"ერთ - ერთი, ვინც კვეთებულის ლოცვას კითხულობს, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობია" - კვირის პალიტრა

"ერთ - ერთი, ვინც კვეთებულის ლოცვას კითხულობს, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობია"

"მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს: "ვინც სასწაულს ეძებს, მას სასწაული არასოდეს მიეცემა"

"ბეთანელი თვითმარქვია ადამიანია, რომლისთვისაც კაბის ჩაცმის ნება არავის მიუცია"

"იმ ადამიანის ცხოვრების წესი, ვინც კვეთებულს კითხულობს ისეთი უნდა იყოს, რომ გამოირჩეოდეს სხვა ადამიანების ცხოვრებისაგან და ცხოვრობდეს უფლის სათნო ცხოვრებით. საბედნიეროდ ასეთი მამები ჩვენ გვყავს

ეგზორციზმი - ეს რიტუალია, რომელიც ადამიანისგან ან რაიმე ადგილიდან დემონის ან სულის განდევნას ემსახურება. ტერმინი ადრეულ ქრისტიანობაში ჩნდება, თუმცა ამგვარი რიტუალები კიდევ უფრო ძველი დროით თარიღდება და ბევრი კულტურისა და რელიგიის ნაწილია. ეს საკითხი ჩვენში განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამ რამდენიმე ხნის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელში სოფელ ჭოგნარში მომხდარი სცენაა ასახული. ვიდეოში "ეშმაკით შეპყრობილ" პიროვნებას ვინმე თომა ბეთანელი "მკურნალობს", ანუ ატარებს სატანის განდევნის რიტუალს. "იმ ბიჭს 5 ეშმაკი ყავს შესეული, ხოლო ტაძრის მღვდელმა იოანემ მიატოვა ეს დემონშეპყრობილი და დაიმალა. მე კი მივედი, დავცხე წიხლი და გამოვდევნე ეშმაკი. მე თომა ვარ, ამბოხებული თომა. მეშვიდე თომა ვარ მე, ცეცხლოვანი ხმლის მფლობელი. რადგან ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე დამემალა, იმ ვიდეოში სწორედ იმას ვუყვირი, მოდი-მეთქი, მაგრამ შეეშინდა ეშმაკისეულის და მე შემატოვა. მერე კიდე ხალხში იქადაგა, თომას ნუ ენდობითო." - განაცხადა შემდგომ თომა ბეთანელმა, რომელიც ამის შემდეგ საკმაოდ პოპულარული გახდა და უკვე ტელეეკრანებზეც გადაინაცვლა. გევსაუბრება სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრე კვარაცხელია:

როდესაც ადამიანი, მე არ ვლაპარაკობ კონკრეტულად თომა ბეთანელზე, ზოგადად ვამბობ, ისეთ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, ბუნებრივია, რომ მისი ნათქვამი ყოვლად უსაფუძვლოა. შესაბამისად, ასეთი ადამიანი შეუძლებელია მკურნალი იყოს, ვინაიდან, სავარაუდოდ, მას თვითონ სჭირდება მკურნალობა. თომა ბეთანელს არ ვიცნობ, არასდროს მინახავს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც გამიგია და რაზეც საზოგადოებაშიც ლაპარაკობენ, აშკარად ჩანს, რომ ბეთანელი თვითმარქვია ადამიანია, რომლისთვისაც კაბის ჩაცმის ნება არვის მიუცია... მან თვითონ, საკუთარი გადაწყვეტილებით ჩაიცვა კაბა. ჩვენს საზოგადოებაში უყვართ იმ ადამიანების გაფეტიშება, რომლებისაც თუთქოს რაღაც კავშირი აქვთ სასწაულებებთან. მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს: "ვინც სასწაულს ეძებს, მას სასწაული არასოდეს მიეცემა". სასწაულია ის, რომ ცოცხლები ვართ, ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვების მიტევების შანსი და უფლის მადლის მიღების უფლება. ის ვინც სასწაულებს ეძებს, ვერც სასწაულს მიეახლება და ვერც სასწაულის არსს მიხვდება. შეუძებელია ადამიანმა, რომელიც თავადა არაა განწმენდილი, ვინმეს უმკურნალოს. აქედან გამომდინარე, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს და თვითონ განსაჯოს ვინაა მწყმესი კეთილი, ვინ კი - არა. ამაზე ხმაურის ატეხვა არასწორია, რადგან ყოველთვის არსებობდნენ და არსებებენ ასეთი თვითმარქვია ადამიანები, რომლებიც თავის თავს უწოდებენ "მკურნალს", "მოძღვარს" და ა.შ. უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია რწმენა, როდესაც მაცხოვრის პერნაგს სნეული დედაკაცი მიეახლება და განიკურნება, ის მაცხოვარს მადლობა გადაუხდის, რაზეც მაცხოვარი პასუხობს: სარწმუნოებამან შენმა გიხსნა შენო. ჩვენ თუ გვექნება ასეთი რწმენა აუცილებლად განვიკურნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იქნება უფლისგან ნაკურთხი და ღვთისთვის სათნო საქმე. მთავარი სასწაულების მოხდენა არაა, მთავარია ჩვენი შინაგანი რწმენა. - ცნობილია, რომ ეშმაკის განსადევნად ჩვენს ეკლესიაშიც იკითხება კვეთებულის ლოცვები?

- რაც შეეხება კვეთებულის ლოცვებს, ჩვენს მართლმადიდებლერ ეკლესიას მაგის ტრადიცია გააჩნია, ნამდვილად იკითხება, ამ ლოცვებზე ხშირად დადიან სნეულნი და ინკურნებიან. ვიმეორებ, რომ აქ მთავარი ლოცვის წაკითხვა ან სანთლის ანთება კი არაა, არამედ რწმენა და ამ ყველაფრისადმი სწორი დამოკიდებულება. თუ ჭეშმარიტი რწმენა გვაქვს, აუცილებლად განვიკურნებით. საერთოდ კვეთებულის ლოცვის წაკითხვის უფლება ყველას არ აქვს, ძირითადად გამოცდილი მამები კითხულობენ. ერთ-ერთი ვინც კვეთებულის ლოცვას კითხულობს ესაა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი, რომელიც დიდი მარხვის პირველ და ბოლო კვირას აღასრულებს ხოლმე ამ ლოცვას და ამას ძალიან მრავალრიცხოვანი მრევლი ესწრება, რომლებიც ინკურნებიან კიდეც და ღვთის მადლით სავსე ბრუნდებიან შინ. იმ ადამიანის ცხოვრების წესი, ვინც კვეთებულს კითხულობს ისეთი უნდა იყოს, რომ გამოირჩეოდეს სხვა ადამიანების ცხოვრებისაგან და ცხოვრობდეს უფლის სათნო ცხოვრებით. საბედნიეროდ ასეთი მამები ჩვენ გვყავს. ეკლესია მუდამ მხარში უდგას სნეულ ადამიანებს. წარმოიდგინეთ, როდესაც ხართ ავად და მიდიხართ ექიმთან და ეს ექიმი არაპროფესიონალია, შესაძლოა არათუ კარგად გახდეთ, პირიქით, არასწორი მკურნალობით,უფრო დაგიმძიმდეთ ავადმყოფობა. ამიტომ თუ გვინდა მკურნალობა, უნდა ვიცოდეთ, ვისთან უნდა მივიდეთ და აუცილებლად განვიკურნებით

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)