"უკვე მეშინია, კონტროლის პალატამ ფული არ მოგვთხოვოს, ივანიშვილი უფასო რეკლამას რომ გვიკეთებს" - კვირის პალიტრა

"უკვე მეშინია, კონტროლის პალატამ ფული არ მოგვთხოვოს, ივანიშვილი უფასო რეკლამას რომ გვიკეთებს"

რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გუშინ გასაჯაროვებულ წერილში კარგად ჩანს, რომ კოალიციის ერთ-ერთი წევრი დავით უსუფაშვილი უფრო მეტად ზრუნავს კოალიციაზე და ქვეყანაზე, ვიდრე საკუთარ პარტიაზე. ამის შესახებ ბერძენიშვილმა ”იმედთან” საუბრისას უსუფაშვილის წერილზე კომენტირებისას განაცხადა.

წაიკითხეთ ასევე: "ამომეწურა დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი" - რას წერდა დავით უსუფაშვილი ივანიშვილისა და კვირიკაშვილის?!

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ „რესპუბლიკელების“ მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკას, ბერძენიშვილის შეფასებით, ამით ივანიშვილი მათ პარტიას უფასო რეკლამას უკეთებს, რის გამოც ეშინია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ფული არ მოსთხოვოს“.

”ოცნება” ახლა თავს იბრმავებს და ვერ კითხულობს, მაგრამ ამ წერილიდან კარგად ჩანს, ვინ ზრუნავდა ქვეყანაზე. დიდი მნიშვნელობა მასთან (ბიძინა ივანიშვილთან) კამათს არ აქვს, როცა უბრალოდ ჭორაობს და უბრალოდ უზნეოდ იქცევა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იგი კონტრპროდუქტიული იქნება და რამდენჯერაც შეგვაგინებს, იმდენ ახლა ხმებს მოგვიტანს. მე უკვე მეშინია, ოდესმე არ მოგვადგეს კონტროლის პალატა და ფული არ მოგვთხოვოს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი უფასო რეკლამას გვიკეთებს”, -განაცხადა ბერძენიშვილმა.