"სამოქალაქო ომი სომხეთს კატასტროფამდე მიიყვანს" - კვირის პალიტრა

"სამოქალაქო ომი სომხეთს კატასტროფამდე მიიყვანს"

"სომხეთში ნამდვილად არასახარბიელო ვითარებაა, მაგრამ ამის შეცვლა შეიარაღებული ამბიოხით, დიდი შეცდომა იქნება"

17 ივლისს, გამთენიისას, ერევნის ერთ-ერთი პოლიციის შენობა შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შენობაში მყოფი პოლიციის თანამშრომელები მძევლად აიყვანეს, მათ შორის, პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც ორმხირივი სროლისას დაიჭრა. ოფიციალური პირებმა მალევე განაცხადეს, რომ მათთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. დღის მეორე მახევარში კი, რაიონში, სადაც პოლიციის შენობა მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია და სპეცოპერაციისთვის მზადება დაიწყო...

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თავდამსხმელები ოპოზიციური მოძრაობის "დამფუძნებელი პარლამენტი" მომხრეები არიან. მათ მიერ შენობის დაკავების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. თავდამსხმელები რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის სომხეთში საკმაოდ ცნობილი სამხედრო პირისა და ნაციონალისტი პოლიტიკოსის ჟერაირ სეფილიანის... მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემაცაა.

შეიარაღებილი ჯგუფის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვარუჟან ავეტისიანმა  მიმართვა გაავრცელა, რომ მათ ამბოხება დაიწყეს, რომლის მიზანიც მთავრობის დამხობა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა. ოპოზიციური ორგანიზაცია "დამფუძნებელი პარლამენტი" ხშირად მართავს საპროტესტო აქციებს ერევანში ქვეყნის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის გადაყენების მოთხოვნით. ბოლო წლებია, ჟირაირ სეფილიანის პერსონა, თავისი ბეგრაუდნის გამო, სომხეთში მსჯელობის საგანია.

შირაკ აბრამიანი, ადამიანის უფლებათა დამცველი:

- ერევანში დაძაბულობა გრძელდება. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს ძალიან ცუდია, რადგან მეამბოხეებს ჰყავთ მძევლები, უკვე მოკლულია ერთი ადამიანი, არიან დაჭრილები...

- რა გახდა შეიარაღებული ამბოხის მოტივი?

- სომხეთში ნამდვილად სახარბიელო ვითარებაა, მაგრამ ამის შეცვლა შეიარაღებული ამბიოხით, დიდი შეცდომა იქნება. პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ კარგად ვხედავ, რომ ქვეყანა ისედაც უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია და კიდევ ერთი სამოქალაქო ომი, ქვეყნისთვის, უბრალოდ კატასტროფა იქნება...

ჟერაირ სეფილიანი პოდპოლკოვნიკი სეფილიანი, ყარაბაღის ომის დროს ლიბანიდან ჩამოვიდა და სამხედრო კარიერა სომხეთში გაიკეთა. ის ყარაბაღის გმირია, პირველი ხარისხის სამხედრო ჯვრითა და გმირობის ორდენითა დააჯილდოებული. გასული საუკუნის 90-იან წლებში ორგანიზაცია "დაშნაკცუტუნის" აქტივისტი გახლდათ. მას ყარაბაღის სომხეთისთვის შემოერთება და საბოლოოდ, ყველაფრის კანონიერ ფარგლებში მოქცევა უნდოდა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. ამიტომაც, მოგვიანებით, 2000 წელს ხელისუფლების რადიკალური ოპოზიციაში გადაინაცვლა...

ის უკვე წლებია პოლიტიკურ არენაზეა, ასევე დიდი ხანია პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ იბრძვის. გარკვეული დროის განმავლობაში აქტიურად მართავდა აქციებს... წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია "გათავისუფლებული ტერიტორიების დაცვის" საზოგადოებრივ მოძრაობასა და "სომეხი მოხალისეების გაერთიანებას". 2006 წელს, თავის თანამოაზრე ვარდან მალხასიანთან ერთად, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლის ბრალდებით დააკავეს. მას ასევე ბრალად ედებოდათ იარაღის უკანონო შენახვა. 2008 წელს ის გაათავისუფლეს, რის შემდეგაც პოლიტიკური ბრძოლა გააგრძელა...

2015 წლის აპრილში, მასობრივი არეულობის მოწყობის მცდელობის ბრალდებით ისევ დააკავეს, მაგრამ ამ დროისთვის მხარდამჭერების საკმაოდ დიდი გუნდი შემოიკრიბა. სომხეთის ხელისუფლებაში მისი პერსონით გამოწვეული საფთხე სულ უფრო მწვავე ხდებოდა.

სეფილიანი სარგსიანის ხელისუფლებას არასწორ საგარეო კურსში, ქვეყნის ეკონიმიკური კრიზისის მოუგვარებლობაში, ყარაბაღის კონფლიქტის მიმართულებით სრულ უქმოდებოსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში ადანაშაულებდა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა... ციხეში ყოფნას მისი სამოქმედო არეალის გაფართოებაში ხელი არ შეუშლია, - პირიქით, ეს მის საქმიანობასა და ავტორიტეტს მნიშვნელოვნად წაადგა... მისი ციხეში ყოფნა ხელისუფლებისთვის უარესი აღმოჩნდა, ამიტომ ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, 2015 წლის მაისში გაათავისუფლეს. ხელისუფლება, კონკრეტულად კი, შესაბამისი უწყებები მას მუდმივად აკონტროლებდნენ, მაგრამ ის მაინც თავისას განაგრძობდა და დაარსა ახალი მოძრაობა და აქტიურად გამოდიოდა სომხეთის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ... იმავე წელს, რეფერენდუმამდე რამდენიმე ხნით ადრე დააფუძნა ოპოზიციური მოძრაობის საზოგადოებრივი ფრონტი "ახალი სომხეთი". გასული წლის დეკემბერში, ის თავის თანამოაზრეებთან ერთად, ერევნის ტელეანძისა და ადმინსიტრაციული უწყების შეიარაღებული ძალით აღების ბრალდებით კვლავ დააპატიმრეს...

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მას კავშირები ჰქონდა პირებთან, რომლებიც იარაღით ამარაგებდნენ და მითითებებს აძლევდნენ. თავის მხრივ, ისინი მზად იყვნენ საჭიროების შემთხვევაში მისთვის სამხედრო, ფიანანსური და სხვა მნიშველოვანი დახმარებები გაეწიათ.

- ვინ შეიძლება იდგეს მის უკან?

- კვალი სხვადასხვა მიმართულებით მიდის, - ერთ-ერთი ვერსიით, მის უკან ამერიკაში მყოფი სომხური დიასპორა დგას, თუმცა. ასევე, არის მოსაზრება, რომ მას გარკვეული გავლენიანი მხარდამჭერები რუსეთშიც ჰყავს... ახლა მთავარია ეს ყველაფერი მასშტაბური არეულობაში არ გადაიზარდოს.

პ.ს. ბოლო ინფორმაციით, ერევენში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში 2 მძევლის გათავისუფლება მოხერხდა, თუმცა ვითარება კვლავაც დაძაბულია, აპირებენ თუ არა შტურმით შენობის აღებას სომეხი სამართლადმაცავები, უცნობია.

იხილეთ ასევე: დაჭრილები, მძევლები, გარდაცვლილი - არეულობა სომხეთის დედაქალაქში

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

.