"მიშას ბანდამ იცის არჩევნები წაგებული რომ აქვს და მხოლოდ სისხლისღვრის გზით ესახება ძალაუფლების დაბრუნება" - კვირის პალიტრა

"მიშას ბანდამ იცის არჩევნები წაგებული რომ აქვს და მხოლოდ სისხლისღვრის გზით ესახება ძალაუფლების დაბრუნება"

"საინტერესოა, ახლა მაინც თუ მიხვდებიან "ნაცმოძრაობის" სიის მეწინავეები, რომ ისინი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ლეღვის ფოთლებად სჭირდებათ?!"

სოციალურ ქსელში მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს შორის დიალოგია ასახული. ოდესის გუბერნატორი აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გიგი წერეთელს ესაუბრება "რევოლუციურ სცენარზე". უცნობია ავთენტურია თუ არა ჩანაწერი და სად ან როდისაა ის ჩაწერილი.

იხილეთ: "აქ მოხდება... კადაფი"! "ივანიშვილის სახლი არის ასათვისებელი"! - რაზე ლაპარაკობენ, სავარაუდოდ, სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" წევრები?!

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელში, გავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ვასილ მაღლაფერიძე, პუბლიცისტი:

"ერთადერთი კითხვა ჩნდება, იარაკლი ბათიაშვილი რომ დაიჭირეს სახელმწიფოს სახელმწიფო გადატრიალების ინტელექტუალური მხარდაჭერის ბრალდებით, ის მუხლი კვლავაც ძალაშია?! სხვაფრივ აღნიშნული ჩანაწერი თვისებრივ სიახლეს არ შეიცავს, უბრალოდ მკაფიოდ გამოჩნდა რამდენიმე რამ:

მიშას ბანდამ იცის რომ არჩევნები წაგებული აქვს და მხოლოდ სისხლისღვრის და არეულობის გზით ესახება ძალაუფლების დაბრუნება.

ცხადია ისიც, რისთვისაც სჭირდებოდათ "რუსთავი2"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი. არც სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებული გვირაბის თხრა ყოფილა მხოლოდ ჩიქორთული მეტაფორა.

საინტერესოა, ახლა მაინც თუ მიხვდებიან "ნაცმოძრაობის" სიის მეწინავეები, რომ ისინი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ლეღვის ფოთლებად სჭირდებათ?!

აუცილებელია, მთელი ამ რევოლუციური კამპანიის სამართლებრივი შეფასება - რამდენად თავსდება ამ ნაცმოძრაობის საქმიანობა და მიზნები დემოკრატიის ფარგლებში და ხომ არ გადადის ეს ლობიოობაში?!

P.S. თუმცა, ერთ სიახლესაც ვხედავთ, გიგი წერეთელი დავაჟკაცებულა და ხეზე შეჯდომასაც აპირებს."

ზვიად კირტავა (სოციალურ ქსელში ცნობილი როგორც სოლომონ ტერნალელი):

"სანდრა რულოვსმა - ჩემ მეუღლეს ახლა ყელშიც ჩავხედე და ნამდვილად მონტაჟია ეგ ჩანაწერი - ხორხის იოგები არ ემთხვევაო

სხვების მეუღლეებისგან ვიცით რამე ლარინგოსკოპიის მონაცემებზე?".