"ამ წერილში ყველაფერს აღვწერ" - ბიძინა ივანიშვილი მორიგი წერილის გამოქვეყნებას გეგმავს - კვირის პალიტრა

"ამ წერილში ყველაფერს აღვწერ" - ბიძინა ივანიშვილი მორიგი წერილის გამოქვეყნებას გეგმავს

პარტია "ქართული ოცნების" ყრილობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. დარბაზში შესულ ყოფილ პრემიერს, საზოგადოება ფეხზე ადგომითა და აპლოდისმენტებით შეეგება.

ყოფილ პრემიერს ვრცელი კომენტარები არ გაუკეთებია, თუმცა როგორც ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს არ იცნობს და მათ შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია. მისივე თქმით, ახალი სახეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შერჩეულია.

ივანიშვილის თქმით, ერთ კვირაში წერილს გამოაქვეყნებს, სადაც მთავრობის გასული ოთხი წლის საქმიანობას შეაჯამებს.

”მინდა მივულოცო დღევანდელი დღე პარტია ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”. რა თქმა უნდა, მხარდაჭერას აღმოვუჩენ. ერთი კვირის თავზე, წერილობით გამოვაქვეყნებ ყველაფერს, სადაც ყველაფერზე გავცემ პასუხს. იქნება ერთგვარი ანგარიში, სადაც ყველაფერი იქნება მოცემული, ამ წერილში ყველაფერს აღვწერ მე”.

ვიდეო

იხილეთ ასევე: "ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მხურვალე აპლოდისმენტებით შეეგებნენ