გიორგი მარგველაშვილი შეიძლება გადადგეს?! - პარლამენტის ექსთავმჯდომარის სკანდალური პროგნოზი
გიორგი მარგველაშვილი შეიძლება გადადგეს?! - პარლამენტის ექსთავმჯდომარის სკანდალური პროგნოზი
განვლილი წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა არჩევნების შემდეგ დავით უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტიიდან "წასვლა იყო. გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზოგად შეფასებებს დასჯერდა და საჯარო სივრცეს დროებით, თუმცა დაბრუნების პერსპექტივით დაემშვიდობა.

როდის აპირებს პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას და 2020 წელს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ბრძოლას? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით-უსუფაშვილი რამდენიმეთვიან დუმილს არღვევს და "კვირის პალიტრის" კითხვებს ექსკლუზიურად პასუხობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- "ქართულ ოცნებას" გაუმართავი კონსტიტუცია კი არ ანაღვლებს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი აღიზიანებს.-
მთელი ცხოვრება ვიყავი და ვრჩები კლასიკური საპარლამენტო მმართველობის მოდელის მომხრედ, როცა პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და იგი პირდაპირი არჩევნებით არ აირჩევა. მაგრამ მსგავსი ტიპის ცვლილებები ფართო კონსენსუსით უნდა გადაწყდეს და ყველა რისკი გაითვალოს. პრეზიდენტთან პიროვნული ჭიდილი თუ გაგრძელდა, ან ცვლილებების მომზადების პარალელურად ტოტალური "ოცნებური კონტროლის" ტენდენციები გაძლიერდა, შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეთ. პრეზიდენტს არსენალში აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლოა, "ქართული ოცნების""გაუაზრებელი მცდელობა ამ გუნდსვე შემოუბრუნოს ბუმერანგივით.

- რა ბერკეტი აქვს პრეზიდენტს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლებას რომ დაუპირისპირდეს?
- მოსწონს თუ არა ვინმეს, ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტის სწორედ პირდაპირი წესით არჩევას. თუ "ქართულმა-ოცნებამ" ერთპიროვნულად"გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეს, ცვლილებების საარჩევნო სისტემაში ოფიციალურად გაფორმებამდე, კონსტიტუციით მინ
იმუმ, სამი თვეა განსაზღვრული.

რატომ არ უნდა გავთვალოთ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში,-თანაც იმ ფონზე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება,-ქართველ ხალხს მიმართოს, "ოცნება" გართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას, მე უძლური-ვარ, ამ ცვლილებას წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილება ძალაში შესულა, გაძლევთ-შანსს, პრეზიდენტი კიდევ-ერთხელ თავად აირჩიოთ და კიდევ 5 წელი, 2022 წლამდე გყავდეთ-თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამასობაში, 2020 წელს თავად პარლამენტია ხელახლა ასარჩევი და ვნახოთ, ის მომავალი პარლამენტი წაგართმევთ თუ შეგინარჩუნებთ "თქვენი" პრეზიდენტის ყოლის უფლებასო.

თუ გიორგი მარგველაშვილი გადადგა,-კონსტიტუციით დადგენილ 40 დღეში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი-ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი,-არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება. შესაბამისად, "ოცნებამ" შეიძლება მიიღოს გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი-და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.

- მოვლენების ამ სცენარით განვითარებაზე პრეზიდენტთან გისაუბრიათ? ეს მისი პოზიციაა თუ მხოლოდ თქვენი პროგნოზი?
- პრეზიდენტთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. თუმცა, იმის მიხედვით, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, მოვლენების ამ სცენარით განვითარება როგორც კონსტიტუციურად, ისე პოლიტიკურად, რეალურია.
ეს ივნისში შეიძლება-მოხდეს, როცა უკვე საკონსტიტუციო კომისია განსაზღვრავს ცვლილებების პროექტს.

