"თოფიც ვისროლე, რომ ხმა მიმეწვდინა, მაგრამ პასუხის არ გამიგიაო" - რას ამბობს ქარბუქს გადარჩენილი მონადირე დაკარგულებზე
"თოფიც ვისროლე, რომ ხმა მიმეწვდინა, მაგრამ პასუხის არ გამიგიაო" - რას ამბობს ქარბუქს გადარჩენილი მონადირე დაკარგულებზე
06-01-2016
"ავთანდილს ცოლ-შვილი ჰყავს, დათო ჯერ დასაოჯახებელია, დაოჯახებული არც მესამე ბიჭი, ლევან ჯალალოვი ყოფილა..."

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორიდან
დაკარგული 3 ადამიანის ძებნა გრძელდება. როგორც ლაგიოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, ნუგზარ მაჭარაშვილი აცხადებს, დაკარგული ბიჭებიდან ერთ-ერთი, ავთანდილ სამხარაძემ ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია კარგად იცნობს, თუმცა, დიდი რაოდენობით მოსულმა თოვლმა მათ, სვარაუდოდ, გზა-კვალი აურია...

ნუგზარ მაჭარაშვილი:
- ავთანდილ და დათო სამხარაძე, ბიძაშვილები - ძმათა შვილები არიან. დათო ასაკით პატარაა, ავთანდილი კი, 37 წლის არის და როგორც ნადირობაში, ისე აქაურ რელიეფში, გამოცდილი კაცია. ტყეში რომ მოესწრო ქარბუქს, თავის შეფარება არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ უკვე ტყიდან იყვნენ გამოსულები, ნადირობიდან ბრუნდებოდნენ, ჩქარობდნენ, რათა ახლა წელს სახლში შეხვედროდნენ. იალაღებზე, ალპურ ზონაში იყვნენ და სწორედ მაშინ ამოვარდა ქარბუქი, იმ დღეს ორ მეტრამდე თოვლი დადო... სავარაუდოდ, ამიტომ დაიბნენ. სამხარაძეეები მსხალგორიდან არიან, ლევან ჯალალოვი კი, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან არის... მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ სამხარაძეებს ვიცნობ, - ორივეს ძალიან უყვარს ნადირობა. ავთანდილს ცოლ-შვილი ჰყავს, დათო ჯერ დასაოჯახებელია... დაოჯახებული არც მესამე ბიჭი, ლევან ჯალალოვის ყოფილა. სამივე ჯანღონით სავსეა, მაგრამ სტიქიის წინაშე ადამიანი ხშირად უძლურია ხოლმე, თუმცა ჯერჯერობით იმედი არსებობს... მათ ოჯახებში მაინც ძალიან მძიმე სიტუაცაა, -არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა მათ.

- ერთ-ერთმა მონადირემ გამოასწრო სტიქიას...
- დიახ, გიორგი თურქაძემ გამოაღწია, - მისი თქმით, საკვები დატოვეს, რადგან ამინდი ერთბაშად უარესდებოდა და ზედმეტი ბარგი თავიდან მოიცილეს, რომ თავისუფლად ევლოთ. გზაში ქარბუქმა ისინი დაფანტა. გიორგი, სავარაუდოდ, წინ მოდიოდა, მათი ხმა მესმოდა, მეც ვეძახდი აქედან, შემდეგ კი, თანდათან მიიკარგა, თოფიც ვისროლე, რომ ხმა მიმეწვდინა, მაგრამ პასუხის არ გამიგიაო... შესაძლოა, ამ დროს აერიათ გზა. 2 მეტრამდე თოვლი იყო და თოვლში ხმა არ ისმის ხოლმე... ახლა ისიც ძალიან მძიმედ არის, განიცდის ყველაფერს და რამდენადაც ვიცი.

მარინა გელაშვილი, ლევან ჯალალოვის დედა:

- რა გითხრათ, არც კი ვიცი, დახოცილები ვართ... ახალი წელი კი არა, სიკვდილი მინდა, ნეტავ პოლონეთში დარჩენილიყო ჩემი შვილი, ორი წელი იქ ცხოვრობდა და მუშაობდა, არაფერი პრობლემა არ ჰქონია, ჭკვიანად იყო, ენაცვალოს დედა... ნადირობაზეა გადარეული, ისე უყვარს, იქიდანაც კი აქაურ მთებს ეფერებოდა. სიგიჟემდე უყვარს მისი კუთხე, მთები და ზოგადად, საქართველო. სული კბილით ეჭირა ვიდრე ჩამოვიდოდა... არ გვძინავს, არ ვჭამთ, არ ვცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახი მარტო გზას გავყურებთ... იცოდა მთა, ნადირობა, რთული კლიმატი, ამის იმედი მაქვს და უფლის, რომ არ გამწირავს. 30-ში მელაპარაკა ბოლოს, - რას შვები, შვილო-მეთქი? - მოვდივართ უკვე, ახალ წელს სახლში უნდა შევხვდეო... მთელი სოფელი გასულია, მაშველებიც აქ არიან, რამდენიმე დღის წინ, ბიჭებმა თქვს, როდესაც ვეძახდით, ხმას გვაწვდენდნენო. არ ვიცი, რა ვთქვა, მხოლოდ და მხოლოდ უფლის იმედზე ვართ...

