"უკვე წლებია ვითხოვ გოგოჭურის დაკავებას" - რამდენჯერ და რა ბრალდებებით იყო დაკავებული პრეზიდენტის სიძე? - კვირის პალიტრა

"უკვე წლებია ვითხოვ გოგოჭურის დაკავებას" - რამდენჯერ და რა ბრალდებებით იყო დაკავებული პრეზიდენტის სიძე?

რა მოხდა 2016 წლის 28 ივნისს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში - სანამ ამ კითხვაზე პროკურატურისგან ოფიციალურ პასუხს მოვისმენთ, პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის პოლემიკა გრძელდება.

გაზეთი "კვირის პალიტრა" ამ საკითხზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელიდანაც ყველა მხარი პოზიციას შეიტყობთ, ასევე გაიგებთ რამდენჯერ და რა ბრალდებებით იყო დაკავებული მინდია გოგოჭური.

გთავაზობთ ამონარიდებს:

2011 წელს, რუსთაველის გამზირზე შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილი მოკლეს... ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა.

თამილა კოჭლამაზაშვილი: - უკვე წლებია ვითხოვ მინდია გოგოჭურის დაკავებას, მაგრამ დღემდე ვერ მივაღწიე. გოგოჭურმა ერთ-ერთმა პირველმა ესროლა ზუკას და ეს ვიდეოკადრებშიც ჩანს. ეს კადრები წარვუდგინეთ პროკურატურას, თუმცა რეაგირება არ ყოფილა... გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ვერ მივა¬ღწიე, რომ მისთვის ბრალი წაეყენებინათ¬ და პასუხი ეგო ჩემი შვილის სადისტური მკვლელობისთვის. როგორც ჩანს, მას ძველი მთავრობაც მფარველობდა და ახალიც. პრეზიდენტი ხელს აფარებს მაშოს მეუღლეს, მინდია გოგოჭურს.

გამოძიება არ დაობს, რომ ამ საქმეში მონაწილეობდნენ სხვა პირებიც, მათ შორის გოგოჭურიც, მაგრამ პროკურატურა ჯერ ისევ დუმს. არიან მოწმეებიც, მაგრამ ჩვენების მიცემის ეშინიათ, რადგან მკვლელები გარეთ არიან. ჩემი შვილი წამებით მოკლეს და არ გავჩუმდები, ვიდრე ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს ამ სისასტიკისთვის...

რამდენჯერ და რა ბრალდებებით იყო დაკავებული მინდია გოგოჭური

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, პრეზიდენტის სიძე რამდენიმე კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. კერძოდ, რამდენიმე წლის წინ, გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. როგორც გაირკვა, ცხრა ძმის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ხელაშვილი მძიმედ დაჭრეს. იმავე დღეს ეჭვმიტანილის სახით მინდია გოგოჭური დააკავეს. გოგოჭურს თავადაც აღენიშნებოდა დაზიანებები და იმ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილი ხელაშვილი გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა გოგოჭური სწორედ საავადმყოფოში დააკავეს. ის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა. თუმცა, გოგოჭურმა საავადმყოფოდან გაპარვა მოახერხა და მიიმალა.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: პრეზიდენტის სიძის საქმე #...