"მამას უთხრა: "მისმინე, ეს საშინელებაა" - ვისი გავლენით მიიღო ტრამპმა სირიაზე დარტყმის გადაწყვეტილება? - კვირის პალიტრა

"მამას უთხრა: "მისმინე, ეს საშინელებაა" - ვისი გავლენით მიიღო ტრამპმა სირიაზე დარტყმის გადაწყვეტილება?

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის განცხადებით, მისმა დამ, ივანკა ტრამპმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, დარტყმა განეხორციელებინა სირიაზე.

"ივანკა გულგატეხილი და აღელვებული იყო იდლიბში ქიმიური იარაღით თავდასხმის გამო", - განუცხადა მან ბრიტანულ გაზეთს The Daily Telegraph.

"ივანკა სამი შვილის დედაა და მას გავლენა აქვს. დარწმუნებული ვარ, მან მამას უთხრა: "მისმინე, ეს საშინელებაა". მამაჩემი ასეთ დროს ქმედებებისკენ გადადის", - განაცხადა მან.

ბრიტანული გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ივანკა ტრამპის გავლენამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრამპის მიერ სირიაზე საჰაერო დარტყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

იხილეთ ასევე: "ტრამპს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა" - ჩანასახშივე განადგურებული გადატვირთვის პოლიტიკა და სამყარო მესამე მსოფლიო ომის მოლოდინში?

"ინტერპრესნიუსი"