"პოლიტიკაში ფეხბურთელების გარიგება შესაძლებელი ყოფილა" - რეზო არველაძე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია?! - კვირის პალიტრა

"პოლიტიკაში ფეხბურთელების გარიგება შესაძლებელი ყოფილა" - რეზო არველაძე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია?!

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, "ქართული ოცნება" 20 აგვისტომდე თბილისის მაჟორიტარების წარდგენას აპირებს, თუმცა საბოლოო სია ამ დრომდე ჩამოყალიბებული არ არის. გაზეთი ამ საკითხზე ექსპერტ გია ხუხაშვილის მეტად საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

- ჩვენი ინფორმაციით, თბილისში მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად რევაზ არველაძეც განიხილება. არადა, კარგად გვახსოვს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ვიცე-პრემიერის დაპირისპირება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევისას.

- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რეზო არველაძე "ქართული ოცნების" შემომწირველი გახდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ეს უბედურება ტრიალებს - ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ამჩნევდნენ, რა რეჟიმში გვიწევდა ცხოვრება, დღეს სისხლიან ცხრა წელზე გაუთავებლად ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც კარგად ახსოვს რეზი არველაძისა და კახი კალაძის დაპირისპირება, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთისგან განსხვავებით, პოლიტიკაში ფეხბურთელების გარიგება შესაძლებელია. მერწმუნეთ, თუ ეს ვარაუდები დადასტურდა, "ქართულ ოცნებას" ივანიშვილის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 8 აგვისტოს ნომერში ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და ნახეთ სტატია: "ვინ ადგენს მაჟორიტარების სიას "ქართულ ოცნებაში?!"