ნიკა გვარამიას დაიჭერენ?
ნიკა გვარამიას დაიჭერენ?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 3 ოქტომბერს გავრცელებული ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.

უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის, საუბარს უწყვეტ რეჟიმში ასახავს, მასში დაფიქსირებული ხმები კი ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით.

სწორედ ამ საკითხთხან დაკავშირებით, დღეს ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზეა დაბარებული.

შსს-ს განცხადებას უკვე გამოეხმაურა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.

ჩემთან არასდროს არავის არანაირ ფულზე არ უსაუბრია. სუფრასთან თუ სხვადასახვა სიტუაციაში პირველი პირებიდან დაწყებული ყველას შევხვედრივარ და მისაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ცხოვრებაში ჩემთან არავის არ ჰქონია ფულზე საუბარი. ვინ რა დაამონტაჟა, ვინ ვის რა ესაუბრა, ვინ ვის რას სთავაზობს და რა ფულს უხდის - ერთმანეთში გაარკვიონ. ამ სისულელებზე რა პასუხი უნდა გავცე? დღევანდელი გამოძიება არის სასაცილო. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც არც თავმოყვარეობა და არც სახელმწიფოს განცდა არ აქვს საერთოდ.
გამოძიება დაიწყო კომპიუტერიდან ჩანაწერების მოპარვაზე და
რა გამოიძიეს, რომ ჩანაწერი ავთენტურია? რას იძიებდნენ და რა დაადგინეს? რა შუაშია ავთენტურობა ამ საკითხთან. ლოგიკა მაინტერესებს. საუბარი ბევრ ადგილზე შედგა, დიდი ნაწილი აღებულია, მაგრამ რისი გასაღებაც უნდათ, რომ ფულზე საუბრობენ, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. გვარამია ვის ესაუბრება, ეს ნაკლებად მაინტერესებს“.

გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყებას ითხოვს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. როგორც თალაკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „სწრაფი და ეფექტური“ გამოძიება აუცილებელია იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზამ გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.

"ახლა, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო, კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ბატონ მამუკა ახვლედიანის შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც ეს უკანასკნელი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ, მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით. გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო. ამ დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტურია და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში", - განაცხადა ტალაკვაძემ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნინო კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ არჩილ თალაკვაძის განცხადების შემდეგ, ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ.

”ხელისუფლება ღიად არის გადასული ბიძინა ივანიშვილის ბოლო დავალებების შესრულებაზე. ეს დავალება თავიდანვე იყო ”რუსთავი 2”-ის განეიტრალება. ამ მიზანს ემსახურებოდა ნიკა გვარამიას პირველი დაკავება. უბრალოდ, მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამჟამად ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე მიიტანოს იერიში და დაიქვემდებაროს ყველაფერი, მათ შორის დამოუკიდებელი მედია და სასამართლო, თუმცა მას ეს არ გამოუვა”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

იხილეთ ასევე: "როცა სასამართლოს თავმჯდომარე გხვდება, ცხადია, რომ მისგან ელოდები ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

მკითხველის კომენტარი (14)
mrceveli
21 თებერვალი 2017 16:59
რაღა გვეშველება ჰა! როგორ ვჭამოთ საჭმელი.ეგ ხოშიმინი აქამდე უნდა დაეჭირათ და გაბუნიაც გვერდზე უნდა მიეჯინათ და
ეტლიკინათ რამდენიც უნდოდათ.ჩვენ კი დავისვენებდით მაგათი ლაპარაკისგან.
kaku
20 თებერვალი 2017 14:09
saqme gaaketet uazto lapataks
tatoo
18 თებერვალი 2017 21:41
გვარამია არის პროვოკატორი, ხილი პორივოკატორის ადგილი ციხეშია ან შორს სადაც ეს ქვეყან არ ჩანსს...
mari
15 თებერვალი 2017 13:06
შვიდი, რვა წელია ყოველდღე ვართ ფარული ჩანაწერების გარჩევაში,ძველი საქმეების ქექვაში, ხალხნო, არ დაიღალეთ?, არ მოგწყინდათ?, აშენდა მსოფლიო,თქვენ ისევ იქ ,ძველ ნაგავში იქექებით,! რამე საქმეზე იფიქრეთ,რა ვქნათ ხვალ, რა გაავაკეთოთ, ირგვლივ, უსაქმურებისა და უვიცობის ზეიმია,
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა