"თქვენი სიმღერა არ მომიპარავს, ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა" - რას ამბობენ სომეხი კომპოზიტორი და მომღერალი?! (ექსკლუზივი)
"თქვენი სიმღერა არ მომიპარავს, ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა" - რას ამბობენ სომეხი კომპოზიტორი და მომღერალი?! (ექსკლუზივი)
23-01-2016
"ეს მუსიკა ჩემით დავწერე, აღმოჩნდა, რომ მისამღერი ქართულ სიმღერის მელოდიას დაემთხვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაა"

"ჩვენ მსგავსებები ნებისმიერ სიმღერაში შეიძლება ვიპოვოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სიმღერა კოპირებულია."

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა სომხურმა ვიდეორგოლმა ქართველ საზოგადოებაში უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. კლიპში, სადაც სომხურ ენაზე სიმღერას სერობ არჯემიანი ასრულებს, გამოყენებულია ქართული მუსიკალური კულტურის ნიმუშის, სიმღერის "ყვავილების ქვეყანა" მელოდია. თან მინიშნებულია, რომ ტექსტის ავტორი თავად მომღერალია, ხოლო მუსიკა თურმე მანუკ ხაჩატრიანს ეკუთვნის. სიმღერისთვის სახელად "ჰაიასტანი" დაურქმევიათ, რაც სომხეთს ნიშნავს. ამ საკითხზე "კვირის პალიტრამ" სტატია უკვე მოამზადა, რომელშიც ჯანო ბაგრატიონმა განაცხადა:

"ერთხელ როცა მამის დიდი ჯანოს მეგობარი გოგი ვასაძე ქუთაისში წვეულებაზე იმყოფებოდა, იქ უცნობმა ქალბატონმა მოითხოვა გიტარა, მას რა თქმა უნდა, მიართვეს ბაფთიანი გიტარა, ქალბატონმა კი, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, უცნობია, გიტარაზე გრიშაშვილის ლექსი "ყვავილების ქვეყანა" შეასრულა.
ეს სიმღერა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გოგიმ მამას მოასმენინა, რომელსაც ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა ემღერა, თუმცა სიმღერას დამუშავება, არანჟირება სჭირდებოდა და მან მიმართა მიხეილ ჩირინაშვილს, ჩირინაშვილის რჩევით კი მათ გადაწყვიტეს ტექსტი უფრო "შეელამაზებინათ" და მიმართეს მამის მეგობარს ბიძინა ფერაძეს. ბიძინას ტექსტი კი, რომელიც შემდეგ მამამ შეასრულა, იწყებოდა ასე: "ყვავილების მეუფევ, თვალი დამიზიანე..." 1946 წლის 6 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული ჯაზ-ორჯესტრის ოფიციალური კონცერტი, რომელზეც მამაჩემმა ეს სიმღერა პირველად შეასრულა.
მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ქართული კულტურის მემკვიდრეობა და თუ საჭირო შეიქმნა მისი დაცვა, მე შენახული მაქვს მამის ნამღერი აუდიოვერსია, ჩემი ნამღერი კი ალბათ მოსმენილი გექნებათ..."

საზოგადოებაში შექმნილი აჟიოტაჟის გამო, ექსკლუზიური კომენტარი მოგვცა როგორც მომღერალმა  სერობ არჯემიანმა, ასევე ამ სიმღერის კომპოზიტორად გამოცხადებულმა მანუკ ხაჩატრიანმა.

სერობ არჯემიანი:

- ჩვენ  დასამალი არაფერი გვაქვს და თუ საჭირო გახდება შეგვიძლია თბილისში ჩამოვფრინდეთ კიდეც. არ მომწონს ეს სიტუაცია, რაც ახლა ხდება და ეს პრობლემა გონივრულად უნდა მოვაგვაროთ.

- იცით თუ არა, რომ თქვენს კლიპში გამოყენებული მელოდია საქართველოს ოქროს ფონდშია შესული და მისი შექმნა 1946 წლით თარიღდება?
- ახლახანს გავიგე ამის შესახებ, თქვენს სიმღერას მხოლოდ გარკვეული ნაწილი - მისამღერი ემთხვევა, მაგრამ ყველაფერი რომც ემთხვეოდეს- რა მოხდა მერე? - სიმღერის ტექსტი თითქმის მთლიანად მე დავწერე. წავედი სომხეთში რომ ტექსტისთვის სიმღერა და არანჟირება გაეკეთებინათ. რამდენიმე დღის შემდეგ კი, გამომიგზავნეს არანჟირება. მომეწონა მუსიკა და ჩავწერე სიმღერაც! არ ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი სიმღერა უკვე არსებობდა.