ირაკლი, დათო სამხარაძის მეგობარი:

- დღე და ღამე გასწორებული გვაქვს, მაშველებთან ერთად, ჩვენც ნიჩბებით ვჭრით და ვკვალავთ
You must have Flash Player installed in order to see this player.
გზას... შესაძლებლობის ფარგლებში, საკუთარი ძალებითაც ვეძებთ მათ. ბიჭებმა თქვეს, რომ ავთანდილმა კარგად იცის იქაურობა და შესაძლოა, დაღესტნის საზღვარზე გადავიდნენ, სადაც შედარებით დაბალი თოვლია. ლაგოდეხის იალაღი, ანუ სადაც ბიჭები ნადირობდნენ, ძალიან ახლოს არის დაღესტნის საზღვართან. შესაძლოა, ეს ხავსზე მოჭიდებაა, რადგან მათ შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ, მაგრამ სამივე მათგანი საკმაოდ გამოცდილია, არც ერთი მათგანი პირველად არ იყო სანადიროდ, ცხოველზე ნადირობას საკმაოდ დიდი გამიცდილება და რისკი სჭირდება და შესაძლოა, რამენაირად მოახერხეს გადრაჩენა...

- ითქვა, რომ მათი დაკარგვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მათი ხმები ისმოდა...
- დიახ, გაკრვეული დროის განმალობაში ისმოდა მათი ხმები და ამან გააჩინა იმედი, რომ ჯერაც ყველაფერი არ არის დაკარგული. ასე მგონია, თუ ერთად არიან, აუცილებლად გადარჩებიან და რადან ხმები ისმოდა, შესაძლოა, ერთად იყვნენ. ახლა უკვე გამოიდარა, მზე გამოვიდა, ქარიც არ არის და ეს სამძებრო სამუშაოებს აიოლებს.

პ.ს სამძებრო სამუშაოების დაწყებას უამინდობა და თოვლის მაღალი საფარი ხელს უშლიდა, დაკარგულებს შს სამინისტროს მიერ გამოყოფილი ვერტმფრენიც ეძებს.

ფოტოზე: ლევან ჯალალოვი

იხილეთ ასევე: "ვიცით, რომ ცოცხლები არიან და დაღესტანში იმყოფებიან" - დაკარგული მონადირეები იპოვეს

ლალი პაპასკირი (სპეციალურად სატისთვის)
SOFO MACHAIDZE.
22 მარტი 2016 17:31
Ra gaxda xalxxo am bichebis povna daexmaros mtavroba ritac sheuzlia nutu ar sheizleba ro am ojaxebis tkivili mivitanot yvelam gultan RAC moxda mat com ar undodat naxwd mshoblebi ra dgesi Arian me samxarazeebis rzali var miyvarxart samxarazeebo tqventan var mteli gulit gmerti shegewiot momravldit da mshvidoba mogcet gmertma.
ნინა
08 იანვარი 2016 00:48
მე მჯერა რომ შობას სასწაულები ხდება. ჩემთვის ყველაზე ამაღლებული დღეა.. ძალიან გამეხარდა ბიჭების გადარჩენა.. ვუერთდები ოჯახის და ახლობლების სიხარულს.
სხვა სიახლეები
"გამოჩნდებოდა ეკრანზე მშვიდი, ლამაზი, მუდამ გემოვნებით ჩაცმული მომღიმარი ხათუნა დონდუა და ერთგვარი შვება მოჰქონდა საზოგადოებისთვის"
დაწვრილებით...
ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია, ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად!
დაწვრილებით...
უწმინდესს რომ გამართული დაცვის სამსახური სჭირდებოდა, კარგად ხედავდა მამა ნიკოლოზ მინდიაშვილიც (ჩვენი მოძღვარი იყო). როგორც მოგვიანებით გავიგე, სწორედ მან ჩამოუგდო ამ თემაზე პატრიარქს სიტყვა - კარგი ბიჭები მყავს, სამსახურს კარგად ააწყობენ და იქნებ თქვენთან წაიყვანოთო.
დაწვრილებით...
დღევანდელ წერილში რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის თავს გადახდენილ მხიარულ ისტორიებს მოგიყვებით.
დაწვრილებით...
"სულ ნოსტალგია მაქვს, როცა "ფეისბუკში" ჩემი მშობლიური და საყვარელი დაბა ცემის ფოტოებს ვუყურებ - წელს მაინც რამხელა თოვლი მოსულა"!
დაწვრილებით...

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს.
დაწვრილებით...
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
იყიდება ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)
იყიდება დუპლექსის ტიპის ბინა გოთუას
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
სასწრაფოდ მფლობელისგან! იყიდება ვაჟა-ფშაველას მე-6
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები