კოტე გოგელია გია გაჩეჩილაძეს რამდენიმე ათეულ მილიონს სთხოვს?! - ანუ არიან ცოლის ნათესავები ნათესავები?!
კოტე გოგელია გია გაჩეჩილაძეს რამდენიმე ათეულ მილიონს სთხოვს?! - ანუ  არიან ცოლის ნათესავები ნათესავები?!
08-02-2016
ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ ვითარება სულ უფრო და უფრო რთულდება.

8 თებერვალს, გამთენიისას, საქართვლოში დაბრუნდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე მაკა ასათიანი, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ალბათ, ის არის, რომ შეცდომებს უშვებს ყველა - ადამიანებიც, პოლიტიკოსებიც, მთავრობაც. მთავარია, რომ ეს შეცდომა დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვასწოროთ", - განაცხადა ასათიანმა. კითხვას, შეხვდება თუ არა გაჩეჩილაძეს, მაკა ასათიანმა უპასუხა: "როგორ არ ვაპირებ შეხვედრას. ის ჩემი ოჯახის წევრია".

ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარეგისტრირებას რეესტრს, სავარაუდოდ, სწორედ დღეს მიმართავს მართლაც ასათიანის ახლობელია, მისი მეუღლე ნინო მიქელაძე და მაკა ასათიანი დეიდაშვილები არიან და კვლავაც აქტუალური რჩება ექსპრემიერ ღარიბაშვილის დანატოვარი კითხვა-ხუმრობა: - არიან კი ცოლის ნათესავები ნათესავები?!

ხუმრობა იქით იყოს და ტელეკომპანიის მდგომარეობა, რომელმაც წლების გამავლობაში ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნდობა მოიპოვა, საკმაოდ რთულია, ის გახლეჩვის საფრთხის წინაშეა...  როგორც კომპანიის ექსგენდირექტორი ბაია გაბადაძე აცხადებს, ტელევიზიას 54 მილიონიანი ვალი აქვს. არადა, "მაესტროს" შემოსავლებმა მატება ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2012 წლის აპრილში დაიწყო. 2013-2014 წლებში კომპანიის შემოსავლები სტაბილურად მატულობდა, 2015 წლის თებერვლიდან კი შემოსავლების კლება კატასტროფული გამოდგა და 2014 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ შემცირდა.

ამავე პერიოდში ტელევიზიას ტოვებენ წამყვანი ჟურნალისტები ვახო სანაია, დიანა ტრაპაიძე და თეონა გოგელია. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში თეონა გოგელიამ "მაესტროდან" წამოსვლის მიზეზი ასე განმარტა: "ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უწესო, უნიჭო, უცოდინარი და არაკომპეტენტური მმართველებისგანაც. ჩვენ გვინდოდა მაესტროში მუშაობა. ძალიან ვწუხვარ, ძალიან".

არხის ერთ-ერთი მფლობელის მაკა ასათიანის მეუღლესთან კოტე გოგელიასთან დაპირისპირების შემდეგ არხს დირექტორის მოადგილე და "ცხრიანის" წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი და მასთან ერთად, პროდიუსერებიც ტოვებენ. "მაესტროდან" წამოსულმა თანამშრომლებმა არხის დატოვების მიზეზებად ტელეკომპანიის მხრიდან პროქართული იდეოლოგიის არჩევა, ასევე მთავრობის კანცელარიის ყოფილი კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის მისვლა დაასახელეს, თუმცა საბოლოოდ ყანდიაშვილი არხზე არ მისულა.

2015 წლის ზაფხულიდან კი, ტელეკომპანია "მაესტროს" გაკოტრების პროცესი იწყება. ბაია გადაბაძემ "მაესტროს" გადახდისუუნაროდ ცნობის და გაკოტრების საქმის წარმოების თხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

"მაესტროს" ერთ-ერთმა მფლობელმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა და ამის მიზეზი კომპანიის კიდევ ერთი მფლობელის მაკა ასათიანის მიერ მისგან აღებული კრედიტების დაფარვის მოთხოვნა გახდა. პარალელურად, ტელეკომპანია "იმედი" "მაესტროს" სარეკლამო დროის 100% ყიდულობს, გია გაჩეჩილაძის ინვესტორად კი, პატარკაციშვილების ოჯახთან დაახლოვებული ირაკლი რუხაძე სახელდება.


საკმაოდ მძიმე სამაუწყებლო ისტორიის შემდეგ, ახლა ტელევიზია იმას არკვევს, ვის ეკუთვნის ლოგო და შენობა ტექნიკითურთ, სადაც "მაესტროა" განთავსებული.

კულუარებში აქტიურად ლაპარაკობენ, რომ კოტე გოგელია, რომელიც საკუთარ ინტერესებს "მაესტროში" არც არასდროს მალავადა, გია გაჩეჩილაძეს რამდენიმე ათეულ მილიონს სთხოვს, ანუ ახლა ტელევიზიაში დავა სწორედ თანხის გადანაწილებაზე მიმდინარეობს.


ეკა აკობია,
"მაეტსროს" 5%-იანი წილის მფლობელი ტელეკომპანია "იმედთან" აცხადებს:

"ფაქტია, რომ "მაესტროს", როგორც ბრენდს, ორივე მხარე იყენებს. პირადად მე, არც კოტე გოგელიასთან და არც გია გაჩეჩილაძესთან
ერთად ტელევიზიაში მუშაობას არ ვაპირებ".