- ახლა, როცა გაიგეთ, რომ სიმღერას ქართველი ავტორი ჰყავს, აპირებთ თუ არა აღნიშნოთ ამის შესახებ?
- სამწუხაროდმ ამას მე არ ვწყვეტ, ეს უნდა განაცხადოს მანუკმა, რომელიც ჩემი მუსიკის ავტორია. თუ ის ამას აღიარებს, ჩემთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება "ევროვიზიაზე გასვლას",  ამჯერად არ მივდივარ, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საქმეა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ ამის დრო მოვა, აუცილებლად წავალ.

მანუკ ხაჩატრიანთან საუბრისას
გავარკვიეთ, რომ ის წარმოშობით გუიმრიდან არის, ხოლო ამჟამად რუსეთში, სამხრეთ სახალინში ცხოვრობს და თავის მუსიკალურ ჯგუფთან ერთად, ხშირად მღერის ქორწილებსა და სხვა დღესასწაულებზე. ხოლო სერობს მეგობრების საშუალებით დაუკავშირდა.


მანუკ ხაჩატრიანი:

- ეს მუსიკა ჩემით დავწერე, აღმოჩნდა, რომ მისამღერი ქართულ სიმღერის მელოდიას დაემთხვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაა. არავისი მუსიკა არ მომიპარავს არც აქამდე და არც ახლა. ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, თუმცა, გარწმუნბეთ, მთელი სიმრერის მელოდია დავწერე. აქამდე არც მომისმენია ეს ქართული სიმღერა. ჩვენ მსგავსებები ნებისმიერ სიმღერაში შეიძლება ვიპოვოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმღერა კოპირებულია.

- მაგრამ აშკარაა, რომ ეს ორი მელოდია ერთმანეთის იდენტურია...

- არა, უბრალოდ ერთმანეთს გავს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი ინტუიციით შექმნილი მელოდია, ტექსტი სერობმა დაწერა, ხოლო მუსიკა და არანჟირება მე გავაკეთე. რაც შეეხება "ევროვიზიას", ეს თქვენი ჟურნალისტების მოგონილია!
ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, თუმცა თქვენი სიმღერა არ მომიპარავს და ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა.

იხილეთ ასევე: "სასაცილოა იმის თქმა, რომ ეს სიმღერა სომხურია" - ვინ მიითვისა "ყვავილების ქვეყანა?"

ვიდეო

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)
გიორგი
29 მარტი 2016 15:19
სულ მალე ეგენი იმასაც იტყვიან ქართველები სომხები არიანო!
vaimeeeeee
26 იანვარი 2016 12:29
რა გეცეკვებათ და გემღერებათ ქვეყანა გვექცევა თავზე!!!
სხვა სიახლეები
"ადრე დაბადების დღეებზე დავდიოდი, ახლა კვირაში ერთხელ ვიღაცის დაკრძალვაა..."
დაწვრილებით...
"ახალგაზრდები აზარტული თამაშების ან შეყვარებულის ღალატის გამო ხტებიან, უფრო ხანდაზმულები კი, ძირითადად სოციალური გარემოს ვერ უძლებენ"

"სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ ცხოვრების ტვირთის ტარება უფრო მამაკაცებს უჭირთ"
დაწვრილებით...
23 სექტემებერს საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
დაწვრილებით...
თბილისში ძლიერი წვიმის გამო გამოძახებები სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში დაფიქსირდა.
დაწვრილებით...
კიაზო ჯობავამ თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა, პროფესიით მსახიობი და რეჟისორია, აქამდე სხვადასხვა თეატრში მოღვაწეობდა, თუმცა ამჟამად თავისივე დაარსებულ თეატრში ახალი სეზონის გახსნისთვის ემზადება, რომელსაც სახელად "პროტესტი" ჰქვია. რატომ გადაწყვიტა ახალი დასის ჩამოყალიბება, თან ასეთი სახელით, ამაზე კიაზო ჯობავა გვესაუბრება:
დაწვრილებით...
"გოგა ხაინდრავას ნუ ედრებიან. ჯერ ერთი, გოგას ინტელექტში ვისაც ეჭვი ეპარება, ჯობია, საკუთარ თავს მიხედოს... ისეთ სცენაში ვმონაწილეობ, ჰოლივუდს შეშურდება..."
დაწვრილებით...
გაზეთ ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტი, ნინო ბურჭულაძე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს.
დაწვრილებით...
22-25 სექტემბერს ბათუმი წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს Ad Black Sea.
დაწვრილებით...
”თეგეტა მოტორსი“ იღებს პასუხისმგებლობას იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
დაწვრილებით...
იყიდება გამჭოლი ბინა დოლიძეზე.
ქირავდება (ან იყიდება) 147 კვ.მ
შპს "ჩემი სახლი,, გთავაზობთ ბინებს
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები