განცხადება, რომ ქმედება "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერმა ჩაიდინა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია რამდენად იყო მატინი ჯგუფის წევრი, თუ ეს იყო ქმედება რათა მომავალში ის ექსტრემისტების რიგებში აღმოჩენილიყო.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომხდარი ტრაგედია "ზიზღისა და ტერორის აქტად" შეაფასა.

"ეს დღე ყველაზე მძიმეა ჩვენი არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეებისთვის, რომლებიც კლუბში მიდიოდნენ, რათა მეგობრებთან ერთად დრო გაეტარებინათ", - განაცხადა ობამამ.

თავდამსხმელის ოჯახისწევრების განცხადებით, გარდაცვლილი დამნაშავე ჰომოფობი იყო, თუმცა რადიკალური ექსტრემიზმით არ გამოირჩეოდა.

სადიქ მატინი, ომარ მატინის მამა

სადიქ მატინი, ომარ მატინის მამა: "ჩემი შვილი ძალიან გაბრაზდა, როცა მაიამიში დაინახა როგორ კოცნიდნენ მამაკაცები ერთმანეთს.  შოკში ვართ, როგორც მთელი ქვეყანა, ჩვენ არ ვიცოდით ომარი ამას თუ გეგმავდა".

მკვლელის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენისას, ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა რონ ჰოფერმა პრესას განუცხადა, რომ ომარი ჯერ კიდევ 2013 წელს  ორჯერ დაიკითხა, რადგან თანამშრომლებთან საუბრისას განაცხადა, რომ კავშირი ჰქონდა ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" და ლიბანურ დაჯგუფება "ჰესბოლასთან".

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მკვლელი გეი კლუბის ხშირი სტუმარი იყო, ამას ადასტურებს 4-ზე მეტი თვითმხილველი, მათი თქმით, ომარი კლუბში სვამდა და ხშირად შემთხვევაში, ალკოჰოლის ზედმეტი დოზის მიების გამო არეულობას იწვევდა.

ერთი მოწმის ჩვენების თანახმად, ერთი წლის წინ მობილური აპლიკაციის საშუალებით, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების გასაცნობად გამოიყენება, ომარი მას შეხვედრას სთავაზობდა, თუმცა დაგეგმილი შეხვედრა არ შემდგარა.

უამრავი ვერსიის განხილვის შემდეგ, სამართალდამცავები დღეს საუბრობენ, რომ ომარმა სოლიდარობა გამოუცხადა მის ძმებს ჯოჰარ და თამერლან ცარნაევებს, რომელთაც 2013 წელს ბოსტონში აფეთქება მოაწყვეს და კიდევ ერთ ამერიკელ თვითმკვლელ ტერორისტს, რომელიც დაჯგუფება "ალ-ქაიდას" წევრი იყო.

წყარო

იხილეთ ასევე: "ისლამური სახელმწიფო" დიდი პროფესიონალიზმით დევნის და უთვალთვალებს გეებს" - ვინ მოაწყო სასაკლაო გეიკლუბში?

მოამზადა ეკა გადახაბაძემ