- და ლოგიკურად მივედით თქვენს პოლიტიკურ გეგმებამდეც... ხომ არ გეგმავთ, - გიორგი მარგველაშვილის გადადგომის შემთხვევაში საპრეზიდენტო კანდიდატად მოგვევლინოთ?

- ახალ პოლიტიკურ პროექტზე თანამოაზრეებთან და პოლიტიკურად არცთუ აქტიურ ადამიანებთან ბევრს ვსაუბრობ. ჩვენი მთავარი ამოცანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება ანუ სახელისუფლებო კოალიციაში შესვლა იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ამ მთავარ ამოცანას - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - შეუწყობს ხელს ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებში. გვაქვს გათვლა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ პიკს არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე მიაღწიოს, ბოლო წელიწადნახევარი კი აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას ვგეგმავთ. ვინც ამ პოლიტიკურ პროექტს შემოუერთდება, მზად უნდა იყოს შავი და უმადური საქმის საკეთებლად - ჯერ კარგად გავარკვიოთ, რისთვის გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა და მერე დავსვათ კითხვა, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში.


იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გადადგომას პროგნოზირებს!

მკითხველის კომენტარი (24)
გიგილო
10 იანვარი 2017 10:46
შენ კარგათა ხარ ტო?
ძლივს მოსულა.
სად უნდა გადადგეს?
ამოტოლა ოჯახს შენ შეუნახავ?
beso
05 იანვარი 2017 15:20
Kvela ynda gadadges prezidentiz da mtavrobaz tavisi yknara ministrebianad xalxis zarzvis meti araperi izit moigones 4 punktiani gegma avshendit ara magit yaresobisken mivdivart mag gegmit ver xedavt gaaukmet eg yazro 4 pynktiani vitom gegma eg aris xalxis zarzvis gegma da tkveni xelpasebis danamatebis dapremiebis gegma
დათო
05 იანვარი 2017 12:21
რაო შეიძლება გადადგესო, ვაი მერე საქართველოს რა ,,ეშველება"ისე რა მაგრა გვანანან ერთმანეთს, ,,ტყუილების გუდები", ნანუაშვილიც მოისვით გვერდით.
glaxuna
05 იანვარი 2017 00:34

ი ბ ჟ უ ტ უ რ ე თ ახლა,
იმარჩიელეთ,
ივარაუდეთ და ახალ-ახალი ,,სქემებით,, და ,,რამდენიმე პუნქტიანი,, ,,პროექტებით,, კიდევ უფრო გ ა ძ ა რ ც ვ ე თ სახელმწიფო ბიუჯეტი და ქართველი ხალხი,მით კიდევ უფრო გააღატაკეთ-დააუძლურეთ-დააუსუსურეთ,რომ გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ ა დ ზომბებად ა ქ ც ი ო თ მოსახლეობა და საქართველო-უ უ ფ ლ ე ბ ო და ღ ა ტ ა კ გუბერნიად - როგორც რუსულ-აზიურ-მონღოლურ სამყაროში...აბა რისთვის მოგაცილებინათ პუწინის კგბ-ფსბ-გრუ-მ თავისი დ ა ფ რ თ ხ ა ლ ი ,,მილიარდერ-ქველმოქმედით,,

(მე-5 წელია ოკუპირებული კი არა,აფხაზეთი და სამაჩაბლო საერთოდ ა რ ც უხსენებია,ა ღ ე ლ ვ ე ბ ს თუ რა ?!- მეტად თავისივე პარტიისადმი ნასესხები 1 მილიონი აღელვებს...7 მილიარდის მფლობელს ?!)

და ,,მუშნი ზარანდიებით,,- ნაც-ები ?!

2012 წლიდან მე-5-ე ,,ყველაზე მაგარი წელი,, ანუ წინა ,,საუკეთესო,, 4-ზე ს ა უ კ ე თ ე ს ო წელი და წლები გველის,ა რ ა ა ?!