ბაჩო კიკაბიძე, ერთ-ერთი დამფუძნებელი:

- ვინ უნდა უშველოს "მაესტროს", გია გაჩეჩილაძემ? სად იყო ეს ადამიანი მაშინ, როცა ბატონი ეროსი კიწმარიშვილი გადმოძვრა "მაესტროს" ოფისში და აცხადებდა, რომ "მაესტრო" თვითონ იყო. სასამართლო პროცესებზე, როცა ბატონი ეროსი კიწმარიშვილი მრავალ მილიონიან ჯარიმებს ითხოვდა, გაჩეჩილაძე არც მაშინ არ მინახავს. ახლა ეს ადამიანები ამბობენ, "მაესტრო" იძარცვებაო. ტელევიზია ზუსტად მაშინ იძარცვებოდა, როდესაც აქ ბატონი ეროსი კიწმარიშვილი იყო ვიღაც ბოევიკებთან ერთად, მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში მაკა ასათიანის გარდა არავინ გამოჩენილა. ახლა "მაესტრო 24"-ის დაფარვის ზონების გაფართოებაზე ვმუშაობ, ჯერ არ ვიცი ვინ და რა ფორმატით იმუშავებს ახალ "მაესტროში". ამ ეტაპზე, ყველაფერს საკუთარი დანაზოგებით ვაკეთებ.

ამ პროცესების პარალელურად აქტიურად მიდის ლაპარაკი იმაზეც, რომ ამ პროცესის უკან პოლიტიკურ-კომერციული ინტერესი დგას, რომლის მიზანიც "რუსთავი 2", როგორც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ინსტრუმენტის სარეკლამო ბაზრიდან ჩაჩოჩებაა. სქემა კი ასეთია:
ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტარსთან" აცხადებს: "ჩემი აზრით, ამ მოვლენებში გარკვეული კომერციული ლოგიკაა, თუმცა არის პოლიტიკური ელემენტიც. სრულიად ლოგიკურად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ვიღაცას სურდეს, მოხდეს გარკვეული გაერთიანება სატელევიზიო ფრთაზე, რათა სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიონ, იმავე "რუსთავი 2-ს", როგორც საზოგადოებრივი აზრის ერთგვარად ჩამომყალიბებელს, რა თქმა უნდა, თუ ვთანხმდებით, რომ სარეკლამო ბაზარი უნდა იყოს მედიის მთავარი დონორი. ანუ თუ სამი ტელევიზიის: "იმედის", "მაესტროს" და GDS-ის სარეკლამო რესურსი გაერთიანდება, მაშინ, მათი ჯამური მაჩვენებელი უახლოვდება "რუსთავი 2"-ის რეიტინგს, რაც სარეკლამო ბაზარზე რეალური კონკურენციის შესაძლებლობას იძლევა..." (იხილეთ)


რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

ბერიბერი
10 თებერვალი 2016 11:38
ყველა, ყველა და ამ ქალსა და კაცს ენა რატომა აქვთ გამოყოფილი, არ იციან რომ ენის გამოყოფა უზრდელობაა?
qartveli
10 თებერვალი 2016 10:25
მოკლედ-რამდენჯერ უნდა გადააგდონ გრეჩიხებმა ქართველი ხალხი?რამდენჯერ მიეყიდნენ ხელისუფლებას?რამდენი მთავრობაც მოვიდა,ყველასთან როგორ არიან?იმიტომ ვართ კაი დღეში,ასეთები რომ პარპაშობენ
სხვა სიახლეები
აჭარაში ტურისტული სეზონის გახანგძლივებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ცნობილ ტელეარხებზე ვიდეო რეკლამა გაუშვა.
დაწვრილებით...
2016 წლის 22-25 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “Ad Black Sea” გაიმართა.
დაწვრილებით...
“თეგეტა მოტორსი” პრემიუმ კლასის Shell -ის, Motul-ისა და Mobil-ის ბრენდის ძრავის ზეთებზე მომხმარებელს აქციას სთავაზობს.
დაწვრილებით...
დედაქალაქის ავტობუსით მგზავრობა, როგორც მოსახლეობა ამბობს, ბოლო დროს რისკფაქტორი გახდა, რადგანაც დიდი ხანი არ არის, რაც ორი, არც თუ სახარბიელო ფაქტი მოხდა
დაწვრილებით...
"რუსები დაგვცინიან, ჩვენ კი ძმებს და სტრატეგიულ მოკავშირეებს ვეძახით. აფხაზეთის ხელისუფლება მათ მიმართ პოზიციის კი არა, ქალაქის საკანალიზაციო სისტემის შეცვლასაც ვერ ახერხებს. ამასობაში კი, დანარჩენ ცივილურ სამყაროს ერთი საუკუნით ჩამოვრჩით..."
დაწვრილებით...
ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი დასრულდა.
დაწვრილებით...
"რა აფხაზი ხარ, აფხაზური არ იციო. არადა, თვითონ რუსულად ლაპარაკობდნენ. ვეკითხებოდი, რატომ ფიქრობთ, რომ თუკი რუსულად არ ვმეტყველებ, ამიტომ აფხაზი არ ვარ-მეთქი"?
დაწვრილებით...
აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია
დაწვრილებით...
სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე Automechanika Frankfurt 2016 წარდგა.
დაწვრილებით...
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
მოქმედი, ინვენტარი, ავეჯი, სათავსო, ატეესი,
ქირავდება საბურთალოზე 110 კვ.მ.
3 ოთახიანი ბინა 100კვ.მ. დღიურად,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები