დაუჯერეთ "გიჟს"!..
08-03-2010
ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჟირინოვსკის ნათქვამზე ხელის მოწერის სურვილი გამიჩნდებოდაესეც ორი! მესამე რიგში დგას. ალბათ მეოთხეც გამოჩნდება! სიმართლე გითხრათ, ასეთი იმედგაცრუებული აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის მეგონა, ქართველებში თავმოყვარეობის გრძნობა გამძაფრებული იყო; მეგონა, საქართველოს ისტორიაში საკმარისად იყო მაგალითები საიმისოდ, რომ გვესწავლა... თუმცა, ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილმა თავში კეტი ჩამცხო და გამომაფხიზლა. როდესაც პუტინის კაბინეტში ჩამომსხდარ და თავდახრილ ქართველ პოლიტიკოსებს ვუყურებ, ყოველთვის ვფიქრობ: რა საჭირო იყო ეროვნული მოძრაობა? ვისთვის იყო ეს საჭირო? ვისთვის ან რისთვის დაიღვარა 9 აპრილს სისხლი. იმისთვის, რომ ჩვენ ისევ რუსეთთან მივხოხებულიყავით? მახსოვს, წლების წინ ჟირინოვსკი "რუსთავი 2"-ის ეთერით გვემუქრებოდა: მოვა დრო და ქართველები მუხლებზე მოხოხდებით ჩვენთანო. იგი ამ ფრაზას ხშირად იმეორებდა და ყოველთვის ვფიქრობდი, გიჟია ეს ოხერი-მეთქი. ისიც მახსოვს, მაშინ დავწერე: ამას ვერასოდეს ეღირსებით, ვლადიმირ ვოლფოვიჩ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქართველებმა ხოხვა არ იციან-მეთქი. |





















