30 დაღუპული, მათ შორის 7 სტუდენტი - ავღანეთში მშვიდობა კვლავაც აუხდენელ ოცნებად რჩება - კვირის პალიტრა

30 დაღუპული, მათ შორის 7 სტუდენტი - ავღანეთში მშვიდობა კვლავაც აუხდენელ ოცნებად რჩება

24 აგვისტოს, ოფიციალური ინფორმაციით, 30 ადამიანი, მათ შორის 7 სტუდენტი, დაიღუპა ქაბულში, ამერიკულ უნივერსიტეტზე შეიარაღებული "ბოევიკების" თავდასხმისას.

ორი თავდამსხმელი შტურმის დროს უსაფრთხოების სამსახურებმა მოკლეს. სტუდენტები და უნივერსიტეტის თანამშრომები მძევლებად მას შემდეგ იქცნენ, რაც უნივერსიტეტი შეიარაღებულმა ადამიანებმა დაიკავეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

(იხილეთ ასევე: "დაგვეხმარეთ, სროლა სულ უფრო და უფრო ახლოვდება, შესაძლოა ეს ჩემი უკანასკნელი პოსტიც არის" )

გადაცვლილთა შორის 3 პოლიციელი და სამიც დაცვის თანამშრომელია, 35 სტუდენტი და 9 პოლიციელი კი დაჭრილია. " შტურმის შედგად 750 სტუდეტისა და თანამშრომელის გადარჩენა მოხერხდა", - განიცხადა ბი-ბი-სის ქაბულის პოლიციის უფროსმა აბდულ რახიმმა.