რვა წლის გოგო, რომელიც მანჩესტერის ტერაქტის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

რვა წლის გოგო, რომელიც მანჩესტერის ტერაქტის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილი იპოვეს

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.

"ტელეგრაფის" ცნობით, რვა წლის გოგო, რომელიც მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილი იპოვეს.

საფი როუზ რუსოსი კონცერტზე დედასთან და დასთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. საფი როუზ რუსოს დედა და და დაშავებულებს შორის არიან და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან.

იხილეთ ასევე: "ეს ჯოჯოხეთი იყო, ვცდილობდი იმ ბავშვების დახმარებას, ვინც მშობლის გარეშე იყო" - სისხლიანი თავდასხმა ბრიტანეთში