პ.ს

პრეზიდენტის- პარლამენტის არჩევით კრემლის დირექტივებით 2012 წლიდან ფ ა ქ ტ ი უ რ ა დ 1-ლ ეტაპს დ ა ა ს რ უ ლ ე ბ ე ნ და ,,ოცნებას,,- ,,კომუნისტურ პარტიად,,ანუ ,,ედინაია როსიას,, ფ ი ლ ი ა ლ ა დ აქცევენ.
ვ ი ნ შეეკითხება ხალხს პრეზიდენტი ვინ უნდა იყოს ?!
როგორც ა რ ა ვ ი ნ ეკითხებოდა- ცკ-ას მდივნობას!!!
და იქვე -
სულ არ იქნება ქოცებისაგან,ანუ მ ხ ო ლ ო დ ,,მუშნი ზარანდიებისაგან,, გ ა ს ა კ ვ ი რ ი - ღ ა რ ი ბ ო ვ ი დანიშნონ პრეზიდენტად,ვინც ივანა-ს-შვილის მერე პრემიერობის დროს ფაქტიურად ჩ ა მ ო შ ა ლ ე ს სახელმწიფო სტრუქტურები და ინსტიტუტები - ნ ე პ ო ტ ი ზ მ ი თ,შერჩევითი სამართალით და პოლიტიკური ტერორით,მიზანმიმართულად კრიმინალის და კორუფციის წაქეზებით და ბიუჯეტის ფაქტიურად ძ ა რ ც ი თ ,,კურთხეული,, პრემიებითა და დანამატებით და ეს იმ დროს,როცა ეკონომიკური ზრდა ყოველ წელს ს ე რ ი ო ზ უ ლ ა დ მცირდებოდა და მერე ეს ყოველივე კ ვ ი რ ი კ ა შ ვ ი ლ ს,ანუ ჩემოშლილი ეკონომიკა ... მ ი უ გ დ ე ს პასუხისმგებლობისათვის,თავად თავისი ჯკუით ,,გ ა მ ო
ძ ვ რ ნ ე ნ,, უწიგნურებისათვის..მომავალი პოლიტიკური ,,ნ ა ხ ტ ო მ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს.,, (!)

ან, სულ ერთია ვინმე თავისას დანიშნავენ
( პასუხისმგებლობას-არავინ მოთხოვს) და ამათი ,,საპარლამენტო სახელმწიფოდ,, გადაქცევით - პასუხისმგებლობა ა რ ა ვ ი ს არ დაეკისრება ა რ ა ფ ე რ ზ ე,ანუ სულ მთლად გ ა ი თ ე ლ ე ბ ა ყოველგვარი - პასუხისმგებლობა და კი იქნება საქართველო - ,,ლებედ,რაკ და შუკას,, ვითარებაში-მ ი თ მხოლოდ: უ უ ფ ლ ე ბ ო, ღატაკი,უიმედო და უპერსპექტივო...ანუ საქართველოს ხელისუფლება ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ი ნხოლოდ - კრემლის ,,პოლიტიკური ინსტიტუტების,, წინაშე,როგორც - ს ო მ ხ ე თ ი,გახსოვთ ის ა რ ქ ი ფ ო როგორ ხოტბას ასხამდა პრემიერობის დროს -სომხურ ,,პოლიტიკას,, (!)

ნ უ თ უ ამის ღ ი რ ს ი ხართ ქართველობავ?!
და საკუთარი ფეხით თ ე ლ ა ვ თ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში თავისუფლებისა და რუსულ-აზიურ-მონღოლური ,მუდამ უუფლებო და უპერსპექტივო ღ ა ტ ა კ ი სამყაროდან თავის დახსნისათვის დაღუპული ბიჭების საფლავებს და ... რ ა ტ ო მ ?!

რისი და რ ა ტ ო მ - შ ე გ ე შ ი ნ დ ა თ მომავალის და მით რ ა ტ ო მ წირავთ მომავალ თაობებს ?!
ისევ : ცბიერი-მტერთან ქვეშემრდომული-მორჩილებით-მონურ,მით ცინიკური-ფარისეველი,მუქთახორა-გაიძვერა-უპასუხისმგებლო-უ უ ნ ა რ ო და უ ღ ი რ ს ი ცხოვრებისათვის ?!

გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა