რას მოუტანს მსოფლიოს პუტინისა და ტრამპის "ფლირტი"?! - კვირის პალიტრა

რას მოუტანს მსოფლიოს პუტინისა და ტრამპის "ფლირტი"?!

ფლირტი ოკეანეს გაღმა გრძელდება - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ არ გამორიცხა, რომ კრემლის ლიდერი საპრეზიდენტო კამპანიაში დონალდ ტრამპს ეხმარება.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის მაღალჩინოსნებმა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის მონაცემთა ბაზის დაზიანებაში, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებზე მომუშავე ჰაკერული ჯგუფი დაადანაშაულა და მყარ მტკიცებულებებზე მიუთითა.

"ყველაფერია შესაძლებელი"- ასე უპასუხა ბარაქ ობამამ ჟურნალისტის კითხვას, ახდენს თუ არა გავლენას რუსეთი დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს შორის ძალთა გადანაწილებაზე.

"პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ვლადიმერ პუტინის მიმართ აღფრთოვანება არაერთხელ გამოხატა და, ვფიქრობ, კრემლის მხრიდან საპასუხო პატივისცემა დაიმსახურა"- განაცხდა ობამამ.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მოქმედ პრეზიდენტს ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი წინასაარჩევნო კამპანიისას ძალთა გადანაწლებას ამერიკელი ბიზნესმენის სასარგებლოდ ცდილობს.

ოფიციალური პირების განმრტებით, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ დემოკრატიული პარტიის მონაცემების დაზიანებაზე პასუხისმგებელ ჰაკერულ ჯგუფებს ამერიკის კონტრდაზვერვასთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ.

გაგრძელება

იხილეთ ასევე: "პუტინი მას აქებს და მასაც უყვარს პუტინი" - რა ემუქრება პუტინის და ტრამპის "ზეცაში გადაწყვეტილ ქორწინებას"?!