"ხან მგელივით ყმუის და ხანაც ძაღლივით ყეფს, საშინელ ხმებს გამოსცემს"- კუმისელი "მოჩვენება" საშინელებათა ფილმის სცენარიდან - კვირის პალიტრა

"ხან მგელივით ყმუის და ხანაც ძაღლივით ყეფს, საშინელ ხმებს გამოსცემს"- კუმისელი "მოჩვენება" საშინელებათა ფილმის სცენარიდან

ის რაც ახლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში ხდება, ჰოლივუდური ფანტასტიკის სცენარს ჰგავს, თუმცა საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. კუმისელების თქმით, შავმანტიამოსხმული მამაკაცი, რომელსაც ქუდი ახურავს და სახე შეღებილი აქვს, ეზოებში იპარება, კარ-ფანჯრებს ჩხაპნის, მერე გარბის და უცნაურ ხმებს გამოსცემს.

ასე გრძელდება უკვე რამდენიმე კვირაა, სწორედ ამ მიზეზით სოფლის მოსახლეობის ნაწილი სხვა სოფლებში გაიქცა და ნათესავებს შეაფარეს თავი. კუმისში მთელი ღამე პატრულირებენ სამართალდამცველები, თუმცა ჯერ ვერ მოხერხდა უცნობის დაკავება. რამდენიმე დღის წინ "კვირის პალიტრა" სოფელ კუმისს ესტუმრა და სტატია მოამზადა. გთავაზობთ ადგილობრივთა მონაყოლიდან რამდენიმე ამონარიდს:

- ვინ არის და რა უნდა, ვერ გავიგეთ. ბავშვი უკვე დღისითაც ვერ გამომიშვია გარეთ. ორ კვირაზე მეტია, ასე გრძელდება, რა გახდა მისი დაჭერა, ვერ გავიგეთ... გუშინ შუაღამისას ბიცოლაჩემის ოჯახში მისულა და შეუშინებია.

...

- ღამის სამი საათი იქნებოდა. ყველას გვეძინა. ხმაურმა გამაღვიძა. გარეთ რომ გავიხედე, შავებში ჩაცმული მაღალი, გამხდარი მამაკაცი ფანჯარასთან იდგა და მწერებისგან დამცავ ბადეს ხევდა. რომ დავუყვირე, გაიქცა, გავეკიდეთ, მაგრამ ვერ დავიჭირეთ...

...

- ხან კარზე და ხანაც ფანჯარაზე აკაკუნებს, თუ ნათურა ანთია, ამტვრევს, ალბათ, ვინმემ რომ არ დაინახოს. ხან მგელივით ყმუის და ხანაც ძაღლივით ყეფს, საშინელ ხმებს გამოსცემს. ამბობენ, ჭიშკარზე ისე ხტება, თვალს ვერ მიაყოლებო. ალბათ, ჩვენთანაც რომ მოვიდეს, იმწუთასვე წავალ სოფლიდან. პატრული გვაქცევს ყურადღებას, მაგრამ ჯერ ვერ დაიჭირეს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 18 ივლისის ნომერში, ან გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია.